დეჟავუ მქონდა, "wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები პოლიტიკაში არაფორმალურად არ უნდა მონაწილეობდნენ.
"ძალიან უცნაური ეთერი ჰქონდა ბატონ კეზერაშვილს, ბოლომდე ვერ ვუყურე, კვარაცხელიას თამაში იყო, მაგრამ რასაც ვუყურე, კითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე რამეს უპასუხა. ზოგადად, ვერავის აუკრძალავ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ჩვენი გუნდის პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს ფორმალური და ეს ეხება ბიძინა ივანიშვილსაც და კეზერაშვილსაც. ცოტა დეჟავუ მქონდა, "wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, ანუ მინდა ვიყო ბიძინა ივანიშვილი, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. არ ვიცი, რას ემსახურებოდა მისი ეს ინტერვიუ, მაგრამ მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას ბიძინობა უნდა, როგორც ჩანს,"- განაცხადა ბუჩუკურმა.
"დეჟავუ" არა ,მაგრამ ბოლოს სექსი როდის გქონდათ ის გვამცნეთ რაა?აი ძალიან უკმაყოფილო და აგრესიული სახე გაქვთ ,იმ სამი ქალბატონივით (კორძაია -სამნიძე -ნაცვლიშვილი) და არ შეიძლება ბატონო,ბოლოს სამადაშვილს მივიღებთ თქვენგან და გვინდა ახლა ეს ქართველებს?!
როგორც ჩანს "ძალმომრეობის თეორიის" დრო ბრუნდება; ძალაა გამტანი და არა უმრავლესობის აზრი! ხომ თქვა იმ ზნედაცემულმა - მთავარია არა ფაქტი, არამედ აღქმაო.
ჩვენ მუხლობრივი განხილვა არ გვინდა,კანონპროექტი რუსულიაო და მორჩა! რუსულია-რუსულიაო, ბანი მისცეს გარედან იმათაც, ვინც მსგავს "გამჭვირვალობის" კანონს ახლა თავისთვის იღებენ!
ლაზარე გმირიაო - გუშინ სხდომაზე მეცოცხეებმა; რა ჩაიდინა გმირული? რატომაა გმირი? სანამ პირის იდენტიფიცირება მოხდებოდა, ცოცხისტანი ერთხმად გაიძახოდა, რომ "მოლოტოვის კოქტეილი" აქციაზე შემოპარულმა სუს-ის აგენტებმა ისროლესო; რომ დადგინდა ვინც ისროლა - მას გმირად ნათლავენ! როდის იყავით მართალი?
ჩვენ გვინდა ჩვენი "მაგნა კარტა" სადაც ერთ-ერთ პირველ ადგილზე დაიწერება, რომ უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი ფულის ხარჯვა გამჭვირვალე უნდა იყოს! და გაწერილი იქნება ხვალინდელი და ზეგინდელი საკეთებელი
ანუ გვინდა ქვეყნის განვითარების ჭკვიანური გეგმა და ამ გეგმის შემსრულებელი ჭკვიანთა გუნდი; პოლიტიკაში არც გუბაზ-ბერძენიშვილები გვინდა და არც ჭჭ-ხაბეები!