ავტორი:

"ნაპოლის" სეზონის ყველაზე საშინელი მატჩი - კვარაცხელიამ ოსიმენის გარეშე "მილანთან" ვერაფერი გააწყო, ლეაომ კი დუბლი შეასრულა

"ნაპოლის" სეზონის ყველაზე საშინელი მატჩი - კვარაცხელიამ ოსიმენის გარეშე "მილანთან" ვერაფერი გააწყო, ლეაომ კი დუბლი შეასრულა

სერია ა-ს 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა და დამარცხდა, ანგარიშით: 0:4.

პირველი ტაიმი ნეაპოლელებმა ლამის ყველა კომპონენტში წააგეს, საკმაოდ ხშირი იყო არაზუსტი პასები, პრობლემები ჩანდა ბურთის ფლობასა და კონტროლში, მოკლედ, " მილანმა" მეტოქე დაჯაბნა, რაც ანგარიშშიც აისახა. ჯერ რაფაელ ლეაომ გახნსა მე-17 წუთზე ანგარიში, ბრაჰიმ დიასის გადაცემის შემდეგ, 25-ე წუთზე კი უკვე თვითონ დიასმა დალაშქრა მერეტის კარი.

ტრავმის გამო "ნაპოლის" არ ჰყავდა ვიქტორ ოსიმენი, რაც დიდი დანაკლისია.

"ნაპოლიმ" ამ შემადგენლობით დაიწყო მატჩი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე.

ეს შემადგენლობა გავიდა მეორე ტაიმშიც მოედანზე. ნეაპოლელებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს თამაში და მილანელების კართან შტურმიც მოაწყვეს, აქტიურობდა ჩვენებურიც, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ, ამ უგოლო შტურმის შემდეგ, 59-ე წუთზე ლეაომ კიდევ ერთხელ დალაშქრა ნეაპოლელთა კარი. 67-ე წუთზე კი უკვე შეცვლაზე შემოსულმა სალემაიკერსმა 0:4-მდე გაზარდა ანგარიში.

ამის შემდეგ სპალეტიმ ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტა ფეხბურთელების შეცვლა, მოედანზე ზილინსკის, ლობოტკასა და პოლიტანოს ნაცვლად გამოვიდნენ: ელმასი, დომბელე და ლოსანო, თუმცა მათ მატჩის მიმდინარეობაში გარდატეხა ვეღარ შეიტანეს. მოგვიანებით მოედანზე რასპადორიც გამოვიდა სიმეონეს ნაცვლად.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს წინ ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიანი დუელი ელით წინ, მატჩები 12 და 18 აპრილს გაიმართება.