პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სარგებელს მიიღებთ, თუ რძის პროდუქტებს ყოველდღე მიირთმევთ
რა სარგებელს მიიღებთ, თუ რძის პროდუქტებს ყოველდღე მიირთმევთ

რძე და რძის ნა­წარ­მი სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ნამ­დვი­ლი სა­ბა­დოა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­ში ჩნდე­ბა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი მის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გე­ბი და დი­ე­ტო­ლო­გე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ რძის ნა­წარ­მის ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ღე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

აღ­ნიშ­ნულ­ში მარ­ტი­ვად და­სარ­წმუ­ნებ­ლად გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს:

სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი - რძე, ყვე­ლი და იო­გურ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სარ­გებ­ლოა, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის სრულ პა­კეტს შე­ი­ცავს. მათ შო­რი­საა: კალ­ცი­უ­მი, კა­ლი­უ­მი, ფოს­ფო­რი, პრო­ტე­ი­ნი, რი­ბოფ­ლა­ვი­ნი, ნი­ა­ცი­ნი, ვი­ტა­მი­ნე­ბი A, D, B12 და სხვა.

ცილა - რძე ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტია, ცილა კი ნე­ბის­მი­ერ ცო­ცხალ ორ­გა­ნიზმს სჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან უჯრედ­თა სა­შენ მა­სა­ლას წარ­მო­ად­გენს. ცი­ლის, იგი­ვე პრო­ტე­ი­ნის, შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბა ხან­გრძლი­ვად გაჰ­ყვეს ნაყ­რო­ვა­ნე­ბის შეგ­რძნე­ბა, აუმ­ჯო­ბე­სებს მე­ტა­ბო­ლიზმს, რაც ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე კუნ­თო­ვან ქსო­ვილს ფორ­მი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. 1 ჭიქა რძე შე­ი­ცავს 8 გრამ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­ტე­ინს. ამ მაჩ­ვე­ნე­ბელს სხვა საკ­ვებს თუ შე­ა­და­რებთ, მიხ­ვდე­ბით, რომ ის მარ­თლაც პრო­ტე­ი­ნის სა­ბა­დოა. ასე­ვეა ყვე­ლის, ხა­ჭო­სა და იო­გურ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც.

კალ­ცი­უ­მი - კი­დევ ერთი შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ, 1 პორ­ცია რძე შე­ი­ცავს იმ­დენ კალ­ცი­უმს, რამ­დენ­საც 10 პორ­ცია ის­პა­ნა­ხი, 6 პორ­ცია ლო­ბიო ან 3 პორ­ცია ბრო­კო­ლი.

გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი - რძის პრო­დუქ­ტე­ბი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ყვე­ლა მათ­გა­ნი ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას შე­ი­ცავს. შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბელს დიდი ასორ­ტი­მენ­ტი აქვს, რათა მისი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რძის პრო­დუქ­ტი შე­არ­ჩი­ოს. ზოგს ხაჭო უყ­ვარს, ზოგს კი - რძე და იო­გურ­ტი. ზოგი კი რძის ნა­წარ­მით გემ­რი­ელ დე­სერტს ამ­ზა­დებს. თუმ­ცა ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. თქვენ მათ­გან დიდ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებთ.

რძის ნა­წარ­მის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ის გახ­ლავთ, რომ იგი მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­ღოთ სამ­სა­ხურ­ში ლან­ჩის­თვის. რძის ნა­წარ­მი ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ წა­სა­ხემ­სებ­ლად. ჯან­სა­ღი წა­სა­ხემ­სებ­ლის მირ­თმე­ვა კი მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მარ­თა­ლია რძის პრო­დუქ­ტე­ბი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა მათი მი­ღე­ბის დროს, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა საკ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა. სა­სურ­ვე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად 3 პორ­ცია რძე და რძის ნა­წარ­მი მი­ი­ღოთ, რო­გორც და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის ნა­წი­ლი.

ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 1 პორ­ცია რძის ნა­წარ­მი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა იო­გურ­ტი ან კე­ფი­რი
  • 45 გრ ყვე­ლი
  • ½ ჭიქა ხაჭო

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი რძის პრო­დუქ­ტე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად, თა­ვად პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხია. ხა­რის­ხის გარ­კვე­ვა­ში კი რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის „დღის“ მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი ნინო ბუ­რძგლა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. კომ­პა­ნია „დღის“ პრო­დუქ­ტე­ბი, 2003 წლი­დან ოპე­რი­რებს და სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რძის პრო­დუქ­ცი­ას სთა­ვა­ზობს.

„რძის პრო­დუქ­ტის ხა­რისხს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი გან­სა­ზღვრავს. თუ რძის ნა­წარ­მის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა გსურთ, ყვე­ლა მათ­განს ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იმ კომ­პა­ნი­ის ნა­წარ­მი შე­ი­ძი­ნოთ, რო­მელ­საც სრუ­ლად ენ­დო­ბით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ ხა­რის­ხის კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. კრი­ტე­რი­უ­მე­ბი კი შემ­დეგ­ნა­ი­რია:

1. სა­წარ­მოო პრო­ცე­სის გა­მარ­თუ­ლო­ბა, სა­დაც მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა და პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია.

2. ნედ­ლე­უ­ლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, რაც სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი­სა და სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა. სა­სურ­ვე­ლია პრო­დუქ­ცია ევ­რო­პუ­ლი ნედ­ლე­უ­ლით მზად­დე­ბო­დეს.

3. წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გია და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი, რაც მა­ღალ ხა­რისხს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

4. ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ფერი, სუნი, გემო და მჟა­ვი­ა­ნო­ბა.

5. შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და ვა­დი­ა­ნო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ობი­ექ­ტებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს და­ცუ­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­დუქ­ცი­ამ ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოს მისი თვი­სე­ბე­ბი,“ - გან­მარ­ტავს ტექ­ნო­ლო­გი ნინო ბუ­რძგლა.

აქა­ვე გა­გაც­ნობთ, რძის ენერ­გე­ტი­კულ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც. ის, რო­გორც წესი, 58 კი­ლო­კა­ლო­რი­ას უტოლ­დე­ბა. და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ცხიმ­გაც­ლი­ლი რძის ნა­წარ­მის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 20 კი­ლო­კა­ლო­რი­ას არ აღე­მა­ტე­ბა.

არ და­გა­ვი­წყდეთ რძის ნა­წარ­მით თქვე­ნი და თქვე­ნი შვი­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ცი­ო­ნის გამ­დიდ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

რა სარგებელს მიიღებთ, თუ რძის პროდუქტებს ყოველდღე მიირთმევთ

რა სარგებელს მიიღებთ, თუ რძის პროდუქტებს ყოველდღე მიირთმევთ

რძე და რძის ნაწარმი სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებში ჩნდება კითხვის ნიშნები მის სარგებლიანობასთან დაკავშირებით, საბოლოოდ ნუტრიციოლოგები და დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ რძის ნაწარმის ყოველდღიურად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

აღნიშნულში მარტივად დასარწმუნებლად გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს:

სასარგებლო ნივთიერებები - რძე, ყველი და იოგურტი განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან თითოეული მათგანი ვიტამინებისა და მინერალების სრულ პაკეტს შეიცავს. მათ შორისაა: კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, პროტეინი, რიბოფლავინი, ნიაცინი, ვიტამინები A, D, B12 და სხვა.

ცილა - რძე ცილოვანი პროდუქტია, ცილა კი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება, ვინაიდან უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს. ცილის, იგივე პროტეინის, შემცველი საკვები ადამიანს ეხმარება ხანგრძლივად გაჰყვეს ნაყროვანების შეგრძნება, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, რაც ასაკის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე კუნთოვან ქსოვილს ფორმირებაში ეხმარება. 1 ჭიქა რძე შეიცავს 8 გრამ მაღალი ხარისხის პროტეინს. ამ მაჩვენებელს სხვა საკვებს თუ შეადარებთ, მიხვდებით, რომ ის მართლაც პროტეინის საბადოა. ასევეა ყველის, ხაჭოსა და იოგურტის შემთხვევაშიც.

კალციუმი - კიდევ ერთი შედარება რომ გავაკეთოთ, 1 პორცია რძე შეიცავს იმდენ კალციუმს, რამდენსაც 10 პორცია ისპანახი, 6 პორცია ლობიო ან 3 პორცია ბროკოლი.

გემოვნური თვისებები - რძის პროდუქტები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველა მათგანი ვიტამინებისა და მინერალების დიდ რაოდენობას შეიცავს. შესაბამისად, მომხმარებელს დიდი ასორტიმენტი აქვს, რათა მისი გემოვნების შესაბამისი რძის პროდუქტი შეარჩიოს. ზოგს ხაჭო უყვარს, ზოგს კი - რძე და იოგურტი. ზოგი კი რძის ნაწარმით გემრიელ დესერტს ამზადებს. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. თქვენ მათგან დიდ სარგებელს მიიღებთ.

რძის ნაწარმის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი მარტივად შეგიძლიათ წაიღოთ სამსახურში ლანჩისთვის. რძის ნაწარმი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წასახემსებლად. ჯანსაღი წასახემსებლის მირთმევა კი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მართალია რძის პროდუქტები ძალიან სასარგებლოა, თუმცა მათი მიღების დროს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საკვების შემთხვევაში, აუცილებელია ზომიერების დაცვა. სასურველია ყოველდღიურად 3 პორცია რძე და რძის ნაწარმი მიიღოთ, როგორც დაბალანსებული კვების ნაწილი.

ზრდასრული ადამიანისთვის განკუთვნილი 1 პორცია რძის ნაწარმი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა იოგურტი ან კეფირი
  • 45 გრ ყველი
  • ½ ჭიქა ხაჭო

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რძის პროდუქტებისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, თავად პროდუქციის ხარისხია. ხარისხის გარკვევაში კი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის „დღის“ მთავარი ტექნოლოგი ნინო ბურძგლა დაგვეხმარება. კომპანია „დღის“ პროდუქტები, 2003 წლიდან ოპერირებს და სამომხმარებლო ბაზარს მაღალი ხარისხის რძის პროდუქციას სთავაზობს.

„რძის პროდუქტის ხარისხს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განსაზღვრავს. თუ რძის ნაწარმისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, ყველა მათგანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ იმ კომპანიის ნაწარმი შეიძინოთ, რომელსაც სრულად ენდობით და დარწმუნებული ხართ, რომ ხარისხის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კრიტერიუმები კი შემდეგნაირია:

1. საწარმოო პროცესის გამართულობა, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანის ჩართულობა და პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზებულია.

2. ნედლეულის მაღალი ხარისხი, რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხისა და საგემოვნო თვისებების მთავარი წინაპირობაა. სასურველია პროდუქცია ევროპული ნედლეულით მზადდებოდეს.

3. წარმოების ტექნოლოგია და ტექნოლოგიური პროცესი, რაც მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

4. ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, როგორიცაა: ფერი, სუნი, გემო და მჟავიანობა.

5. შენახვის პირობები და ვადიანობა, რაც გულისხმობს, რომ შენახვის პირობები სარეალიზაციო ობიექტებზე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქციამ ვადის ამოწურვამდე შეიძლება დაკარგოს მისი თვისებები,“ - განმარტავს ტექნოლოგი ნინო ბურძგლა.

აქავე გაგაცნობთ, რძის ენერგეტიკულ ღირებულებასაც. ის, როგორც წესი, 58 კილოკალორიას უტოლდება. დამუშავებული, ცხიმგაცლილი რძის ნაწარმის ენერგეტიკული ღირებულება კი 20 კილოკალორიას არ აღემატება.

არ დაგავიწყდეთ რძის ნაწარმით თქვენი და თქვენი შვილების ყოველდღიური რაციონის გამდიდრება.