კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" 15 წლისა - გაიგეთ რა სიახლეები იგეგმება
პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" 15 წლისა - გაიგეთ რა სიახლეები იგეგმება

პრო­ექ­ტი „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ 15 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. ეს გახ­ლავთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნა, წიგ­ნის თა­რო­ე­ბი ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბით შე­ავ­სო. მკი­თხვე­ლი კვი­რი­დან კვი­რამ­დე ელო­და, რო­დის გა­მო­ი­ცე­მო­და სე­რი­ის ახა­ლი წიგ­ნი და რო­დის წა­ი­კი­თხავ­და მას.

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა 2007 წელს და­ი­წყო, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად კი პირ­ვე­ლი წიგ­ნი 2010 წელს გა­მო­ი­ცა. მიმ­დი­ნა­რე წელს პრო­ექ­ტი და­წყე­ბი­დან 15 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. სწო­რედ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით იგეგ­მე­ბა ახა­ლი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მაც.

„50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით ინო­ვა­ცი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია. ამ დე­ტა­ლებ­სა და პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე მისი იდე­ის ავ­ტო­რი მა­რი­კა დარ­ჩია გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გორ გაჩ­ნდა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდეა?

2007 წელი იყო. ეს გახ­ლავთ პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი წიგ­ნე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად არ გა­მო­ი­ცე­მო­და და მათი პო­პუ­ლა­რო­ბა რაც ისე დიდი იყო. ამ დროს მივ­ლი­ნე­ბით ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი ედინ­ბურ­გში, სა­დაც წიგ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლიც იმარ­თე­ბო­და. რა თქმა უნდა, ფეს­ტი­ვალს ვეს­ტუმ­რე და იქ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო სტენ­დი აღ­მო­ვა­ჩი­ნე წარ­წე­რით „50 books to read before you die”. იქვე მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია და გა­ვარ­კვიე, რომ პრო­ექ­ტი 20 წლის წინ და­წყე­ბუ­ლა და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იყო. მისი მი­ზა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის გარ­კვე­ვა და შე­სა­ბა­მი­სი წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა იყო.

ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა იდეა და სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ბა­ტონ ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვილს გა­ვა­ცა­ნი.

რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა თქვენს იდე­ას, რო­დე­საც ის კო­ლე­გებს გა­უ­ზი­ა­რეთ?

იდეა ყვე­ლას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ პრო­ექ­ტი ჩვენც უნდა გაგ­ვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. მისი პი­რო­ბე­ბი კი შემ­დეგ­ნა­ი­რი გახ­ლდათ: წიგ­ნე­ბი უნდა შერ­ჩე­უ­ლი­ყო გა­მო­კი­თხვა­ზე და­ფუძ­ნე­ბით და ისი­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ, თუმ­ცა გზად უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა შეგ­ვხვდა.

მოგ­ვი­ყე­ვით პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე და ამ დროს გა­მო­ჩე­ნილ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე.

მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში თავ­და­პირ­ვე­ლად დავ­ფიქ­რდით მის სა­ხელ­წო­დე­ბა­ზე და მცი­რე ცვლი­ლე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ. ნაც­ვლად სა­ხე­ლი­სა „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ მოკ­ვდე­ბი“ ჩვენ და­ვარ­ქვით „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“. გვინ­დო­და მკი­თხველს თა­ვი­დან­ვე პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა ჰქო­ნო­და.

პირ­ვე­ლი სტა­ტია გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რა­ში“ და­ი­ბეჭ­და და მას სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლი­ვე ანონ­სი­დან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. გვიწ­ვევ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და რა­დი­ო­ე­ბი. ყველ­გან ჩვენ­ზე სა­უბ­რობ­დნენ. შევ­ქმე­ნით პრო­ექ­ტის გვერ­დი „ფე­ის­ბუქ­ზე“, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში თა­ვა­დაც ახა­ლი იყო. ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ ლო­გო­ზე, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. და რა თქმა უნდა, გა­ვუშ­ვით გა­მო­კი­თხვის ფურ­ცე­ლი. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ღია გრა­ფით მთავ­რდე­ბო­და, სა­დაც მკი­თხველს თა­ვად შე­ეძ­ლო მის­თვის საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რის და­წე­რა.

გა­მო­კი­თხვის ფურ­ცლებს „სი­ტყვა და საქ­მის“ სა­ფოს­ტო ყუ­თე­ბით ვაგ­რო­ვებ­დით. ტომ­რე­ბი ივ­სე­ბო­და ფურ­ცლე­ბით, იმ­დენ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვცდი­ლობ­დით, შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გე­მოვ­ნე­ბა დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შრო­მა­ტე­ვა­დი იყო წიგ­ნე­ბის გა­მო­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი. რიგ შემ­თხვე­ვა­ში ჯერ გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა და შემ­დეგ თარ­გმნა გვი­წევ­და. წიგ­ნე­ბის ნა­წი­ლი კი უკვე მზად გვქონ­და გა­მო­სა­ცე­მად.

სა­ბო­ლო­ოდ, პირ­ვე­ლი წიგ­ნი 2010 წელს გა­მო­ი­ცა.

რო­გორ გაჩ­ნდა წიგ­ნე­ბის გა­ზე­თებ­თან ერ­თად გა­ყიდ­ვის იდეა?

იმ პე­რი­ოდ­ში წიგ­ნე­ბის ტო­მე­უ­ლე­ბად შეგ­რო­ვე­ბა კვლავ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ 50 წიგ­ნი გა­მოგ­ვე­ცა 50-ტო­მე­უ­ლად და რად­გან ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, გაგ­ვე­ყი­და პრე­სას­თან ერ­თად. თუმ­ცა ესეც უნდა გვე­ცა­და, რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლებ­და. პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გავ­ყი­დეთ ქარ­თუ­ლი პრო­ზის სა­გან­ძუ­რის ტო­მე­ბი. ამ იდე­ამ მკი­თხვე­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია და გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ 50 წიგ­ნიც პრე­სას­თან ერ­თად გა­მოგ­ვე­ცა. ამის­თვის გა­ზე­თი „კვი­რის პა­ლიტ­რა“ შე­ირ­ჩა.

მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბის იდე­აც აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის დროს გაჩ­ნდა. ეს რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და?

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უნდა გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო 50 წიგ­ნი. ამ დროს გაჩ­ნდა კი­თხვა სად წა­ვი­ღოთ ძვე­ლი წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ოჯა­ხებ­ში თა­რო­ებ­ზე 50 წიგ­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებ­და. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა. პრო­ექტს „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ და­ვარ­ქვით და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ მომ­ხმა­რებ­ლებს ვაძ­ლევ­დით „ნერგ ქუ­ლებს“, რო­მელ­თა გა­დაც­ვლაც კვლავ წიგ­ნებ­ში შე­ეძ­ლოთ.

ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მა­კუ­ლა­ტუ­რა მოგ­ვი­ტა­ნეს ჩა­სა­ბა­რებ­ლად და ამ დროს შე­მე­შინ­და, რამე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი­ყო ქა­ღალდთან ერ­თად. დახ­მა­რე­ბა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს ვთხო­ვე, რო­მელ­მაც ორი ქალ­ბა­ტო­ნი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა და ისი­ნი ახა­რის­ხებ­დნენ შე­მო­სულ მა­კუ­ლა­ტუ­რას. მათი დახ­მა­რე­ბით 1200-ზე მეტი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა გა­და­ვარ­ჩი­ნეთ და ახლო მო­მა­ვალ­ში მათი გა­მო­ფე­ნაც იგეგ­მე­ბა.

პრო­ექ­ტმა თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი თქვა და ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და. მისი გაგ­რძე­ლე­ბა რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?

ეს მარ­თლაც გახ­და პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ შე­იყ­ვა­რა. წელს 15 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ვნიშ­ნავთ და ვა­პი­რებთ გა­მოვ­ცეთ და­მა­ტე­ბით 15 წიგ­ნი. კვლავ ჩა­ვა­ტა­რებთ გა­მო­კი­თხვას და ვნა­ხავთ, რო­გორ შე­იც­ვა­ლა მკი­თხვე­ლი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ­ჯე­რად რა წიგ­ნე­ბია აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ამ პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იმა­ტა ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნილ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ. სწო­რედ ამი­ტომ არის პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო.

კვლავ და­ი­წყე­ბა გა­მო­კი­თხვა და გა­მოვ­ცემთ ხალ­ხის რჩე­ულ 15 წიგნს.

პრო­ექ­ტის პე­რი­ო­დუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა თა­ვად მისი ავ­ტო­რე­ბის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნაც იყო. ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ ფაქტს, რომ პრო­ექ­ტმა მისი მთა­ვა­რი აზრი არ და­კარ­გოს, მო­სახ­ლე­ო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა და­ა­ფიქ­სი­როს და შე­მო­ი­ნა­ხოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინა მიქაია
2

ამ პროექტის ყველა წიგნი მაქვს.ძალიან გამიხარდება ქართველი მწერლებიც თუ შევლენ ზაირა არსენიშვილი და ნინო ხარატიშვილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" 15 წლისა - გაიგეთ რა სიახლეები იგეგმება

პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" 15 წლისა - გაიგეთ რა სიახლეები იგეგმება

პროექტი „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს გახლავთ ლიტერატურული პროექტი, რომელმაც წიგნის პოპულარობა საქართველოში ახალ დონეზე აიყვანა, წიგნის თაროები ახალი გამოცემებით შეავსო. მკითხველი კვირიდან კვირამდე ელოდა, როდის გამოიცემოდა სერიის ახალი წიგნი და როდის წაიკითხავდა მას.

პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, ჩატარებული მასშტაბური მუშაობის შედეგად კი პირველი წიგნი 2010 წელს გამოიცა. მიმდინარე წელს პროექტი დაწყებიდან 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამასთან დაკავშირებით იგეგმება ახალი წიგნების გამოცემაც.

„50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ რამდენიმე მიმართულებით ინოვაციური და საინტერესო პროექტია. ამ დეტალებსა და პროექტის გაგრძელებაზე მისი იდეის ავტორი მარიკა დარჩია გვესაუბრება.

როგორ გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა?

2007 წელი იყო. ეს გახლავთ პერიოდი, როდესაც საქართველოში ახალი წიგნები ინტენსიურად არ გამოიცემოდა და მათი პოპულარობა რაც ისე დიდი იყო. ამ დროს მივლინებით ვიყავი წასული ედინბურგში, სადაც წიგნების ფესტივალიც იმართებოდა. რა თქმა უნდა, ფესტივალს ვესტუმრე და იქ ერთი საინტერესო სტენდი აღმოვაჩინე წარწერით „50 books to read before you die”. იქვე მოვიძიე ინფორმაცია და გავარკვიე, რომ პროექტი 20 წლის წინ დაწყებულა და რამდენიმე ქვეყანაში უკვე განხორციელებული იყო. მისი მიზანი მოსახლეობის ლიტერატურული გემოვნების გარკვევა და შესაბამისი წიგნების გამოცემა იყო.

ძალიან მომეწონა იდეა და საქართველოში რომ დავბრუნდი, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წარმომადგენლებსა და ბატონ ირაკლი თევდორაშვილს გავაცანი.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს იდეას, როდესაც ის კოლეგებს გაუზიარეთ?

იდეა ყველას ძალიან მოეწონა და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ პროექტი ჩვენც უნდა გაგვეხორციელებინა. მისი პირობები კი შემდეგნაირი გახლდათ: წიგნები უნდა შერჩეულიყო გამოკითხვაზე დაფუძნებით და ისინი უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. მუშაობა დავიწყეთ, თუმცა გზად უამრავი გამოწვევა შეგვხვდა.

მოგვიყევით პროექტზე მუშაობის პროცესზე და ამ დროს გამოჩენილ გამოწვევებზე.

მუშაობის პროცესში თავდაპირველად დავფიქრდით მის სახელწოდებაზე და მცირე ცვლილება შევიტანეთ. ნაცვლად სახელისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ მოკვდები“ ჩვენ დავარქვით „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“. გვინდოდა მკითხველს თავიდანვე პოზიტიური განწყობა ჰქონოდა.

პირველი სტატია გაზეთ „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა და მას სრულიად წარმოუდგენელი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტი პირველივე ანონსიდან პოპულარული გახდა. გვიწვევდნენ ტელევიზიები და რადიოები. ყველგან ჩვენზე საუბრობდნენ. შევქმენით პროექტის გვერდი „ფეისბუქზე“, რომელიც იმ პერიოდში თავადაც ახალი იყო. ბევრი ვიმუშავეთ ლოგოზე, რომელიც აუცილებლად დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. და რა თქმა უნდა, გავუშვით გამოკითხვის ფურცელი. ჩამონათვალი ღია გრაფით მთავრდებოდა, სადაც მკითხველს თავად შეეძლო მისთვის საყვარელი ავტორის დაწერა.

გამოკითხვის ფურცლებს „სიტყვა და საქმის“ საფოსტო ყუთებით ვაგროვებდით. ტომრები ივსებოდა ფურცლებით, იმდენმა ადამიანმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა. ვცდილობდით, შერჩეული წიგნებით მაქსიმალურად ფართო საზოგადოების გემოვნება დაგვეკმაყოფილებინა.

ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადი იყო წიგნების გამოსაცემად მომზადების პროცესი. რიგ შემთხვევაში ჯერ გამოცემის უფლების მოპოვება და შემდეგ თარგმნა გვიწევდა. წიგნების ნაწილი კი უკვე მზად გვქონდა გამოსაცემად.

საბოლოოდ, პირველი წიგნი 2010 წელს გამოიცა.

როგორ გაჩნდა წიგნების გაზეთებთან ერთად გაყიდვის იდეა?

იმ პერიოდში წიგნების ტომეულებად შეგროვება კვლავ პოპულარული იყო. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ 50 წიგნი გამოგვეცა 50-ტომეულად და რადგან ის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, გაგვეყიდა პრესასთან ერთად. თუმცა ესეც უნდა გვეცადა, რამდენად გაამართლებდა. პირველად ჟურნალ „გზასთან“ ერთად გავყიდეთ ქართული პროზის საგანძურის ტომები. ამ იდეამ მკითხველის დაინტერესება გამოიწვია და გადავწყვიტეთ, რომ 50 წიგნიც პრესასთან ერთად გამოგვეცა. ამისთვის გაზეთი „კვირის პალიტრა“ შეირჩა.

მაკულატურის ჩაბარების იდეაც აღნიშნულ პროექტზე მუშაობის დროს გაჩნდა. ეს რა მიზანს ემსახურებოდა?

პროექტის ფარგლებში უნდა გამოცემულიყო 50 წიგნი. ამ დროს გაჩნდა კითხვა სად წავიღოთ ძველი წიგნები, რომლებსაც ოჯახებში თაროებზე 50 წიგნი ჩაანაცვლებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მაკულატურის ჩაბარება. პროექტს „მაკულიტერატურა“ დავარქვით და ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ მომხმარებლებს ვაძლევდით „ნერგ ქულებს“, რომელთა გადაცვლაც კვლავ წიგნებში შეეძლოთ.

ძალიან დიდი რაოდენობით მაკულატურა მოგვიტანეს ჩასაბარებლად და ამ დროს შემეშინდა, რამე მნიშვნელოვანი არ განადგურებულიყო ქაღალდთან ერთად. დახმარება გიორგი კეკელიძეს ვთხოვე, რომელმაც ორი ქალბატონი გამოგვიგზავნა და ისინი ახარისხებდნენ შემოსულ მაკულატურას. მათი დახმარებით 1200-ზე მეტი უნიკალური გამოცემა გადავარჩინეთ და ახლო მომავალში მათი გამოფენაც იგეგმება.

პროექტმა თავისი სათქმელი თქვა და ისტორიაში შევიდა. მისი გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ?

ეს მართლაც გახდა პროექტი, რომელიც ყველამ შეიყვარა. წელს 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და ვაპირებთ გამოვცეთ დამატებით 15 წიგნი. კვლავ ჩავატარებთ გამოკითხვას და ვნახავთ, როგორ შეიცვალა მკითხველი 15 წლის განმავლობაში, ამჯერად რა წიგნებია აქტუალური საზოგადოებაში. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა ქართულ ენაზე თარგმნილმა ლიტერატურამ. სწორედ ამიტომ არის პროექტის გაგრძელება საინტერესო.

კვლავ დაიწყება გამოკითხვა და გამოვცემთ ხალხის რჩეულ 15 წიგნს.

პროექტის პერიოდული განახლება თავად მისი ავტორების ერთ-ერთი მოთხოვნაც იყო. ეს ემსახურება იმ ფაქტს, რომ პროექტმა მისი მთავარი აზრი არ დაკარგოს, მოსახლეობის ლიტერატურული გემოვნება დააფიქსიროს და შემოინახოს.