ავტორი:

რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ "პარაგრაფი“ მოგებაზე გავიდა - რა შემოსავალი აქვს ივანიშვილის დაფუძნებულ სასტუმროს

რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ "პარაგრაფი“ მოგებაზე გავიდა - რა შემოსავალი აქვს ივანიშვილის დაფუძნებულ სასტუმროს

რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ტურიზმის განვითარების ფონდის” მიერ შეკვეთილში აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "პარაგრაფი“ 2021 წელს მოგებაზე გავიდა.

სასტუმროს მმართველ კომპანიას "ბლექ სი რიზორთსი ჯგუფის” მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს სასტუმროს მთლიანმა შემოსავალმა 35 060 000 ლარი შეადგინა (2022 წელს ეს მაჩვენებელი იყო 13 763 000 ლარი). ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სასტუმროს წმინდა მოგებამ 2021 წელს 1 801 000 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წელს "პარაგრაფი“ 8 205 000-მილიონიან ზარალზე იყო.

ცალკეული კატეგორიების მიხედვით კი, სასტუმროს შემოსავლები ასე ნაწილდება:

  • ამონაგები სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან - 20,413 მლნ ლარი; (2020 წელს - 7,451 მლნ ლარი)
  • ამონაგები საკვების გაყიდვიდან - 10,579 მლნ ლარი; (2020 წელს - 4,566 მლნ ლარი)
  • ამონაგები სასმელების რეალიზაციიდან - 1,920 მლნ ლარი; (2020 წელს - 896 ათასი ლარი)
  • ამონაგები გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრიდან - 1,746 მლნ ლარი; (2020 წელს - 716 ათასი ლარი)
  • სხვა შემოსავალი - 401 ათასი ლარი (2020 წელს - 134 ათასი ლარი)

კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, "პარაგრაფ შეკვეთილის“ აქტივები 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 17,865 მლნ ლარს შეადგენდა. განაგრძეთ კითხვა