პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს სანქციებით ემუქრება
ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს სანქციებით ემუქრება

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს, რო­მელ­თაც 15 მარ­ტი­დან ამოქ­მე­დე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ბაზა ჯერ კი­დევ არ გა­უხ­სნი­ათ, დღე­ი­დან სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დე­ბათ.

რო­გორც აზა­რაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ უკვე გა­სუ­ლია გო­ნივ­რუ­ლი ვადა გაფრ­თხი­ლე­ბის­თვის, ამი­ტომ "რე­ა­გი­რე­ბა უფრო მკაც­რი იქ­ნე­ბა“.

მი­სი­ვე თქმით, "ბოლო პე­რი­ოდ­ში იყო უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ფაქ­ტე­ბი, თუმ­ცა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბა“.

"ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 3 ათა­სამ­დე აფ­თი­ა­ქი და ბა­ზარ­ზე 7 ათა­სამ­დე სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი ბრუ­ნავს. 15 მარ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და, რომ ყვე­ლა ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ას ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, სა­მი­ნის­ტროს თა­ვი­ან­თი ბა­ზე­ბი გა­უხ­სნან და ვხე­დავ­დეთ, რა ფა­სე­ბი აქვთ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რაც შე­იძ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი დე­ფი­ცი­ტის შექ­მნას­თან, ფა­სე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდას­თან, ან რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფას­წარ­მოქ­მნის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყოს, შე­ვი­მუ­შა­ვეთ. კომ­პა­ნი­ე­ბი ერ­თვე­ბი­ან. 15 მარ­ტის შემ­დეგ ყვე­ლა­ნა­ი­რი გო­ნივ­რუ­ლი ვადა, მათ შო­რის გაფრ­თხი­ლე­ბის­თვის, გა­სუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ის მი­მართ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, რო­მე­ლიც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, სხვა­დას­ხვა სან­ქცი­ას დღე­ი­დან აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ. უფრო მკაც­რი იქ­ნე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­გი­რე­ბა. ჯერ კი­დევ ნო­ემ­ბრი­დან იცოდ­ნენ კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­წყე­ბუ­ლი გვქონ­და“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
TT
0

ბატონო მინისტრო!

ჩემი თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად, მინდა გითხრათ პატარა აფთიაქებზე სიმართლე, ბაზში ვერ მუშაობენ, მოუხერხებელია, ალბათ ეს პროგრამა ქსელურ აფთიაქებზეა გათვლილი, იქნებ ამ საცოდავ მცირე მეწარმეებს როგორღაც შეუწყოთ ხელი, არავინ რეფორმის წინააღმდეგი არაა, ბევრი დაიხურა, საზღვარგარეთ აპირებენ წასვლას, იქნებ როგორმე შეუწყოთ ხელი და პატარა აფთიაქებზე მორგებული პროგრამა მიაწოდოთ ამ მცირე მეწარმეებს,რომ არ დასჭირეთ ახალი კადრის აყვანა ისედაც გაჭივრებით მუშაობენ ამხელა კონკურენციის პირობებში.

ირაკლი
0

ბატონო მინისტრო,სამინისტროს მიერ მოწოდებული პროგრამა არ მუშაობს. ვერ შეჰყავთ აფთიაქებს მათში ნაშთები და ვერ ხდება ამ პროგრამით წამლის რეალიზაცია. ამ პრობლემამ თქვენამდე არ მოაღწია? და თუ მოაჭწია,არ გიფიქრიათ ხარვეზის აღმოსაფხვრელად? ..ამ ქმედებით,პატარა აფთიაქებს დახურავთ და დიდ კომპანიებს ხელ-ფეხს გაუხსნით. .. ეჰ,ვერ ისწავლეთ მუშაობა,ვერა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს სანქციებით ემუქრება

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს სანქციებით ემუქრება

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელთაც 15 მარტიდან ამოქმედებული გადაწყვეტილების თანახმად, მედიკამენტების ბაზა ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ, დღეიდან სანქციები დაუწესდებათ.

როგორც აზარაშვილმა განმარტა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ უკვე გასულია გონივრული ვადა გაფრთხილებისთვის, ამიტომ "რეაგირება უფრო მკაცრი იქნება“.

მისივე თქმით, "ბოლო პერიოდში იყო უპასუხისმგებლო ფაქტები, თუმცა რეაგირების გარეშე არ დარჩება“.

"ქვეყანაში გვაქვს დაახლოებით 3 ათასამდე აფთიაქი და ბაზარზე 7 ათასამდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ბრუნავს. 15 მარტიდან ძალაში შევიდა, რომ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას ვალდებულება აქვს, სამინისტროს თავიანთი ბაზები გაუხსნან და ვხედავდეთ, რა ფასები აქვთ მედიკამენტებზე. შესაბამისად, მექანიზმები, რაც შეიძლება ხელოვნური დეფიციტის შექმნასთან, ფასების ხელოვნურად გაზრდასთან, ან რეფერენტული ფასწარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებით იყოს, შევიმუშავეთ. კომპანიები ერთვებიან. 15 მარტის შემდეგ ყველანაირი გონივრული ვადა, მათ შორის გაფრთხილებისთვის, გასულია. შესაბამისად, ყველა იმ კომპანიის მიმართ, დღეის მდგომარეობით, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ აკმაყოფილებს, სხვადასხვა სანქციას დღეიდან აუცილებლად გამოვიყენებთ. უფრო მკაცრი იქნება ამასთან დაკავშირებით რეაგირება. ჯერ კიდევ ნოემბრიდან იცოდნენ კომპანიებმა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიებები დაწყებული გვქონდა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.