საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს შემთხვევები მთელი ცხოვრება დაღად გვაქვს დასმული... ახლა ყველა თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის" - რას წერს მარტა ბარამიძე
"ეს შემთხვევები მთელი ცხოვრება დაღად გვაქვს დასმული... ახლა ყველა თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის" - რას წერს მარტა ბარამიძე

მსა­ხი­ობ­მა და კუ­ლი­ნარ­მა მარ­ტა ბა­რა­მი­ძემ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სა­კუ­თა­რი უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა. მან ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში და­ა­სა­ხე­ლა იმ პი­როვ­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­მაც, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მას­ზე იძ­ლა­და. მარ­ტა ბა­რა­მი­ძის თქმით, ეს ადა­მი­ა­ნი მისი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძეა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მარ­ტა ბა­რა­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"მას შემ­დეგ, რაც ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა­ში "ია ფა­რუ­ლა­ვას კონ­ვერ­ტი" ჩემ­თვის საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­სახ­სე­ნე­ბელ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მო­სა­ყოლ,გა­დამ­ხდარ ამ­ბავ­ზე ვი­სა­უბ­რე, პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში არა­ერ­თი მხარ­და­ჭე­რის წე­რი­ლი მომ­დის, ქუ­ჩა­ში მხვდე­ბი­ან ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი და სო­ლი­და­რო­ბას მი­ცხა­დე­ბენ.

თქვე­ნი მხრი­დან მარ­თლაც უდი­დეს მხარ­და­ჭე­რას და სიყ­ვა­რულს ვგრძნობ, რი­სიც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. გა­და­ცე­მა­შიც ვთქვი და ახ­ლაც ვი­ტყვი,მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და,სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ ყო­ველ­თვის მქონ­და უსა­მარ­თლო­ბის და უმოქ­მე­დო­ბის გან­ცდა,ფიქ­რე­ბი იმის შე­სა­ხებ რომ მო­ძა­ლა­დის მხი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც მეხ­სნა მსგავ­სი ტრავ­მე­ბის­გან.

მწე­რენ ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი,ვი­საც ასე­თი­ვე ამ­ბა­ვი გა­დახ­დათ. შე­ემ­თხვათ მინ­დო­და და­მე­წე­რა "ის­ტო­რია"თქო, მაგ­რამ ეს შემ­თხვე­ვე­ბი სამ­წუ­ხა­როდ ის­ტო­რი­ას არას­დროს რჩე­ბა და ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ღად გვაქვს დას­მუ­ლი, მა­ნამ სა­ნამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა არ დაგ­ვე­უფ­ლე­ბა.

გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ,მე შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი,და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა,რაც კი­დევ ერთი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვის­მი­ნე არა­ერ­თი მსგავ­სი ფაქ­ტის შე­სა­ხებ,რო­მე­ლიც სწო­რედ ამ ადა­მი­ანს "ბიკო ბირ­ბი­ჩა­ძეს" უკავ­შირ­დე­ბა.გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ მაქვს უფ­ლე­ბა ამა­ზე ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა თქვენ­გა­ნის მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩემ­თვის და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის,ვინც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია.

შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ახლა ერ­თა­დერ­თი გზაა,რომ მი­ვი­დეთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდამ­დე. დროა და­ვარ­ღვი­ოთ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი სი­ჩუ­მე და ერ­თად მი­ვაღ­წი­ოთ იმას,რომ ეს ამ­ბა­ვი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში "ის­ტო­რი­ას დარ­ჩეს"მაგ­რამ ეს დუ­მი­ლით ვერ მი­იღ­წე­ვა", - წერს მარ­ტა ბა­რა­მი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
17

ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში ამაზე საუბარი, თუმცა მისასალმებელია, მით უფრო სხვებიც თუ მიბაძავენ მას, რამეთუ ათასობით და ათიათასობით ასეთი შემთხვევებია ჩვენს ქვეყანაში საუბედუროდ.

ეკატერინე
6

რამდენჯერ უნდა მოუყვე საზოგადოებას რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს და უკვე მოსმენილი აქვს ისეთ სერიოზულ გადაცემაში როგორც კონვერტი თუ მუთაქაა...ამნეზია ძალიან რთული დაავადებაა და თქვენ ყველას ეს ძალადობები და ცემა ტყეპები და დაჩაგვრები და,,,,, ასე გვიან 10- 7- 9-20 წლების შემდეგ რატომ გაგახსენდათ?..აი ეგ არის საკითხავი...

ავტორი:

"ეს შემთხვევები მთელი ცხოვრება დაღად გვაქვს დასმული... ახლა ყველა თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის" - რას წერს მარტა ბარამიძე

"ეს შემთხვევები მთელი ცხოვრება დაღად გვაქვს დასმული... ახლა ყველა თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის" - რას წერს მარტა ბარამიძე

მსახიობმა და კულინარმა მარტა ბარამიძემ რამდენიმე კვირის წინ საკუთარი უმძიმესი ისტორიის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. მან ია ფარულავას გადაცემაში დაასახელა იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც, როგორც თავად ამბობს, მასზე იძლადა. მარტა ბარამიძის თქმით, ეს ადამიანი მისი ყოფილი თანამშრომელი ბიკო ბირბიჩაძეა.

აღნიშნულ თემაზე მარტა ბარამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ სარჩელი შეიტანა და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.

"მას შემდეგ, რაც ია ფარულავას გადაცემაში "ია ფარულავას კონვერტი" ჩემთვის საკმაოდ მძიმედ გასახსენებელ, მაგრამ აუცილებლად მოსაყოლ,გადამხდარ ამბავზე ვისაუბრე, პირად შეტყობინებებში არაერთი მხარდაჭერის წერილი მომდის, ქუჩაში მხვდებიან ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები და სოლიდარობას მიცხადებენ.

თქვენი მხრიდან მართლაც უდიდეს მხარდაჭერას და სიყვარულს ვგრძნობ, რისიც ძალიან მადლიერი ვარ. გადაცემაშიც ვთქვი და ახლაც ვიტყვი,მიუხედავად იმისა რომ ამდენი წელი გავიდა,საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მქონდა უსამართლობის და უმოქმედობის განცდა,ფიქრები იმის შესახებ რომ მოძალადის მხილებით შეიძლებოდა სხვა ადამიანებიც მეხსნა მსგავსი ტრავმებისგან.

მწერენ ასევე ადამიანები,ვისაც ასეთივე ამბავი გადახდათ. შეემთხვათ მინდოდა დამეწერა "ისტორია"თქო, მაგრამ ეს შემთხვევები სამწუხაროდ ისტორიას არასდროს რჩება და ის მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღად გვაქვს დასმული, მანამ სანამ სამართლიანობის განცდა არ დაგვეუფლება.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ,მე შევიტანე სარჩელი,დაწყებულია გამოძიება,რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ პერიოდის განმავლობაში მოვისმინე არაერთი მსგავსი ფაქტის შესახებ,რომელიც სწორედ ამ ადამიანს "ბიკო ბირბიჩაძეს" უკავშირდება.გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მაქვს უფლება ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ახლა ყველა თქვენგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის,ვინც ძალადობის მსხვერპლია.

შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა ახლა ერთადერთი გზაა,რომ მივიდეთ სამართლიანობის განცდამდე. დროა დავარღვიოთ წლების განმავლობაში დაგროვილი სიჩუმე და ერთად მივაღწიოთ იმას,რომ ეს ამბავი ჩვენს ცხოვრებაში "ისტორიას დარჩეს"მაგრამ ეს დუმილით ვერ მიიღწევა", - წერს მარტა ბარამიძე.