საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტი - გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა შემოდგომაზე" - პრემიერი
"ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტი - გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა შემოდგომაზე" - პრემიერი

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მინ­და ვუ­თხრა, რომ ჩვენ შარ­შან გვქონ­და პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მი, 2 მი­ლი­არ­დზე მეტი იყო FDI-ს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ზერ­ვე­ბი დღეს გვაქვს ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმ­ზე.

"მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­შის დე­ფი­ცი­ტი არის ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზე. მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი, მთე­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა ასე­ვე არის ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმ­ზე. ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით ასე­ვე არის ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მი, 8 000 დო­ლა­რამ­დე იქ­ნე­ბა წელს უკვე. უმუ­შევ­რო­ბა და სი­ღა­რი­ბე გვაქვს ჩვენ ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუმ­ზე. გრძელ­დე­ბა ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, სურ­სათ­ზე, საწ­ვავ­ზე. ჩვენ ასე­ვე გვქონ­და პირ­ვე­ლა­დი სა­უ­ბა­რი პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებ­თან და გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ მათ­გა­ნაც მოხ­დე­ბა ასახ­ვა, ფქვი­ლის ფა­სებ­ზე, ვი­ნა­ი­დან, და­ფიქ­სირ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, უნდა მოხ­დეს ასახ­ვა პუ­რის ფა­სებ­ზეც. ამის თა­ო­ბა­ზე ბა­ტო­ნი ოთარ შა­მუ­გია უკვე ესა­უბ­რა თა­ვის დარ­გში მო­მუ­შა­ვე მწარ­მო­ებ­ლებს და გვაქვს პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს წელს.

ჩვენ ასე­ვე ვგეგ­მავთ სე­რი­ო­ზუ­ლი მსხვი­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას, რო­გო­რიც არის ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა, წელსვე გვინ­და, რომ და­ვი­წყოთ მშე­ნებ­ლო­ბა, შე­მოდ­გო­მა­ზე.

ასე­ვე აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მა, რომ წელს, წლის ბო­ლომ­დე მო­ვახ­დი­ნოთ ახა­ლი პრო­ექ­ტის შე­ჯე­რე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა. ჩვენ გვაქვს ინ­ტე­რე­სი, რომ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო აე­რო­პორ­ტი იყოს რე­გი­ონ­ში ახა­ლი აე­რო­პორ­ტი, რო­მელ­საც 2-3 წელი დას­ჭირ­დე­ბა, რომ აშენ­დეს. ესეც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. აე­რო­პორ­ტი, პორ­ტი, რა თქმა უნდა, გრძელ­დე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ჰე­სე­ბი, მსხვი­ლი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. ეს პირ­და­პირ იქ­ნე­ბა ბო­ნუ­სი და და­მა­ტე­ბით, ასე ვთქვათ, და­ბუს­ტავს ეკო­ნო­მი­კურ ზრდას, ისე­დაც მა­ღალ ეკო­ნო­მი­კურ ზრდას. ეს არის ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნე­ბი უახ­ლო­ე­სი ერთი წლის და მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

ანაკლია, ან სხვა რომელიმე პროექტი, კერძო შემთხვევაა, ვერ იქნება მთავარი და გადამწყვეტი მნიშვნელობის, სისტემაა გადამწყვეტი, პროდუქტიული სისტემა, ჩვენი ბერწია! ეს ჩვენი ექსპერტები მართალია ავრორას გასროლის დროიდან დგანან რეჟიმის სამსახურში, ნამსახურეობისა ეკუთვნით უკვე, მაგრამ თქვენი ნამსახურების არა ხალხო, თქვენ ესენი გკვებავენ საკენკით, თავი რომ მაღლა არ აწიოთ, სიმართლეს კი უექსპერტოებადაც ყველა კარგად ხედავთ, ძირს ძევს და თავდახრილებიც ხედავთ : დიახ, ეს სისტემა ბერწია, შიგნიდან წითელია და გარედან ცისფერი, ის გამორიცხავს ეკონომიკურ წარმატებას და საყოველთაო კეთილდღეობას - სახელმწიფოს ფუნქცია რეპრესია ექსპროპრიაცია და მმართველი კლანის დაცვაა ხალხის მძვინვარებისაგან! აქ ხალხი დატუსაღებულია, აღარ ქმნის, რაც შექმნეს, წაართვეს! პარპაშებს ბანკოკრატია, სამოხელეო პლუტოკრატიული ოლიგარქია და სამართალდამცავ მაკონტროლებელ დამსჯელ მიმსჯელი სისტემა! დარღვეულია განვითარების მთავარი პრინციპი - სახელმწიფოს და რიგითი მოქალაქის ურთიერთმიმართების ბალანსი, აქ პრიორიტეტი გადახრილია ზედამხედველად ქცეული, გაქსუებული, უსაქმური და ფუქსავატი კომკავშირულ ფესვებიანი კასტის მხარეს, ის მითვისებული ძალით და უფლებით ჩვენთან ყოველთვის "მართალია"!

ალექს
2

დილეტანტებს ექსკურსს ჩაგიტარებთ, არხანგელსკის პორტი შარშან "გაიზარდა" და გადაასწრო ფოთისას , შარშანვე რუსეთმა 40 მილიონი ტონის ახალი სიმძლავრე "დადგა" , ანუ იმდენი დაიმატა სიმძლავრე , რამდენიც ჩვენ პორტებიან მილსადენებიან ავია და ავტოგზებიანად ოდესმე გაგვიტარებია, ყველა პორტის ჯამური ბრუნვა 842 მილიონი ტონა ქონდათ, აქედან 667 ექსპორტი, იმპორტი მხოლოდ 36 , კაბოტაჟი 77 და ტრანზიტი 62 მილიონი ტონა, ესაა ჩინეთი ევროპა სულ 62 მილიონი და დანარჩენი მსოფლიო რუსეთზე 36 მილიონი , ჩინეთმა ექსპორტზე გაიტანა 10 მილიარდი ტონა და რუსეთის ახლოსაც არ გაუვლია ამ ტვირთს, რატომ გგონიათ რომ ანაკლიას გაივლის ასი მილიონი , თუნდაც ?! რა თაფლის კასრსა დგამთ ანაკლიაში ?! იგივეს, რაც მის გარეთ დგას და რომ ვერ იზიდავს ვერაფერს? არ მოვა აქ ასი მილიონი ტონა, ოცნებაა ეგა , და რომ მოვიდეს ვერ გაივლის , რომც გაიაროს, კასპიის ზღვას ვერ გაივლის, ამიტომაა ვასიუკი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტი - გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა შემოდგომაზე" - პრემიერი

"ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტი - გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა შემოდგომაზე" - პრემიერი

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ შარშან გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, 2 მილიარდზე მეტი იყო FDI-ს მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჩვენი ქვეყნის რეზერვები დღეს გვაქვს ისტორიულ მაქსიმუმზე.

"მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის ისტორიულ მინიმუმზე. მთლიანი შიდა პროდუქტი, მთელი ქვეყნის ეკონომიკა ასევე არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ასევე არის ისტორიული მაქსიმუმი, 8 000 დოლარამდე იქნება წელს უკვე. უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე. გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ჩვენ ასევე გვქონდა პირველადი საუბარი პურის მწარმოებლებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მათგანაც მოხდება ასახვა, ფქვილის ფასებზე, ვინაიდან, დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი კლება, შესაბამისად, უნდა მოხდეს ასახვა პურის ფასებზეც. ამის თაობაზე ბატონი ოთარ შამუგია უკვე ესაუბრა თავის დარგში მომუშავე მწარმოებლებს და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს.

ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა, შემოდგომაზე.

ასევე აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წელს, წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი იყოს რეგიონში ახალი აეროპორტი, რომელსაც 2-3 წელი დასჭირდება, რომ აშენდეს. ესეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. აეროპორტი, პორტი, რა თქმა უნდა, გრძელდება ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა და ჰესები, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ეს პირდაპირ იქნება ბონუსი და დამატებით, ასე ვთქვათ, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას, ისედაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ჩვენი მოლოდინები უახლოესი ერთი წლის და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.