მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანური ბაჩა-ბაზი: სექსმუშაკებად გაწირული, მშობლების გაყიდული თუ მოტაცებული, პატარა "მოცეკვავე ბიჭები"
ავღანური ბაჩა-ბაზი: სექსმუშაკებად გაწირული, მშობლების გაყიდული თუ მოტაცებული, პატარა "მოცეკვავე ბიჭები"

ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად ქვეყ­ნი­სა და ეპო­ქი­სა, რაც უფრო მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა, მით უფრო ნაკ­ლე­ბად აქვთ მათ სა­კუ­თა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლე­ბის ბუ­ნებ­რი­ვად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ავ­ღა­ნეთ­ში ამ მხრივ სა­ხარ­ბი­ე­ლო სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად არ არის. 9-17 წლის ბი­ჭე­ბი აქ მუდ­მი­ვად გა­ნიც­დი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბას უფ­რო­სი მა­მა­კა­ცე­ბის­გან. მე­ტიც, ამ "ტრა­დი­ცი­ას“ აქ ერ­თგვა­რი სა­ხეც აქვს მი­ცე­მუ­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ შო­კის­მომ­გვრე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

  • ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი და პე­დო­ფი­ლია

არატ­რა­დი­ცი­ულ სექ­სუ­ა­ლურ კონ­ტაქ­ტებს რე­ლი­გი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა გმობს, მაგ­რამ ეს ყო­ველ­თვის ასე არ იყო. მა­გა­ლი­თად, ძველ ბერ­ძნულ კულ­ტუ­რა­ში არ არ­სე­ბობ­და "ორი­ენ­ტა­ცი­ის“ ცნე­ბა - ელი­ნე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ანს ბი­სექ­სუ­ა­ლო­ბის პოს­ტუ­ლა­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

ამ სა­კი­თხით აქ­ტი­უ­რად ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ან­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, მათ შო­რის პლა­ტო­ნი, სოკ­რა­ტე და ა.შ. თა­ვის ნაშ­რო­მებ­ში ისი­ნი არც ისე ცოტა დროს უთ­მობ­დნენ ამ თე­მას. სწო­რედ ამ ნაშ­რო­მე­ბი­დან ვგე­ბუ­ლობთ, რომ უძ­ვე­ლეს სამ­ყა­რო­ში მა­მა­კა­ცებ­სა და პა­ტა­რა ბი­ჭებს შო­რის სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო. ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი ხში­რად კა­მა­თობ­დნენ, რო­მე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი უფრო წრფე­ლი და სუფ­თაა: ქა­ლე­ბის თუ პა­ტა­რა ბი­ჭე­ბის მი­მართ?!

თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ღა­ნე­თი­სა და პა­კის­ტა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსგავ­სი ფე­ნო­მე­ნი მე-9 - მე-10 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. თუმ­ცა მას თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა ჰქონ­და. სა­უ­ბა­რია ბაჩა-ბაზ­ზე - როცა ქა­ლის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მო­ზარ­დი ბი­ჭე­ბი მა­მა­კა­ცებს ერო­ტი­უ­ლი ცეკ­ვე­ბი­თა და სიმ­ღე­რე­ბით არ­თობ­დნენ.

ყვე­ლა­ფე­რი ცეკ­ვა-სიმ­ღე­რით რომ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, არა­ვინ ახ­სე­ნებ­და ბავ­შვთა პროს­ტი­ტუ­ცი­ას. მაგ­რამ ავ­ღა­ნე­თი ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნაა და მო­თხოვ­ნა შე­თა­ვა­ზე­ბას ნიშ­ნავს. და შოუ პროგ­რა­მის შემ­დეგ ბი­ჭე­ბი, რო­გორც წესი, კლი­ენ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ.

  • ვინ არი­ან ისი­ნი?

"ბაჩა-ბაზი“ სი­ტყვა­სი­ტყვით ნიშ­ნავს "იცეკ­ვე ბი­ჭთან“ და თუ ერთი შე­ხედ­ვით სი­ტყვა­თა ეს კომ­ბი­ნა­ცია ცუდს არა­ფერს ნიშ­ნავს, სი­ტუ­ა­ცია იც­ვლე­ბა, როცა ამის შე­სა­ხებ უფ­რო­სი და შეძ­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ.

ბევ­რი ავ­ღა­ნე­ლი მწე­რა­ლი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი ამ პრობ­ლე­მას თა­ვის ნა­წარ­მო­ებ­ში შლის. და­სავ­ლურ მე­დი­ა­შიც ხში­რად ჩნდე­ბა სტა­ტი­ე­ბი ბედკ­რულ პა­ტა­რა ბი­ჭებ­ზე, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, პროს­ტი­ტუ­ცი­ით და­კავ­დნენ.

მა­გა­ლი­თად, აშშ-ის სა­ზღვაო ქვე­ით­თა კორ­პუ­სის ყო­ფილ­მა ანა­ლი­ტი­კოს­მა კრის მონდლოკ­მა, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ობ­და ავ­ღა­ნეთ­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, ბაჩა-ბა­ზის მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა აღ­წე­რა. მისი სტა­ტია Foreign Policy-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ამ ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­ში ათა­სო­ბით პა­ტა­რა შემ­წე­ო­ბის მთხოვ­ნე­ლი და­დის, ეს კი პირ­და­პი­რი ლუკ­მაა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა ბი­ჭე­ბის შერ­ჩე­ვით არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი. ხან­და­ხან მათ პირ­და­პირ ქუ­ჩე­ბი­დან იტა­ცე­ბენ. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შვს ოჯა­ხი­დან მშობ­ლე­ბი ყი­დი­ან, გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ...

ბი­ჭებს თა­ვი­დან­ვე გარ­კვე­ვით უხ­სნი­ან, რომ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ სიკ­ვდი­ლი ელით. 10-11 წლის ბავ­შვებს ას­წავ­ლი­ან შე­სა­ბა­მის სიმ­ღე­რას და ცეკ­ვას. ხში­რად ამას აკე­თე­ბენ ყო­ფი­ლი ბაჩა-ბა­ზე­ბი, რომ­ლებ­მაც სრულ­წლო­ვან ასაკს მი­აღ­წი­ეს და კლი­ენ­ტე­ბის­თვის ინ­ტე­რე­სის ობი­ექტს აღარ წარ­მო­ად­გე­ნენ. სა­ჯა­რო წარ­მოდ­გე­ნის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი მიჰ­ყავთ რო­მე­ლი­მე დღე­სას­წა­ულ­ზე ან გა­სარ­თობ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც მა­მა­კა­ცე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. ისი­ნი ინ­ტე­რე­სით უყუ­რე­ბენ, რო­გორ ცეკ­ვავს ქა­ლის სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბავ­შვი ერო­ტი­ულ ცეკ­ვას.

აღ­ნიშ­ნულ ბი­ჭებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ თა­ვი­სი ბე­დის მი­მართ. თუ ერთი ნა­წი­ლი ამ საქ­მი­ა­ნო­ბას დამ­ცი­რე­ბად მი­იჩ­ნევს, სხვე­ბი ცდი­ლო­ბენ, სარ­გე­ბე­ლი იპო­ვონ და ასი­ა­მოვ­ნონ გავ­ლე­ნი­ა­ნი კლი­ენ­ტი, რათა მო­მა­ვალ­ში მათი მფარ­ვე­ლო­ბით ისარ­გებ­ლონ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ყო­ფი­ლი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი მარ­თლაც ეხ­მა­რე­ბი­ან ბი­ჭებს სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა­ში, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად სრულ­წლო­ვა­ნი ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­მაც მა­მა­კა­ცე­ბის თვალ­ში მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა და­კარ­გეს, ქუ­ჩა­ში ხვდე­ბი­ან.

ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა კი, რა თქმა უნდა, ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე რჩე­ბა.

  • გენ­დერუ­ლი ინ­ვერ­სია

მეც­ნი­ე­რუ­ლად, ფე­ნო­მენს, რო­დე­საც ერთი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან ერ­თმა­ნე­თის სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რე­ბი, გენ­დერუ­ლი ინ­ვერ­სია ეწო­დე­ბა. ავ­ღა­ნე­თი­სა და პა­კის­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ბაჩა-ბა­ზის მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კის მი­ზე­ზე­ბი ნა­თე­ლია: იქ მა­მა­კა­ცებს ხში­რად არ აქვთ ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

აღ­მო­სავ­ლე­თის მკვიდრთა მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა მი­თია. და­ქორ­წი­ნე­ბა იქ ერ­თგვარ ფუ­ფუ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს - პა­ტარ­ძლის ოჯა­ხი ვალ­დე­ბუ­ლია საკ­მა­ოდ დიდი ფასი გა­და­ი­ხა­დოს, რაც, რო­გორც წესი, ღა­რი­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, მცდა­რია წარ­მოდ­გე­ნა, რომ ბაჩა-ბა­ზის სპექ­ტაკ­ლე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი ყვე­ლა გეი ან პე­დო­ფი­ლია: ახალ­გაზ­რდას ცეკ­ვი­სას ბევ­რი მათ­გა­ნი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ლა­მაზ გო­გოს წარ­მო­იდ­გენს და თვით­მო­ტყუ­ე­ბის ამ მო­მენ­ტის­თვის მზად არი­ან გა­და­ი­ხა­დონ კი­დეც. ცო­ტას თუ აინ­ტე­რე­სებს თა­ვად ბედკ­რუ­ლი ბი­ჭე­ბის ბედი.

ად­გი­ლობ­რი­ვებს ამ ტრა­დი­ცი­ის რე­ლი­გი­უ­რი გა­მარ­თლე­ბაც კი აქვთ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი: მათი რწმე­ნით, სჯობს სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის მიერ მი­ტო­ვე­ბუ­ლი ან გა­ყი­დუ­ლი პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი "შე­წი­რონ“, ვიდ­რე მო­ი­ტა­ცონ გო­გო­ე­ბი და ქა­ლე­ბი, რო­მელ­თა ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია.

ავ­ღა­ნეთ­ში არის გა­მო­ნათ­ქვა­მიც კი: "ქალი ბავ­შვე­ბის­თვი­საა სა­ჭი­რო, ბი­ჭე­ბი - სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის“. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ამ "ცო­ცხა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბით“ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მა­ინც ერ­თო­ბი­ან. ცო­ლე­ბი აჩე­ნენ შვი­ლებს, აკე­თე­ბენ სა­ში­ნაო საქ­მე­ებს და იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან აი­ტა­ნონ ქმრის ჰობი.

  • პი­რა­დი დრა­მა

2003 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა ავ­ღა­ნე­ლი მწერ­ლის ხა­ლედ ჰო­სე­ი­ნის რო­მა­ნი "ფრა­ნით მორ­ბე­ნა­ლი“, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა საკ­მა­ოდ მწვა­ვედ არის გად­მო­ცე­მუ­ლი.

კი­ნო­რე­ჟი­სორმა ნა­ჯი­ბუ­ლა ყუ­რა­ი­შიმ ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად სა­კუ­თა­რი წვლი­ლიც შე­ი­ტა­ნა და თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბის უკა­ნო­ნო გა­ყიდ­ვით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი, ფილ­მიც გა­და­ი­ღო. "ავ­ღა­ნე­თის მო­ცეკ­ვა­ვე ბი­ჭე­ბი“ დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და აშშ-ის დიდ ეკ­რა­ნებ­ზე 2010 წელს გა­მოჩ­ნდა. ერთი წლის შემ­დეგ კი მან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია Amnesty International-ის პრი­ზი მო­ი­პო­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად ჰო­სე­ი­ნის ერ­თგვა­რი მხი­ლე­ბი­სა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ღა­ნეთ­ში ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­აფ­თრე­ბით ცდი­ლობს, ეს პრაქ­ტი­კა დაგ­მოს, თუმ­ცა ბავ­შვთა ტრე­ფი­კინ­გის უკა­ნო­ნო ბიზ­ნესს ბევ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და პო­ლი­ცი­ის მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცე­რი "მფარ­ვე­ლობს“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
4

რედაქცია, მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ასეთ საკითხებს. 1. ეს უბედურება სრულად აკრძალა თალიბანმა. 2. ამ საზიზღრობის სათავე ინდოეთიდან და მერე პაკისტანიდანაა. 3. ეს უბედურება, ძირითადად მოზარდების შრომის უფასო გამოყენებას ეხება და არა მაინცა და მაინც ჰომოსექსუალური კავშირის დამყარებას. 4. არც ერთ საზოგადოებას არ აქვს ოდნავი მიმღებლობაც კი ასეთი უმსგავსობის - ამით მხოლოდ ველური, უდონო, პირველყოფილი უკულტურობისა და უზნეობის ხალხი საზრდოობს. 5. რწმენა, განათლება და კულტურა გადაარჩენს სამყაროს! 

სიმართლე.
5

სხვების განსჯას შევეშვათ და ჩვენს თავს მივხედოთ. ამას იქ, მათი რელიგია უწყობს ხელს. აქ ჩვეთან მეტია მისახედი. მამაუფალი დაგვიფასებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ავღანური ბაჩა-ბაზი: სექსმუშაკებად გაწირული, მშობლების გაყიდული თუ მოტაცებული, პატარა "მოცეკვავე ბიჭები"

ავღანური ბაჩა-ბაზი: სექსმუშაკებად გაწირული, მშობლების გაყიდული თუ მოტაცებული, პატარა "მოცეკვავე ბიჭები"

ნებისმიერ საზოგადოებაში, მიუხედავად ქვეყნისა და ეპოქისა, რაც უფრო მკაცრად კონტროლდება ადამიანების ცხოვრება, მით უფრო ნაკლებად აქვთ მათ საკუთარი სექსუალური სურვილების ბუნებრივად დაკმაყოფილების საშუალება.

მაგალითად, ავღანეთში ამ მხრივ სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ არის. 9-17 წლის ბიჭები აქ მუდმივად განიცდიან სექსუალური სახის ძალადობას უფროსი მამაკაცებისგან. მეტიც, ამ "ტრადიციას“ აქ ერთგვარი სახეც აქვს მიცემული და ეს ყველაფერი საკმაოდ შოკისმომგვრელად გამოიყურება.

  • ჰომოსექსუალიზმი და პედოფილია

არატრადიციულ სექსუალურ კონტაქტებს რელიგიების უმეტესობა გმობს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. მაგალითად, ძველ ბერძნულ კულტურაში არ არსებობდა "ორიენტაციის“ ცნება - ელინები ყველა ადამიანს ბისექსუალობის პოსტულატიდან გამომდინარე განიხილავდნენ.

ამ საკითხით აქტიურად ინტერესდებოდნენ ანტიკური ფილოსოფოსები, მათ შორის პლატონი, სოკრატე და ა.შ. თავის ნაშრომებში ისინი არც ისე ცოტა დროს უთმობდნენ ამ თემას. სწორედ ამ ნაშრომებიდან ვგებულობთ, რომ უძველეს სამყაროში მამაკაცებსა და პატარა ბიჭებს შორის სექსუალური ურთიერთობები საკმაოდ გავრცელებული იყო. ბერძენი ფილოსოფოსები ხშირად კამათობდნენ, რომელი სიყვარული უფრო წრფელი და სუფთაა: ქალების თუ პატარა ბიჭების მიმართ?!

თანამედროვე ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიაზე მსგავსი ფენომენი მე-9 - მე-10 საუკუნეებში ჩამოყალიბდა. თუმცა მას თავისი სპეციფიკა ჰქონდა. საუბარია ბაჩა-ბაზზე - როცა ქალის სამოსში გამოწყობილი მოზარდი ბიჭები მამაკაცებს ეროტიული ცეკვებითა და სიმღერებით ართობდნენ.

ყველაფერი ცეკვა-სიმღერით რომ დასრულებულიყო, არავინ ახსენებდა ბავშვთა პროსტიტუციას. მაგრამ ავღანეთი ღარიბი ქვეყანაა და მოთხოვნა შეთავაზებას ნიშნავს. და შოუ პროგრამის შემდეგ ბიჭები, როგორც წესი, კლიენტებს ემსახურებოდნენ.

  • ვინ არიან ისინი?

"ბაჩა-ბაზი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს "იცეკვე ბიჭთან“ და თუ ერთი შეხედვით სიტყვათა ეს კომბინაცია ცუდს არაფერს ნიშნავს, სიტუაცია იცვლება, როცა ამის შესახებ უფროსი და შეძლებული მამაკაცები ლაპარაკობენ.

ბევრი ავღანელი მწერალი, უფლებადამცველი და დოკუმენტალისტი ამ პრობლემას თავის ნაწარმოებში შლის. დასავლურ მედიაშიც ხშირად ჩნდება სტატიები ბედკრულ პატარა ბიჭებზე, რომლებიც იძულებულნი არიან, პროსტიტუციით დაკავდნენ.

მაგალითად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილმა ანალიტიკოსმა კრის მონდლოკმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრეობდა ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ბაჩა-ბაზის მანკიერი პრაქტიკა აღწერა. მისი სტატია Foreign Policy-ში გამოქვეყნდა.

ამ ღარიბ ქვეყანაში ათასობით პატარა შემწეობის მთხოვნელი დადის, ეს კი პირდაპირი ლუკმაა ადამიანებისთვის, რომლებიც პატარა ბიჭების შერჩევით არიან დაკავებულნი. ხანდახან მათ პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვს ოჯახიდან მშობლები ყიდიან, გარკვეული თანხის სანაცვლოდ...

ბიჭებს თავიდანვე გარკვევით უხსნიან, რომ დაუმორჩილებლობის ან გაქცევის მცდელობის შემთხვევაში, მათ სიკვდილი ელით. 10-11 წლის ბავშვებს ასწავლიან შესაბამის სიმღერას და ცეკვას. ხშირად ამას აკეთებენ ყოფილი ბაჩა-ბაზები, რომლებმაც სრულწლოვან ასაკს მიაღწიეს და კლიენტებისთვის ინტერესის ობიექტს აღარ წარმოადგენენ. საჯარო წარმოდგენისთვის მომზადებული ბავშვები მიჰყავთ რომელიმე დღესასწაულზე ან გასართობ დაწესებულებაში, სადაც მამაკაცები იკრიბებიან. ისინი ინტერესით უყურებენ, როგორ ცეკვავს ქალის სამოსში გამოწყობილი ბავშვი ეროტიულ ცეკვას.

აღნიშნულ ბიჭებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ თავისი ბედის მიმართ. თუ ერთი ნაწილი ამ საქმიანობას დამცირებად მიიჩნევს, სხვები ცდილობენ, სარგებელი იპოვონ და ასიამოვნონ გავლენიანი კლიენტი, რათა მომავალში მათი მფარველობით ისარგებლონ. არის შემთხვევები, როდესაც ყოფილი მეპატრონეები მართლაც ეხმარებიან ბიჭებს სამსახურის შოვნაში, მაგრამ ძირითადად სრულწლოვანი ბიჭები, რომლებმაც მამაკაცების თვალში მიმზიდველობა დაკარგეს, ქუჩაში ხვდებიან.

ფსიქოლოგიური ტრავმა კი, რა თქმა უნდა, ცხოვრების ბოლომდე რჩება.

  • გენდერული ინვერსია

მეცნიერულად, ფენომენს, როდესაც ერთი სქესის წარმომადგენლები არიან ერთმანეთის სექსუალური პარტნიორები, გენდერული ინვერსია ეწოდება. ავღანეთისა და პაკისტანის შემთხვევაში, ბაჩა-ბაზის მანკიერი პრაქტიკის მიზეზები ნათელია: იქ მამაკაცებს ხშირად არ აქვთ ქალებთან ურთიერთობის საშუალება.

აღმოსავლეთის მკვიდრთა მრავალცოლიანობა მითია. დაქორწინება იქ ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს - პატარძლის ოჯახი ვალდებულია საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადოს, რაც, როგორც წესი, ღარიბი ქვეყნის მოსახლეობისთვის, იშვიათობას წარმოადგენს. შესაბამისად, მცდარია წარმოდგენა, რომ ბაჩა-ბაზის სპექტაკლების მაყურებელი ყველა გეი ან პედოფილია: ახალგაზრდას ცეკვისას ბევრი მათგანი, დიდი ალბათობით, ლამაზ გოგოს წარმოიდგენს და თვითმოტყუების ამ მომენტისთვის მზად არიან გადაიხადონ კიდეც. ცოტას თუ აინტერესებს თავად ბედკრული ბიჭების ბედი.

ადგილობრივებს ამ ტრადიციის რელიგიური გამართლებაც კი აქვთ მოფიქრებული: მათი რწმენით, სჯობს საკუთარი მშობლების მიერ მიტოვებული ან გაყიდული პატარა ბიჭები "შეწირონ“, ვიდრე მოიტაცონ გოგოები და ქალები, რომელთა ღირსების შელახვა დაუშვებელია.

ავღანეთში არის გამონათქვამიც კი: "ქალი ბავშვებისთვისაა საჭირო, ბიჭები - სიამოვნებისთვის“. ხშირია შემთხვევები, როცა ამ "ცოცხალი სათამაშოებით“ დაქორწინებული მამაკაცები მაინც ერთობიან. ცოლები აჩენენ შვილებს, აკეთებენ საშინაო საქმეებს და იძულებულნი არიან აიტანონ ქმრის ჰობი.

  • პირადი დრამა

2003 წელს გამოქვეყნდა ავღანელი მწერლის ხალედ ჰოსეინის რომანი "ფრანით მორბენალი“, სადაც აღნიშნული პრობლემა საკმაოდ მწვავედ არის გადმოცემული.

კინორეჟისორმა ნაჯიბულა ყურაიშიმ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკუთარი წვლილიც შეიტანა და თანამდებობის პირთა გამოსააშკარავებლად, რომლებიც ბავშვების უკანონო გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი, ფილმიც გადაიღო. "ავღანეთის მოცეკვავე ბიჭები“ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის დიდ ეკრანებზე 2010 წელს გამოჩნდა. ერთი წლის შემდეგ კი მან უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის პრიზი მოიპოვა.

მიუხედავად ჰოსეინის ერთგვარი მხილებისა მთელი მსოფლიოს წინაშე, თანამედროვე ავღანეთში ოფიციალურ დონეზე, ხელისუფლება გააფთრებით ცდილობს, ეს პრაქტიკა დაგმოს, თუმცა ბავშვთა ტრეფიკინგის უკანონო ბიზნესს ბევრი თანამდებობის პირი და პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერი "მფარველობს“.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი