"ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ", - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს.
"მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წყლების არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ პერსონალს, თუმცა მშრალად, დათვალიერებითა და რამდენიმე წლის წინანდელი დასკვნებით, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ის რაც მე ვთქვი, ეს იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა. ახლაც მიდის პროცესი სამხარაულში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ხარჯთეფექტურობა. როცა რამეს ვარემონტებთ, ან რეკონსტრუქციას ვაკეთებთ პირველ რიგში ხარჯთეფექტურობა უნდა შევაფასოთ. რესპუბლიკური საავადმყოფო არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი.
დაახლოებით სამი წლის განმავლობაში , ევროპის საინვესტიციო ბანკი სწავლობდა აღნიშნულ შენობას და მათ აქვთ წინასწარი დასკვნები. მე ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ. ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა არაა სწორი. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. სამედიცინო დაწესებულება ადამიანებს მაღალ სტანდარტსა და სრულ სამედიცინო სერვისის შესთავაზებს. ჩვენ სახელმწიფო კლინიკები უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ღირსეული ანაზღაურების გარეშე.
„ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათ დასაქმებაზე და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. იმ შემთხვევაში, კი თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისში არსებული ზოგიერთი საავადმყოფო მე-19 საუკუნეშია აშენებული. კაპიტალური რემონტისა და განახლება-რესტავრაციის შემდეგ დღესაც ექსპლუატაციაშია და გამართულად მუშაობს, მაგალითად ალადაშვილის სახელობის კლინიკა...
გაუგებარია თუ რა გადაუდებელი აუცილებლობაა გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებული რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა და მის ადგილზე ახალი კორპუსის აშენება??!!!
დანამდვილებით ვიცი, რომ არსებული ეს რკინა-ბეტონის კონსტრუქცია კაპიტალურად და სინდის-ნამუსიანადაა აშენებული და სულ მცირე კიდევ ორი საუკუნე მაინც გაძლებდა!
მის ნაცვლად ახალი კორპუსისა თუ კორპუსების აშენება ეტყობა მთავრობის წევრთა ბიზნეს-ფინანსურ ინტერესებშია...
სრულებითაც არ გამოვრიცხავ, რომ იქ არსებულ უზარმაზარ ტერიტორიაზე ზემაღალი მოგების მიზნით საცხოვრებელი კორპუსების აშენებაც იყოს ჩაფიქრებული.
პ.ს. ზოგიერთები მსუნაგობის გამო ვერ ძღებებიან და ღირსები ხომ იქნებიან, რომ კინწისყვრით გაყარონ ხელისუფლებიდან!
ასეთი სისულელეს სიზმარშიც კი ვერ ნახავთ.