სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმატება, რომელზეც ვოცნებობდი, გვიან, მაგრამ მაინც მოვიდა" - ახალგაზრდა მეღვინე მესხეთიდან და ოთხსაუკუნოვანი ვაზი, რომლისგანაც დამზადებულმა ღვინომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
"წარმატება, რომელზეც ვოცნებობდი, გვიან, მაგრამ მაინც მოვიდა" - ახალგაზრდა მეღვინე  მესხეთიდან და ოთხსაუკუნოვანი ვაზი, რომლისგანაც დამზადებულმა ღვინომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

"წარ­მა­ტე­ბა, რო­მელ­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი, მარ­თა­ლია, გვი­ან, მაგ­რამ მა­ინც მო­ვი­და. რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე. პირ­ველ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი და­ფი­ნან­სე­ბა, გრან­ტი არ მი­მი­ღია. სა­კუ­თა­რი თან­ხე­ბით, სეს­ხე­ბით ავა­წყვე ყვე­ლა­ფე­რი. პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ო­დი, რათა მეს­ხეთ­ში ეს მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა გან­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა, ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი," - გვე­უბ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდა მეღ­ვი­ნე, მე­ვე­ნა­ხე და მკვლე­ვა­რი გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძე.

წე­ლი­წად­ში სამი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის 6-7 ათას ბოთლ ღვი­ნოს აწარ­მო­ებს. მეს­ხურ ღვი­ნოს 14 ქვე­ყა­ნა­ში ყი­დის. სურს კი­დევ მეტ ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ტა­ნოს და მსოფ­ლი­ომ მეს­ხუ­რი ყუ­რძნის ჯი­შე­ბი გა­იც­ნოს. ბოლო 5 წე­ლი­წად­ში და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით დიდ აღი­ა­რე­ბას მი­აღ­წია.

  • 2020 წელს ამე­რი­კულ­მა "ფორბსმა" მისი ღვი­ნო მსოფ­ლი­ოს 6 სა­უ­კე­თე­სო ნა­ტუ­რა­ლურ ღვი­ნოს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა, 2017 წელს "Los Angeles Times“- მა მისი "მეს­ხუ­რი წი­თე­ლი" მსოფ­ლი­ოს სამ სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნოს შო­რის აღი­ა­რა.

გი­ორ­გის გა­მოც­დი­ლე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ჩვე­ნი თუ უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ფილ­მე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი... ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ოთხი შვი­ლის მა­მაა.

ასე­ვე, აღა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მის მა­მულ­ში 400 წლის მეს­ხუ­რი ვაზი ცხე­ნის­ძუ­ძუ ხა­რობს, რომ­ლის­გა­ნაც გი­ორ­გი შე­სა­ნიშ­ნავ ღვი­ნოს აყე­ნებს.

- 2009 წელს ჩვენ­მა ოჯახ­მა მეს­ხუ­რი ღვი­ნო და­ა­ყე­ნა, მათ შო­რის იყო უკვე ცნო­ბი­ლი ვაზი ჭა­ჭ­კა­რი­დან (სო­ფე­ლი ვარ­ძი­ის უკან). საგ­ვა­რე­უ­ლო სო­ფე­ლია, სა­დაც პა­ტა­რა სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თი გვაქვს და იქ ოთხ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის ვაზი ხა­რობს. ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს, მას პა­პა­ჩე­მი სხვა­ნა­ი­რად ეფე­რე­ბო­და და უფრთხილ­დე­ბო­და. ეს ნიშ­ნავ­და, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ჯიში იყო მეს­ხურ ჯი­შებს შო­რის. მას თეთ­რი ცხე­ნის­ძუ­ძუ ჰქვია. ცხე­ნის­ძუ­ძუ შა­ვიც არის და თეთ­რიც. არ­სე­ბობს შავი ცხე­ნის­ძუ­აც, სა­ერ­თოდ, მეს­ხუ­რი და­სა­ხე­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა - ხა­რის­თვა­ლა თეთ­რი და ხა­რის­თვა­ლა წი­თე­ლი, ჩი­ტის­კვერ­ცხა, სა­მა­რი­ო­ბო... სა­ხელ­წო­დე­ბა ცხე­ნის­ძუ­ძუ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის ფორ­მას­თან და სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რე­დაც ცხე­ნის ძუ­ძუს არის შე­და­რე­ბუ­ლი. კა­ხუ­რი თითა ყუ­რძე­ნი რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ოღონდ მისი კო­ნუ­სუ­რი ვა­რი­ან­ტია. რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე მსგავ­სი ვა­ზია, ალ­ბათ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი, დე­და­ვა­ზი იყო, რომ­ლის­გა­ნაც სხვა და­ნარ­ჩე­ნი გამ­რავ­ლდა.

- კალ­მე­ბით თუ ამ­რავ­ლებთ მას?

- კი, ვცდი­ლობ, ავი­ღო კალ­მე­ბი, და­ვა­ფეს­ვი­ა­ნო, და­ვამ­ყნო და გა­ვამ­რავ­ლო... გა­აჩ­ნია, რო­გო­რი წე­ლი­წა­დია, რო­გო­რი ამინ­დი - ამ ჩვე­ნი 400-წლო­ვა­ნი ვა­ზი­დან ხან 70-80 კი­ლოგ­რამ მო­სა­ვალს ვი­ღებ, ხა­ნაც 150-ს. საკ­მა­ოდ მა­ღალ შაქ­რი­ა­ნო­ბას აგ­რო­ვებს, მეს­ხეთ­ში ეს იშ­ვი­ა­თო­ბაა. ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში ვკრეფ, სწო­რედ მა­შინ, როცა შაქ­რი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 28%-ზე ადის. რო­დე­საც ჭა­ჭა­ზე ვა­ყე­ნებთ, გე­მო­ვა­ნი თვი­სე­ბით თით­ქოს თაფ­ლის გემო აქვს, ქარ­ვის­ფე­რი ღვი­ნო გა­მო­დის. ცხე­ნის­ძუ­ძუს, ხა­რის­თვა­ლა­სა და მეს­ხურს (შავს) ერ­თად ვა­ყე­ნებ, რათა რა­ო­დე­ნო­ბით შე­და­რე­ბით მე­ტიც იყოს და სა­ინ­ტე­რე­სო კუ­პა­ჟი გა­მო­დის. დღეს ჩვენს მა­რან­ში იწარ­მო­ე­ბა ღვი­ნო ვე­ლუ­რი ვა­ზე­ბის ნა­ყო­ფის­გა­ნაც, ანუ ის, რაც გა­დარ­ჩე­ნი­ლია, რაც ფესვზეა გაზ­რდი­ლი. მათ არა­ვინ უვ­ლის, თავს თვი­თონ ირ­ჩე­ნენ. მათ ნა­ყოფს ვაგ­რო­ვებ და ღვი­ნოს ვა­ყე­ნებ. ეს არ არის ბი­ოღ­ვი­ნო, რო­მელ­საც უვლი და ბი­ო­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით წამ­ლავ. ეს არის თა­ვის ფესვზე გაზ­რდი­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ვაზი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­ლუ­რია, ბუ­ნებ­რი­ვია, არ სხლავ, არ უვლი და არ წამ­ლავ. მხო­ლოდ მო­სა­ვალს აგ­რო­ვებ.

- თქვე­ნი კუ­თხი­დან წას­ვლა არას­დროს გი­ფიქ­რი­ათ?

- ჩვენ ჯა­ვა­ხე­ლი მეს­ხე­ბი ვართ. სკო­ლის მერე აქ იმ­დე­ნი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ახალ­ცი­ხი­დან წას­ვლას სხვა­გან რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი?! პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ვარ. პა­პა­ჩე­მის­გან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სახ­ლში ღვი­ნოს სულ ვა­ყე­ნებ­დით. ეზო­ში ტა­ლა­ვე­რი გვქონ­და. გვაქვს პა­პის დარ­გუ­ლი ვე­ნა­ხი და პა­ტა­რა ქვევ­რე­ბი (80-100-ლიტ­რი­ა­ნი). ალ­ბათ, ამ საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლიც იქი­დან მო­დის.

- რო­დის გა­და­წყვი­ტეთ მეს­ხეთ­ში ძვე­ლი მეს­ხუ­რი ყუ­რძნის ჯი­შე­ბის მო­ძი­ე­ბა?

- სკო­ლის შემ­დეგ დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ვა­ბა­რე ლონ­დო­ნის ერთ-ერთ სას­წავ­ლე­ბელ­ში. მერე მა­მა­ჩე­მის­გან გა­ვი­გე, რომ ვა­ზის და­კარ­გუ­ლი მეს­ხუ­რი ჯი­შე­ბი უნდა მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა და ღვი­ნოც გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ძი­რი­თა­დად, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო და ჯერ კი­დევ არის ჰიბ­რი­დუ­ლი ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს იყო იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მოლ­დო­ვი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, ამე­რი­კი­დან, იმი­ტომ, რომ ისი­ნი ყინ­ვა­გამ­ძლეა და არც შე­წამ­ვლა სჭირ­დე­ბა... მა­მა­ჩემ­თან ერ­თად მეს­ხუ­რი ჯი­შე­ბის მო­ძი­ე­ბა სოფ­ლებ­სა და ნა­სოფ­ლა­რებ­ში და­ვი­წყე. გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი ძვე­ლი ჯი­შე­ბი ხე­ებ­ზეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე ჰქონ­და მო­სახ­ლე­ო­ბა­საც, მაგ­რამ სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი არ იცოდ­ნენ. ისეთ ად­გი­ლებ­შიც დავ­დი­ო­დით, რო­გო­რიც თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის ნე­იტ­რა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია. გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მა­მის მე­გობ­რე­ბიც. სა­დაც რას აღ­მო­ვა­ჩენ­დით, ჩვენს სა­ო­ჯა­ხო ნაკ­ვეთ­ში, ახალ­ცი­ხე­ში ვა­ფეს­ვი­ა­ნებ­დი, კო­ლექ­ცი­ას ვქმნი­დი, რათა შე­მეს­წავ­ლა და მათი სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი და­მედ­გი­ნა. ამა­სო­ბა­ში ამ საქ­მით "მო­ვი­წამ­ლე" კი­დეც.

- ბევ­რი და­გიგ­როვ­დათ?

- და­ახ­ლო­ე­ბით 100 სა­ხე­ო­ბა­ზე მეტი, მაგ­რამ თი­თო­ე­ულს შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბო­და. ჰიბ­რი­დებს, ასე თუ ისე, ვცნობ­დი და მათ აღარ ვაგ­რო­ვებ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვა­წარ­მო­ებ­დი ჩა­ნა­წე­რებს, რო­მე­ლი სოფ­ლი­დან, რო­მე­ლი ნა­სოფ­ლა­რი­დან მომ­ქონ­და. ყვე­ლა­ფერს ექ­სე­ლის ცხრილ­ში ვსვამ­დი თა­ვი­სი ჯი­პი­ეს-წერ­ტი­ლე­ბით. რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 800 წერ­ტი­ლის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი მაქვს, სა­დაც ეს ვა­ზე­ბი ვე­ლუ­რად არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი და ნა­ყოფს დღე­საც იძ­ლე­ვა.

- რჩე­ვას ვის ეკი­თხე­ბო­დით?

- 2012 წლი­დან ას­პინ­ძის რა­ი­ონ­ში და­ვი­წყე ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლებ­ში ხი­ზა­ბავ­რის და­რი­ჯე­ბის (და­რი­ჯი ჯა­ვა­ხუ­რი ლექ­სი­კო­ნით ტე­რა­სას ეწო­დე­ბა. - ლ.ფ.) აღ­დგე­ნა. სხვებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს, მაგ­რამ იმ­დე­ნად ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლია, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ტე­რა­სა აღ­დგა და მე­ტად ვე­ღარ გან­ვი­თარ­და. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვაზი არა­სო­დეს გა­შე­ნე­ბუ­ლა და გა­დავ­წყვი­ტე, ის 24 ვა­ზის ჯიში, რო­მელ­თაც ვაგ­რო­ვებ­დი, იქ და­მერ­გო და აღ­მედ­გი­ნა. სა­ხელ­მწი­ფოს ამ პრო­ექ­ტის იდე­ით მივ­მარ­თე და მათი ნდო­ბა მო­ვი­პო­ვე. პირ­და­პი­რი შეს­ყიდ­ვით აღ­სად­გე­ნად გად­მომ­ცეს ტე­რა­სე­ბი, შემ­დეგ პარტნი­ო­რე­ბი შე­მო­მი­ერ­თდე­ნენ. მათ­თან ერ­თად ის­ტო­რი­უ­ლი ხი­ზა­ბავ­რის ტე­რა­სე­ბი აღ­ვად­გი­ნე, სულ 12 ჰექ­ტა­რი. პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ნინო ზამ­ბა­ხი­ძეს...140 კაცი გვყავ­და და­საქ­მე­ბუ­ლი, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დით. 2015 წელს ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან და­ვი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბა, 2009 წლი­დან სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ცენ­ტრთან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან უჯ­მა­ჯუ­რი­ძე ჩემი მეს­ხუ­რი ჯი­შე­ბის შეს­წავ­ლა­ში და­მეხ­მა­რა. ერ­თად ვსწავ­ლობ­დით და­სა­ხე­ლე­ბებს და მეს­ხუ­რი ვა­ზის 24 ჯი­შის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და ერ­თად თავ­მოყ­რა შევ­ძე­ლით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­მო­საკ­ვლე­ვი კი­დევ ბევ­რია. თავი უნდა მო­ვუ­ყა­როთ გა­დარ­ჩე­ნილ ვა­ზებს და შე­ვის­წავ­ლოთ. ვფიქ­რობ, კი­დევ 40-მდე ვა­ზის სა­ინ­ტე­რე­სო ჯი­შის აღ­დგე­ნა შე­იძ­ლე­ბა. ამ პრო­ცესს წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა. გვინ­და ეს ჯი­შე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გამ­რავ­ლდეს, გავ­რცელ­დეს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც ვაძ­ლევ და ვეხ­მა­რე­ბი. ეს სიმ­დიდ­რე არ უნდა და­ი­კარ­გოს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეთერი
0

გული სიამაყით აგევსება ,როცა გაიგებ ასეთ ჩინებულ ამბავს,უნდა გადავარჩინოთ წინაპართა დანატოვარიდა რა კარია ახალგაზრდა ,რომ აკეთებს ამას,ჩვენი გენიც გადარჩება ასე ,რომ იბრძოლებ მიზნისათვის,წარმატებები მრავალი.

ალექს
0

ცდები , ვაზი საქართველოს არათუ სიმბოლოა, მისი ტანფესვივით დაგრეხილი ბედი რომ გვაქვს, არა , მასში განივთებული ჩვენი ფიზიკური და სულიერი ენერგიაა , მიუხედავად იმისა , რომ ვაზი საკმაოდ სათუთი მცენარეა , ის საოცრად სიცოცხლის უნარიანი და პროდუქტიულია, ხოლო მისგან საბოლოო ჩინებული პროდუქტის საუკეთესოთა შორის საუკეთესოს მისაღებად დიდი და ღრმა აკდემიური ცოდნა (დიახ, საბუნებისმეტყველებო-ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბოტანიკა, ინჟინერია , კომერცია , ფილოსოფია ) , მედგარი შრომა, ბუნებისა და კაცთმოყვარეობა და პოეტობა და ლოტბარობაც ერთნაირად საჭიროა, ჰოდა სწორია , ვაზთან მუშაობა და ურთიერთობა საუკეთესო ადამიანის აღზრდისათვის , კარგი ქართველის მისაღებად სწორი გზაა, ვაზის გზა მარადიულია, ის კაცობრიობის სრულყოფილებისაკენ ლტოლვის სიმბოლოა და სწორედ გულზე გვახატია, ის მზის ენერგიას, კოსმიურ ენერგიას მტევანში იგროვებს , ღვინით გადმოგვცემს და სადღეგრძელოში იძახის სათქმელ სადიდებელს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"წარმატება, რომელზეც ვოცნებობდი, გვიან, მაგრამ მაინც მოვიდა" - ახალგაზრდა მეღვინე მესხეთიდან და ოთხსაუკუნოვანი ვაზი, რომლისგანაც დამზადებულმა ღვინომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

"წარმატება, რომელზეც ვოცნებობდი, გვიან, მაგრამ მაინც მოვიდა" - ახალგაზრდა მეღვინე  მესხეთიდან და ოთხსაუკუნოვანი ვაზი, რომლისგანაც დამზადებულმა ღვინომ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

"წარმატება, რომელზეც ვოცნებობდი, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც მოვიდა. რთული პერიოდი გავიარე. პირველ ეტაპზე არანაირი დაფინანსება, გრანტი არ მიმიღია. საკუთარი თანხებით, სესხებით ავაწყვე ყველაფერი. პარალელურად სხვა საქმიანობას ვეწეოდი, რათა მესხეთში ეს მეღვინეობა-მევენახეობა განმევითარებინა, ეს იყო ჩემი მიზანი," - გვეუბნება ახალგაზრდა მეღვინე, მევენახე და მკვლევარი გიორგი ნათენაძე.

წელიწადში სამი სხვადასხვა სახეობის 6-7 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. მესხურ ღვინოს 14 ქვეყანაში ყიდის. სურს კიდევ მეტ ქვეყანაში გაიტანოს და მსოფლიომ მესხური ყურძნის ჯიშები გაიცნოს. ბოლო 5 წელიწადში დაუღალავი შრომით დიდ აღიარებას მიაღწია.

  • 2020 წელს ამერიკულმა "ფორბსმა" მისი ღვინო მსოფლიოს 6 საუკეთესო ნატურალურ ღვინოს შორის დაასახელა, 2017 წელს "Los Angeles Times“- მა მისი "მესხური წითელი" მსოფლიოს სამ საუკეთესო ღვინოს შორის აღიარა.

გიორგის გამოცდილებით ინტერესდებიან ჩვენი თუ უცხოური გამოცემები, ტელევიზიები, გამომცემლობები, მის საქმიანობაზე ფილმებია გადაღებული... ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ოთხი შვილის მამაა.

ასევე, აღანიშნავია ისიც, რომ მის მამულში 400 წლის მესხური ვაზი ცხენისძუძუ ხარობს, რომლისგანაც გიორგი შესანიშნავ ღვინოს აყენებს.

- 2009 წელს ჩვენმა ოჯახმა მესხური ღვინო დააყენა, მათ შორის იყო უკვე ცნობილი ვაზი ჭაჭკარიდან (სოფელი ვარძიის უკან). საგვარეულო სოფელია, სადაც პატარა საკარმიდამო ნაკვეთი გვაქვს და იქ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის ვაზი ხარობს. ბავშვობიდან მახსოვს, მას პაპაჩემი სხვანაირად ეფერებოდა და უფრთხილდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ გამორჩეული ჯიში იყო მესხურ ჯიშებს შორის. მას თეთრი ცხენისძუძუ ჰქვია. ცხენისძუძუ შავიც არის და თეთრიც. არსებობს შავი ცხენისძუაც, საერთოდ, მესხური დასახელებები ძალიან საინტერესოა - ხარისთვალა თეთრი და ხარისთვალა წითელი, ჩიტისკვერცხა, სამარიობო... სახელწოდება ცხენისძუძუ დაკავშირებულია მის ფორმასთან და სავარაუდოდ, სწორედაც ცხენის ძუძუს არის შედარებული. კახური თითა ყურძენი რომ წარმოვიდგინოთ, ოღონდ მისი კონუსური ვარიანტია. რეგიონში რამდენიმე მსგავსი ვაზია, ალბათ, ჩვენი მთავარი, დედავაზი იყო, რომლისგანაც სხვა დანარჩენი გამრავლდა.

- კალმებით თუ ამრავლებთ მას?

- კი, ვცდილობ, ავიღო კალმები, დავაფესვიანო, დავამყნო და გავამრავლო... გააჩნია, როგორი წელიწადია, როგორი ამინდი - ამ ჩვენი 400-წლოვანი ვაზიდან ხან 70-80 კილოგრამ მოსავალს ვიღებ, ხანაც 150-ს. საკმაოდ მაღალ შაქრიანობას აგროვებს, მესხეთში ეს იშვიათობაა. ნოემბრის შუა რიცხვებში ვკრეფ, სწორედ მაშინ, როცა შაქრიანობა ყველაზე მაღალია, დაახლოებით 28%-ზე ადის. როდესაც ჭაჭაზე ვაყენებთ, გემოვანი თვისებით თითქოს თაფლის გემო აქვს, ქარვისფერი ღვინო გამოდის. ცხენისძუძუს, ხარისთვალასა და მესხურს (შავს) ერთად ვაყენებ, რათა რაოდენობით შედარებით მეტიც იყოს და საინტერესო კუპაჟი გამოდის. დღეს ჩვენს მარანში იწარმოება ღვინო ველური ვაზების ნაყოფისგანაც, ანუ ის, რაც გადარჩენილია, რაც ფესვზეა გაზრდილი. მათ არავინ უვლის, თავს თვითონ ირჩენენ. მათ ნაყოფს ვაგროვებ და ღვინოს ვაყენებ. ეს არ არის ბიოღვინო, რომელსაც უვლი და ბიოსაშუალებებით წამლავ. ეს არის თავის ფესვზე გაზრდილი საუკუნეების ვაზი, რომელიც აბსოლუტურად ველურია, ბუნებრივია, არ სხლავ, არ უვლი და არ წამლავ. მხოლოდ მოსავალს აგროვებ.

- თქვენი კუთხიდან წასვლა არასდროს გიფიქრიათ?

- ჩვენ ჯავახელი მესხები ვართ. სკოლის მერე აქ იმდენი განსახორციელებელი პროექტი აღმოვაჩინე, ახალციხიდან წასვლას სხვაგან როგორ ვიფიქრებდი?! პროფესიით ეკონომისტი ვარ. პაპაჩემისგან მოყოლებული, სახლში ღვინოს სულ ვაყენებდით. ეზოში ტალავერი გვქონდა. გვაქვს პაპის დარგული ვენახი და პატარა ქვევრები (80-100-ლიტრიანი). ალბათ, ამ საქმის სიყვარულიც იქიდან მოდის.

- როდის გადაწყვიტეთ მესხეთში ძველი მესხური ყურძნის ჯიშების მოძიება?

- სკოლის შემდეგ დისტანციურად ჩავაბარე ლონდონის ერთ-ერთ სასწავლებელში. მერე მამაჩემისგან გავიგე, რომ ვაზის დაკარგული მესხური ჯიშები უნდა მოგვეძიებინა და ღვინოც გვეწარმოებინა. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში, ძირითადად, გავრცელებული იყო და ჯერ კიდევ არის ჰიბრიდული ჯიშები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს იყო იმპორტირებული მოლდოვიდან, უკრაინიდან, ამერიკიდან, იმიტომ, რომ ისინი ყინვაგამძლეა და არც შეწამვლა სჭირდება... მამაჩემთან ერთად მესხური ჯიშების მოძიება სოფლებსა და ნასოფლარებში დავიწყე. გაველურებული ძველი ჯიშები ხეებზეა შემორჩენილი. რამდენიმე ჰქონდა მოსახლეობასაც, მაგრამ სახელწოდებები არ იცოდნენ. ისეთ ადგილებშიც დავდიოდით, როგორიც თურქეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიებია. გვეხმარებოდნენ მამის მეგობრებიც. სადაც რას აღმოვაჩენდით, ჩვენს საოჯახო ნაკვეთში, ახალციხეში ვაფესვიანებდი, კოლექციას ვქმნიდი, რათა შემესწავლა და მათი სახელწოდებები დამედგინა. ამასობაში ამ საქმით "მოვიწამლე" კიდეც.

- ბევრი დაგიგროვდათ?

- დაახლოებით 100 სახეობაზე მეტი, მაგრამ თითოეულს შესწავლა სჭირდებოდა. ჰიბრიდებს, ასე თუ ისე, ვცნობდი და მათ აღარ ვაგროვებდი. პარალელურად ვაწარმოებდი ჩანაწერებს, რომელი სოფლიდან, რომელი ნასოფლარიდან მომქონდა. ყველაფერს ექსელის ცხრილში ვსვამდი თავისი ჯიპიეს-წერტილებით. რეგიონში არსებული დაახლოებით 800 წერტილის კოორდინატები მაქვს, სადაც ეს ვაზები ველურად არის შემორჩენილი და ნაყოფს დღესაც იძლევა.

- რჩევას ვის ეკითხებოდით?

- 2012 წლიდან ასპინძის რაიონში დავიწყე ისტორიულ ადგილებში ხიზაბავრის დარიჯების (დარიჯი ჯავახური ლექსიკონით ტერასას ეწოდება. - ლ.ფ.) აღდგენა. სხვებმა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ იმდენად ძვირად ღირებულია, მხოლოდ რამდენიმე ტერასა აღდგა და მეტად ვეღარ განვითარდა. ამ ტერიტორიაზე ვაზი არასოდეს გაშენებულა და გადავწყვიტე, ის 24 ვაზის ჯიში, რომელთაც ვაგროვებდი, იქ დამერგო და აღმედგინა. სახელმწიფოს ამ პროექტის იდეით მივმართე და მათი ნდობა მოვიპოვე. პირდაპირი შესყიდვით აღსადგენად გადმომცეს ტერასები, შემდეგ პარტნიორები შემომიერთდენენ. მათთან ერთად ისტორიული ხიზაბავრის ტერასები აღვადგინე, სულ 12 ჰექტარი. პროექტის მხარდაჭერაში დიდი წვლილი მიუძღვის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნინო ზამბახიძეს...140 კაცი გვყავდა დასაქმებული, 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. 2015 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან დავიწყეთ ურთიერთობა, 2009 წლიდან სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ვთანამშრომლობ. მისი ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე ჩემი მესხური ჯიშების შესწავლაში დამეხმარა. ერთად ვსწავლობდით დასახელებებს და მესხური ვაზის 24 ჯიშის იდენტიფიკაცია და ერთად თავმოყრა შევძელით. მიუხედავად ამისა, გამოსაკვლევი კიდევ ბევრია. თავი უნდა მოვუყაროთ გადარჩენილ ვაზებს და შევისწავლოთ. ვფიქრობ, კიდევ 40-მდე ვაზის საინტერესო ჯიშის აღდგენა შეიძლება. ამ პროცესს წლები დასჭირდება. გვინდა ეს ჯიშები მოსახლეობაში გამრავლდეს, გავრცელდეს. დაინტერესებულებს რეკომენდაციებსაც ვაძლევ და ვეხმარები. ეს სიმდიდრე არ უნდა დაიკარგოს.