ოსკაროსანი მსახიობი შარლიზ ტერონი არა მხოლოდ წარმატებული ხელოვანია, არამედ გამორჩეული ადამიანიცაა, დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას და ხშირად ერთვება სოციალურ პროექტებში. ამის პარალელურად, იდეალურად გამოიყურება და არც საკუთარ თავზე ზრუნვა ავიწყდება. დღეს მოგიყვებით, რას ფიქრობს შარლიზ ტერონი სილამაზესა და საკუთარი თავის მოვლის საშუალებებზე:
"ჩემმა სტილისტმა მირჩია, ზეთი თმის კონდიციონერად გამომეყენებინა. როგორც კი ცოტა მეტი დრო მაქვს საკუთარი თავისთვის, აუცილებლად ვიკეთებ თმის ნიღაბს."
"მზისგან დამცავ კრემს ყოველდღიურად ვიყენებ. ეს აუცილებელი პირობაა მაშინაც კი, როდესაც ზამთარია და მოღრუბლულია."
რაც უფრო მშრალია კანი, მით მეტია ნაოჭების გაჩენის ალბათობა. კანის ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად, შარლიზი არასოდეს უგულებელყოფს დამატენიანებელ კოსმეტიკას. ჩვეულებრივი კრემის გარდა, ის ნიღბებს, ჰიდროფილურ ზეთებსა და შრატებს იყენებს:
"კანის დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გაკეთება დედამ მასწავლა. თუმცა, მუდმივად ვცდილობ, სხვადასხვა დამატენიანებელი კრემი ავირჩიო, რომ კანი მხოლოდ ერთ საშუალებას არ მიეჩვიოს." გააგრძელეთ კითხვა
ეს ქალბატონი ბურია, სამხრეთ აფრიკიდან.
ბურები ლამაზი, ჯანიანი, მშრომელი ხალხია.
ასე, 15 წლის წინ იყო იდეა, 10 ათასამდე ბური გადმოსახლებულიყო საქართველოში, მაგრამ აქ ატყდა წიოკი, გადავჯიშდებითო.
არადა ის ხალხი რატომღაც რუსებისა და არაბების ჩამოსახლებას არ აპროტესტებს.
ნუ გააწყალეთ გული სისულელეებით.