მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წადი უკრაინიდან, რადგან წააგებ" - ვინ არის კაცი, რომელიც სავარაუდოდ, ფინეთის პრემიერი გახდება: პეტერი ორპოს პოლიტიკური კურსი და გზავნილი პუტინს
"წადი უკრაინიდან, რადგან წააგებ" - ვინ არის კაცი, რომელიც სავარაუდოდ, ფინეთის პრემიერი გახდება: პეტერი ორპოს პოლიტიკური კურსი და  გზავნილი პუტინს

ფი­ნეთს მალე ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და ახა­ლი მთავ­რო­ბა ეყო­ლე­ბა. პრე­მი­ერ სანა მა­რი­ნის "სო­ცი­ალ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა. ხმე­ბის 19.9% მო­ი­პო­ვა და მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

  • არ­ჩევ­ნებ­ში მე­მარ­ჯვე­ნე "ეროვ­ნუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის“ პარ­ტი­ამ ხმე­ბის 20.8%-ით გა­ი­მარ­ჯვა და მე­ო­რე ად­გილ­ზეა მე­მარ­ჯვე­ნე პო­პუ­ლის­ტუ­რი "ფი­ნე­ლე­ბის პარ­ტია“ ხმე­ბის 20.1%-ით.

სანა მა­რინ­მა და­მარ­ცხე­ბა აღი­ა­რა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს მი­უ­ლო­ცა.

პე­ტე­რი ორპო და სანა მა­რი­ნი

"ეროვ­ნუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის“ პარ­ტი­ის ლი­დერ­მა, პე­ტე­რი ორ­პომ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი "დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა“ და დას­ძი­ნა, რომ მისი პარ­ტია კო­ა­ლი­ცი­ის ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უხელ­მძღვა­ნე­ლებს. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს მი­ე­სალ­მა მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი "ფი­ნე­ლე­ბის პარ­ტი­ის“ ლი­დე­რი, რიკა პუ­რაც.

  • სა­ვა­რა­უ­დოდ, ფი­ნე­თის პერ­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ვარ­ძელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, კონ­სერ­ვა­ტო­რი პე­ტე­რი ორპო და­ი­კა­ვებს.

მის­მა პარ­ტი­ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო 200 მან­და­ტი­დან 48 მო­ი­პო­ვა, 43 მან­და­ტი აქვს სანა მა­რი­ნის პარ­ტი­ას.

  • სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ მთავ­რო­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ ფი­ნე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვლე­ბა, თუმ­ცა ვნა­ხოთ, რო­გო­რია რე­ა­ლო­ბა, ვინ არის და რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს ქვეყ­ნის მო­მა­ვალ პრე­მი­ერს, პე­ტე­რი ორ­პოს.

53 წლის ორ­პოს აქვს მა­გის­ტრის ხა­რის­ხი პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე ფი­ნე­თის არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და, 2007 წელს დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი მი­ი­ღო. 2017 წელს და­ი­ნიშ­ნა ვიცე პრე­მი­ე­რად, მოგ­ვი­ნა­ე­ბით კი პარ­ტი­ის ლი­დე­რი გახ­და. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ნი­ი­ნა კა­ნი­ა­ი­ნენ­ზე და ჰყავს ორი შვი­ლი.

  • პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ორ­პოს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი პარ­ტი­ის წი­ნა­მორ­ბედ ლი­დერ­ზე ბევ­რად უფრო კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ფი­ნე­თის პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­ზე ამ­გვა­რი ცვლი­ლე­ბა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მი­ი­ღე­ბენ ახალ მე­მარ­ჯვე­ნე-ცენ­ტრის­ტულ მთავ­რო­ბას, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ტო­ნე­ბით.

”მე ვენ­დო­ბი ფი­ნე­თის ტრა­დი­ცი­ას, რომ აწარ­მოო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ყვე­ლა მხა­რეს­თან და ვცდი­ლობ ვი­პო­ვო სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა ფი­ნე­თის მთავ­რო­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად.

და იცით რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი? ჩვენ ვართ ევ­რო­კავ­ში­რის აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი, ვა­შე­ნებთ ნატო-ფი­ნეთს, ვცდი­ლობთ, გა­მო­ვას­წო­როთ ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვქმნით ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. ეს არის გა­დამ­წყვე­ტი, მთა­ვა­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა ჩავ­წე­როთ სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა­ში“. - უთხრა ორ­პომ AP-ს.

სანა მა­რინ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნას ყო­ველ­თვის ღიად და ხმა­მაღ­ლა უჭერ­და მხარს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, ფი­ნე­თის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი­რე­ბის­თვის.

  • ორ­პოს პო­ზი­ცი­აც უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მკვეთ­რია და მხარს უჭერს ქვე­ყა­ნას რუ­სეთ­თან ომში.

"ჩვენ თქვენ გვერ­დით ვდგა­ვართ, თქვენ­თან ერ­თად. ვერ მი­ვი­ღებთ ამ სა­ში­ნელ ომს. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ და­ვეხ­მა­როთ უკ­რა­ი­ნას, უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, რად­გან ისი­ნი ჩვენ­თვის იბ­რძვი­ან. ეს ნა­თე­ლია.

და გზავ­ნი­ლი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის­თვის ასე­თია - წადი უკ­რა­ი­ნი­დან, რად­გან წა­ა­გებ", - აცხა­დებს ორპო.

შე­გახ­სე­ნებთ, ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, სა­უ­ლი ნი­ი­ნის­ტო სამ­შა­ბათს ბრი­უ­სელ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა, რათა ნატო-ს შტაბ-ბი­ნა­ში გა­წევ­რე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წროს, რო­მელ­ზეც ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ალი­ან­სში წევ­რო­ბის და­წყე­ბა.

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის თქმით, ფი­ნე­თის ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად დრო­შის აღ­მარ­თვის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თე­ბა.

"ჩვენ პირ­ვე­ლად ავ­წევთ ფი­ნე­თის დრო­შას აქ ნატო-ს შტაბ-ბი­ნა­ში. ეს კარ­გი დღე იქ­ნე­ბა ფი­ნე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის და მთლი­ა­ნად ნატო-სთვის“, - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე-9 ბლოკის თაობა
2

უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, იბომბება მხოლოდ უკრაინული ქალაქები და იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა .ჯერ უკრაინას არ გაუნთავისუფლებია საკუთარი ტერიტორია ოკუპანტისაგან და ამ ეტაპზე რო შეწყდეს კონფლიქტი უკრაინის ნაწილი ოკუპირებული დარჩება.ამ წამს უკრაინა ომს აგებს ხოლო პერსპექტივები სხვა თემაა.

უკრაინა ამ წამს ომს აგებს, მაგრამ რუსული "სპეც ოპეტაცია" ჩავარდა. ნატოსთან მიმართებით რუსმა პოზიციები დაკარგა ნატო პოლიტიკურად და დიპლომატიურად ყველა ფრონტზე სახეს აძრობს. რუსი ოკუპანტის პრიორიტეტული მიზანი იყო შორს ნატო საზღვრებიდან და ბუფერული ზონის შექმნა (უკრაინასთან სახმელეთო სასაძღვრო ზოლი 2300 კმ- მდე).საწყის ეტაპზე ამით აპელირებდა და შემდეგ ნაცისტური უკრაინის ხატი შექმნა და მოიგონა მტრად.დღეს ფინეთი ნატოშია და მალე შვედეთიც ნატოს წევრი ქვეყანა გახდება. რა მიიღეს? ნატო 1300 კმ(ფინეთის საზღვარი) სიგრძე საზღვარზე პეტერბურგთან(ლენინგრადი) და ბალტიის ზღვის სრული კონტროლი ნატოს მიერ. რუსეთმა სტრატეგიული პოზიციები დაკარგა. დაკარგა აგრეთვე დიპლომატიური ურთიერთობები და პატივისცემა მსოფლიოს და ევროპის წამყვან ქვეყნებთან. გამოააშკარავა მისი სამხედრო პოტენციალი.რატომ? იმიტომ რომ რუსეთი განუვითარებელი, დეგრადირებული, კორუმპირებული, გატელევიზორ გაპროპაგანდონებული, გაუნათლებელი ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს დიდ წილ რესურს ფლობს და ვერაფერს აწარმოებს და ვერაფერს სთავაზობს თანამედროვე სამყაროს იარაღის, ნგრევის და ომის გარდა. რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მტერია.მას ჩვენი სამშობლოს 20% ოკუპირებული აქვს და ხელს უშლის ჩვენს განვითერებას.

გიგა
65

ჯერ რომ თქვენ აგებთ!

ავტორი:

"წადი უკრაინიდან, რადგან წააგებ" - ვინ არის კაცი, რომელიც სავარაუდოდ, ფინეთის პრემიერი გახდება: პეტერი ორპოს პოლიტიკური კურსი და გზავნილი პუტინს

"წადი უკრაინიდან, რადგან წააგებ" - ვინ არის კაცი, რომელიც სავარაუდოდ, ფინეთის პრემიერი გახდება: პეტერი ორპოს პოლიტიკური კურსი და  გზავნილი პუტინს

ფინეთს მალე ახალი პრემიერ-მინისტრი და ახალი მთავრობა ეყოლება. პრემიერ სანა მარინის "სოციალ დემოკრატიული პარტია" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. ხმების 19.9% მოიპოვა და მესამე ადგილზე გავიდა.

  • არჩევნებში მემარჯვენე "ეროვნული კოალიციის“ პარტიამ ხმების 20.8%-ით გაიმარჯვა და მეორე ადგილზეა მემარჯვენე პოპულისტური "ფინელების პარტია“ ხმების 20.1%-ით.

სანა მარინმა დამარცხება აღიარა და გამარჯვებული პარტიების ლიდერებს მიულოცა.

პეტერი ორპო და სანა მარინი

"ეროვნული კოალიციის“ პარტიის ლიდერმა, პეტერი ორპომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები "დიდი გამარჯვებაა“ და დასძინა, რომ მისი პარტია კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს. არჩევნების შედეგებს მიესალმა მეორე ადგილზე გასული "ფინელების პარტიის“ ლიდერი, რიკა პურაც.

  • სავარაუდოდ, ფინეთის პერმიერ-მინისტრის სავარძელს გამარჯვებული პარტიის ლიდერი, კონსერვატორი პეტერი ორპო დაიკავებს.

მისმა პარტიამ საპარლამენტო 200 მანდატიდან 48 მოიპოვა, 43 მანდატი აქვს სანა მარინის პარტიას.

  • საზოგადოების ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ ფინეთის პოლიტიკური კურსი მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუმცა ვნახოთ, როგორია რეალობა, ვინ არის და როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს ქვეყნის მომავალ პრემიერს, პეტერი ორპოს.

53 წლის ორპოს აქვს მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში. პოლიტიკაში მოსვლამდე ფინეთის არმიაში მსახურობდა, 2007 წელს დეპუტატის მანდატი მიიღო. 2017 წელს დაინიშნა ვიცე პრემიერად, მოგვინაებით კი პარტიის ლიდერი გახდა. დაქორწინებულია ნიინა კანიაინენზე და ჰყავს ორი შვილი.

  • პოლიტიკური შეხედულებები

მიიჩნევა, რომ ორპოს შეხედულებები პარტიის წინამორბედ ლიდერზე ბევრად უფრო კონსერვატიულია. ექსპერტების აზრით, ფინეთის პოლიტიკურ სცენაზე ამგვარი ცვლილება მიანიშნებს, რომ მიიღებენ ახალ მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას, ნაციონალისტური ტონებით.

”მე ვენდობი ფინეთის ტრადიციას, რომ აწარმოო მოლაპარაკებები ყველა მხარესთან და ვცდილობ ვიპოვო საუკეთესო შესაძლებლობა ფინეთის მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

და იცით რა არის მნიშვნელოვანი? ჩვენ ვართ ევროკავშირის აქტიური წევრები, ვაშენებთ ნატო-ფინეთს, ვცდილობთ, გამოვასწოროთ ჩვენს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს. ეს არის გადამწყვეტი, მთავარი, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უნდა ჩავწეროთ სამთავრობო პროგრამაში“. - უთხრა ორპომ AP-ს.

სანა მარინმა საერთაშორისო დონეზე უდიდესი მხარდაჭერა მოიპოვა იმისთვის, რომ უკრაინას ყოველთვის ღიად და ხმამაღლა უჭერდა მხარს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფინეთის ნატოში გაწევრების განაცხადების წარმატებული ადვოკატირებისთვის.

  • ორპოს პოზიციაც უკრაინასთან დაკავშირებით მკვეთრია და მხარს უჭერს ქვეყანას რუსეთთან ომში.

"ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, თქვენთან ერთად. ვერ მივიღებთ ამ საშინელ ომს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, რადგან ისინი ჩვენთვის იბრძვიან. ეს ნათელია.

და გზავნილი ვლადიმირ პუტინისთვის ასეთია - წადი უკრაინიდან, რადგან წააგებ", - აცხადებს ორპო.

შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო სამშაბათს ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-ს შტაბ-ბინაში გაწევრების ცერემონიას დაესწროს, რომელზეც ოფიციალურად აღინიშნება ქვეყნის სამხედრო ალიანსში წევრობის დაწყება.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთის ნატოში გაწევრების აღსანიშნავად დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება.

"ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ ნატო-ს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატო-სთვის“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.