პოლონეთმა უკრაინას "მიგ-29“ ტიპის რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
"რამდენიმე "მიგ-29“ უკვე გაგზავნილია", - განაცხადა პრჟიდაჩმა.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები გადასცენ, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას ცის დაცვასა და კონტრშეტევის განხორციელებაში.
მარტში, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინას "მიგ-29” ტიპის ოთხი თვითმფრინავის მიწოდებას დაჰპირდა. მოგვიანებით, სლოვაკეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას "მიგ-29” ტიპის 13 თვითმფრინავს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ უკრაინას პირველი ოთხი ავიაგამანადგურებელი უკვე გადასცა.
ზელენსკიმ პოლონეთს ახარა,საზღვარი აღარ იქნება უკრაინასა და პოლონეთს შორისო და გაუგზავნიდნენ თავისი ტერიტორიის დასაცავად პოლონელებიც ,აბა რა
რაღა უჭირთ, სწრაფად გაფრინდებიან.
ის ,,ლეგენდარული,, მფრინავიც შეძლებს ახალი ფრენების განხორციელებას, დაერხათ ოკუპანტებს.