პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგი მინისტრი "ფლეიბოის" გარეკანზე - ვინ არის ქალი, რომელსაც პოპულარული ჟურნალისთვის პოზირების გამო აკრიტიკებენ (ფოტოები)
ფრანგი მინისტრი "ფლეიბოის" გარეკანზე - ვინ არის ქალი, რომელსაც პოპულარული ჟურნალისთვის პოზირების გამო აკრიტიკებენ (ფოტოები)

საფ­რან­გე­თის სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მი­ნის­ტრი მარ­ლენ ში­ა­პა საზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და მას შემ­დეგ, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის, Playboy-ის ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის იპო­ზი­ო­რა.

ფო­ტო­ე­ბი ჟურ­ნა­ლის აპ­რი­ლის გა­მო­ცე­მა­ში და­ი­ბეჭ­დე­ბა და გა­რე­კან­ზეც მი­ნის­ტრის ფოტო იქ­ნე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­და­ღე­ბა­ზე მარ­ლენ ში­ა­პა სრუ­ლად შიშ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა.

მე­დი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ერთი ფოტო გავ­რცელ­და

მი­ნის­ტრის ამ­გვარ­მა ნა­ბი­ჯ­მა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის და კო­ლე­გე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ის პრე­მი­ერ­მა ელი­ზა­ბეტ ბორნ­მაც გა­აკ­რი­ტი­კა და თქვა, რომ "საფ­რან­გეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა სუ­ლაც არ იყო შე­სა­ბა­მი­სი.“ (ცნო­ბის­თვის, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი იყო. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი სა­პენ­სიო რე­ფორ­მებს უკავ­შირ­დე­ბა).

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა მწვა­ნე­თა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, დე­პუ­ტატ­მა და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა სან­დრინ რუ­სომ. მისი თქმით, ქალს ყო­ველ­თვის უნდა შე­ეძ­ლოს გა­ა­კე­თოს ის, რაც სურს, თუმ­ცა არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტექ­სტი. რუსო მი­იჩ­ნევს, რომ საფ­რან­გეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მოჩ­ნდეს "ფლე­ი­ბო­ი­ში", მი­უ­ღე­ბე­ლია.

მარ­ლენ ში­ა­პა კრი­ტი­კას "ტვი­ტერ­ზე" გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბაა, გა­ა­კე­თონ ის, რაც სურთ, ყველ­გან და ყო­ველ­თვის. საფ­რან­გეთ­ში ქა­ლე­ბი თა­ვი­სუ­ფალ­ნი არი­ან“, - წერს მი­ნის­ტრი.

40 წლის მარ­ლე­ნი არის ფე­მი­ნის­ტი, ფე­მი­ნის­ტუ­რი წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რი. სა­ნამ პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას და­ი­წყებ­და, და­წე­რა წიგ­ნი დე­დო­ბის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ორ­სუ­ლო­ბა­ზე.

2017 წელს მას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს იმის­თვის, რომ ეწ­ვია ისეთ ად­გილს, სა­დაც "ქა­ლე­ბი არ და­იშ­ვე­ბოდ­ნენ.“

Playboy-ის ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტორ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღო გა­მო­ცე­მის­თვის.

"მაკ­რო­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი­დან ის "ფლე­ი­ბო­ის­თან" ყვე­ლა­ზე თავ­სე­ბა­დი ქა­ლია ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო", - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რი.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმმმმ...
0

სრულიად შიშველი არ ყოფილაო. რა, მადლობა ხომ არ უნდა გადაუხადონ ამის გამო. ნახევრად შიშველი ხომ იყო. ბოდიში რა,ევროპელია

დავით
0

ეს სოციალური მინისტრი თუ არის ალბათ ქველმოქმედების მიზნით გაიხადა, რას ერჩით უნდა ღარიბ მოსახლეობას "ასე დაეხმაეოს"

ავტორი:

ფრანგი მინისტრი "ფლეიბოის" გარეკანზე - ვინ არის ქალი, რომელსაც პოპულარული ჟურნალისთვის პოზირების გამო აკრიტიკებენ (ფოტოები)

ფრანგი მინისტრი "ფლეიბოის" გარეკანზე - ვინ არის ქალი, რომელსაც პოპულარული ჟურნალისთვის პოზირების გამო აკრიტიკებენ (ფოტოები)

საფრანგეთის სოციალური საკითხების მინისტრი მარლენ შიაპა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც პოპულარული ჟურნალის, Playboy-ის ფრანგული გამოცემისთვის იპოზიორა.

ფოტოები ჟურნალის აპრილის გამოცემაში დაიბეჭდება და გარეკანზეც მინისტრის ფოტო იქნება. აღსანიშნავია, რომ გადაღებაზე მარლენ შიაპა სრულად შიშველი არ ყოფილა.

მედიაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ფოტო გავრცელდა

მინისტრის ამგვარმა ნაბიჯმა მისი პოლიტიკური ოპონენტების და კოლეგების აღშფოთება გამოიწვია. ის პრემიერმა ელიზაბეტ ბორნმაც გააკრიტიკა და თქვა, რომ "საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ამგვარი ნაბიჯის გადადგმა სულაც არ იყო შესაბამისი.“ (ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში საფრანგეთში სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები იყო. საპროტესტო აქციები საპენსიო რეფორმებს უკავშირდება).

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა და ქალების უფლებადამცველმა სანდრინ რუსომ. მისი თქმით, ქალს ყოველთვის უნდა შეეძლოს გააკეთოს ის, რაც სურს, თუმცა არსებობს სოციალური კონტექსტი. რუსო მიიჩნევს, რომ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მინისტრის გადაწყვეტილება, გამოჩნდეს "ფლეიბოიში", მიუღებელია.

მარლენ შიაპა კრიტიკას "ტვიტერზე" გამოეხმაურა. "ქალების უფლებაა, გააკეთონ ის, რაც სურთ, ყველგან და ყოველთვის. საფრანგეთში ქალები თავისუფალნი არიან“, - წერს მინისტრი.

40 წლის მარლენი არის ფემინისტი, ფემინისტური წიგნების ავტორი. სანამ პოლიტიკურ კარიერას დაიწყებდა, დაწერა წიგნი დედობის გამოწვევებზე, ქალის ჯანმრთელობასა და ორსულობაზე.

2017 წელს მას ბრალი წაუყენეს იმისთვის, რომ ეწვია ისეთ ადგილს, სადაც "ქალები არ დაიშვებოდნენ.“

Playboy-ის ფრანგულენოვანი გამოცემის რედაქტორმა მხარი დაუჭირა მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ ფოტოები გადაეღო გამოცემისთვის.

"მაკრონის მინისტრთა კაბინეტიდან ის "ფლეიბოისთან" ყველაზე თავსებადი ქალია ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ხმამაღალი განცხადებების გამო", - ამბობს ჟურნალის რედაქტორი.

წყარო