პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს: "ჩეჩნეთის ლიდერმა ვაჟების უეცარი და აქტიური ჩართვა დაიწყო რესპუბლიკის მთავრობაში" - რას წერს მედია?
კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს: "ჩეჩნეთის ლიდერმა ვაჟების უეცარი და აქტიური ჩართვა დაიწყო რესპუბლიკის მთავრობაში" - რას წერს მედია?

კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გავ­რცელ­და. ამ­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ტე­ლეგ­რა­მის ჩეჩ­ნურ არ­ხებ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. 2023 წლის თე­ბერ­ვლის ბო­ლოს - მარ­ტის და­სა­წყის­ში, კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბა ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მად იქცა მე­დი­ა­ში.

21 თე­ბერ­ვალს რამ­ზა­ნი მოს­კოვ­ში პუ­ტი­ნის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლი­სას არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. 3 მარტს კი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩეჩ­ნე­თის უფ­რო­სის უფ­როს ვაჟს, 17 წლის ახ­მატს შეხ­ვდა. უფრო მე­ტიც, მას თან ახ­ლდა არა თა­ვად კა­დი­რო­ვი, არა­მედ რუს­ლან ედელ­გე­რი­ე­ვი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი კლი­მა­ტის სა­კი­თხებ­ში.

შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა ახ­მა­ტის­თვის ერ­თგვა­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ქორ­წი­ლო სა­ჩუ­ქა­რი იყო (მე­ო­რე დღეს ახ­მატ კა­დი­რო­ვი მარ­თლაც და­ქორ­წინ­და). შეხ­ვედ­რა­ზე ძი­რი­თა­დად ახ­მა­ტის ბა­ბუ­ა­ზე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იჩ­კე­რი­ის ყო­ფი­ლი მუფ­ტის, რუ­სე­თის მხა­რე­ზე გა­და­სუ­ლი ახ­მატ-ხაჯი კა­დი­რო­ვის ის­ტო­რი­ულ როლ­ზე ისა­უბ­რეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2004 წელს, მა­მის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა რამ­ზა­ნი კრემლში მი­ვი­და სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­ურ­თან შე­სახ­ვედ­რად, მას ამ დროს სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მე­ლი ეცვა. ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ და­ი­წყო კა­დი­რო­ვის პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა.

გერ­მა­ნუ­ლი ტაბ­ლო­ი­დის Bild-ი წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ კა­დი­როვს თირკმე­ლე­ბის ავამდყო­ფო­ბა აქვს, მან გროზ­ნო­ში აბუ და­ბი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნა ნეფ­რო­ლო­გი, რათა მე­თა­უ­რი გა­ე­სინ­ჯა. მე­დი­ის ცნო­ბით ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ ენ­დო­ბა რუს ექი­მებს. ამის სა­ფუძ­ველ­ზე, კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ბლო­გე­რე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ კა­დი­რო­ვი მო­წამ­ლუ­ლი იყო რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ. ამ ვერ­სი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, კა­დი­რო­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და 13 მარტს რუ­სეთ­ში გაფ­რე­ნი­ლი­ყო და პუ­ტინს შეხ­ვედ­რო­და.

ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, კა­დი­როვ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებ­ზე: "მათ, ვინც თავს იმ­შვი­დებს , რომ მე სა­სიკ­ვდი­ლოდ ავად ვარ: ბო­დი­ში, რომ გა­წყე­ნი­ნეთ".

  • რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კა­დი­რო­ვის ახლო წრე­ში "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" წყა­რო­ებ­მა და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, რომ თით­ქოს კა­დი­რო­ვი მძი­მედ იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამ და­ა­ვა­დე­ბის 30%-ში სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ იძ­ლე­ო­და შეშ­ფო­თე­ბის არა­ნა­ირ მი­ზეზს. მაგ­რამ გა­სუ­ლი წლის ივ­ნი­სი­დან, "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და.

ეს და­ა­ვა­დე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბის, პირ­ველ რიგ­ში, თირკმე­ლე­ბი­სა და ფილ­ტვე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა (აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ზე მძი­მე ქო­ში­ნი). ამ და­ა­ვა­დე­ბას თან ახ­ლავს მტან­ჯვე­ლი შე­ტე­ვი­თი ტკი­ვი­ლე­ბი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნი ვერ იძი­ნებს. ძლი­ე­რი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბიც კი, რომ­ლებ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ უნიშ­ნა­ვენ კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, არ შვე­ლის.

...სულ რა­ღაც ექვს თვე­ში ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­რე­გა­ნი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და: კა­დი­როვ­მა საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რა აქ­ტი­ვო­ბა, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო პრობ­ლე­მე­ბის ყვე­ლა­ზე აშ­კა­რა ნი­შა­ნი იყო რამ­ზა­ნის არას­რულ­წლო­ვა­ნი ვა­ჟე­ბის უე­ცა­რი და აქ­ტი­უ­რი ჩარ­თვა რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა­ში.

გა­სუ­ლი წლის ივ­ნი­სი­დან, სამი მო­წყე­ნი­ლი ჩე­ჩე­ნი მო­ზარ­დი ხში­რად ჩნდე­ბო­და მე­დი­ით: 16 წლის ახ­მა­ტი, 15 წლის ადა­მი და 14 წლის ზე­ლიმ­ხან კა­დი­რო­ვე­ბი. ისი­ნი ახ­ლაც ეს­წრე­ბი­ან მა­მის მრა­ვალ­სა­ა­თი­ან შეხ­ვედ­რებს, ისი­ნი ყო­ველ­თვის თან ახ­ლდნენ მას რეს­პუბ­ლი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ვი­ზი­ტებ­ზე, ხვდე­ბოდ­ნენ ფე­დე­რა­ლურ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ხში­რად სტუმ­რობ­დნენ რეს­პუბ­ლი­კას უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან.

კა­დი­რო­ვის ვა­ჟე­ბი დო­ნეცკ­ში

თა­ვი­დან ახალ­გაზ­რდა კა­დი­რო­ვებს თან ახ­ლდა და უვ­ლი­და მათი დიდი ხნის მენ­ტო­რი, მწვრთნე­ლი და აღ­მზრდე­ლი, ცნო­ბი­ლი რუსი მოკ­რი­ვე და MMA მებ­რძო­ლი აბ­დულ-კე­რიმ ედი­ლო­ვი. გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში მად­ლი­ერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა ჩეჩ­ნე­თის მთავ­რო­ბის ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ნა თა­ვი­სი შვი­ლე­ბის დამ­რი­გე­ბე­ლი სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში.

მაგ­რამ ედი­ლო­ვი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა. სექ­ტემ­ბერ­ში იგი მო­ა­შო­რეს კა­დი­რო­ვის შვი­ლე­ბის, ხოლო ნო­ემ­ბერ­ში "თა­ვი­სი ნე­ბით" გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ჩეჩ­ნე­თის მთავ­რო­ბის­გან (ამავდრო­უ­ლად, სპორ­ტის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ედი­ლო­ვის ძმა ვა­ლი­დიც. ). დე­კემ­ბერ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 32 წლის სპორ­ტსმე­ნი უეც­რად გარ­და­იც­ვა­ლა.

რამ­ზან კა­დი­როვ­მა ედი­ლო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ რომ შე­ი­ტყო, გაბ­რაზ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ეს სა­კი­თხი ჩეჩ­ნუ­რი კონ­ცეფ­ცი­ე­ბით გა­და­წყვი­ტა. ოჯახ­თან ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და, აბ­დულ-კე­რი­მის ძმა, ვა­ლიდ ედი­ლო­ვი, ახლო წრე­ში და­აბ­რუ­ნეს და ჩეჩ­ნე­თის უფ­რო­სის აპა­რატ­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნეს.

ამა­სო­ბა­ში კა­დი­რო­ვის ვა­ჟებს, უფრო სწო­რად, უფ­როსს, ახ­მატს, ახა­ლი კუ­რა­ტო­რი-პე­და­გო­გი - რუს­ლან ედელ­გე­რი­ე­ვი და­უ­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლია კლი­მა­ტის სა­კი­თხებ­ში. გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში მე-11 კლა­სე­ლი ახ­მატ კა­დი­რო­ვი და­ი­ნიშ­ნა ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნა­შემ­წედ, შემ­დეგ კი რუ­სე­თის ახალ­გაზ­რდო­ბი­სა და სტუ­დენ­ტთა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩეჩ­ნუ­რი ფი­ლი­ა­ლის თავ­მჯდო­მა­რედ.

გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მი­დან ედელ­გე­რი­ე­ვი უფრო ხში­რად ჩა­დის გროზ­ნო­ში, მო­ნა­წი­ლე­ობს ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის შეხ­ვედ­რებ­ში ფე­დე­რა­ლურ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
3

გადადებულია🤣🤣🤣

ss
6

ნეტა ვის აინტერესებს ეს უვარგისი ან მისი ნაშიერები ისე დაამთავრებენ როგორც იმსახურებენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს: "ჩეჩნეთის ლიდერმა ვაჟების უეცარი და აქტიური ჩართვა დაიწყო რესპუბლიკის მთავრობაში" - რას წერს მედია?

კადიროვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს: "ჩეჩნეთის ლიდერმა ვაჟების უეცარი და აქტიური ჩართვა დაიწყო რესპუბლიკის მთავრობაში" - რას წერს მედია?

კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია სოციალურ მედიაში გასული წლის ბოლოს გავრცელდა. ამბები ძირითადად ტელეგრამის ჩეჩნურ არხებზე გამოქვეყნდა. 2023 წლის თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში, კადიროვის ჯანმრთელობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად იქცა მედიაში.

21 თებერვალს რამზანი მოსკოვში პუტინის საჯარო გამოსვლისას არ გამოჩენილა. 3 მარტს კი ვლადიმერ პუტინი მოულოდნელად ჩეჩნეთის უფროსის უფროს ვაჟს, 17 წლის ახმატს შეხვდა. უფრო მეტიც, მას თან ახლდა არა თავად კადიროვი, არამედ რუსლან ედელგერიევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი კლიმატის საკითხებში.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პუტინთან შეხვედრა ახმატისთვის ერთგვარი ორიგინალური საქორწილო საჩუქარი იყო (მეორე დღეს ახმატ კადიროვი მართლაც დაქორწინდა). შეხვედრაზე ძირითადად ახმატის ბაბუაზე, დამოუკიდებელი იჩკერიის ყოფილი მუფტის, რუსეთის მხარეზე გადასული ახმატ-ხაჯი კადიროვის ისტორიულ როლზე ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, მამის მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდა რამზანი კრემლში მივიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, მას ამ დროს სპორტული ტანსაცმელი ეცვა. ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო კადიროვის პოლიტიკური კარიერა.

გერმანული ტაბლოიდის Bild-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კადიროვს თირკმელების ავამდყოფობა აქვს, მან გროზნოში აბუ დაბიდან ჩამოიყვანა ნეფროლოგი, რათა მეთაური გაესინჯა. მედიის ცნობით ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, არ ენდობა რუს ექიმებს. ამის საფუძველზე, კონსპირაციული ბლოგერები ვარაუდობდნენ, რომ კადიროვი მოწამლული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ამ ვერსიის გავრცელების შემდეგ, კადიროვი იძულებული გახდა 13 მარტს რუსეთში გაფრენილიყო და პუტინს შეხვედროდა.

ამ შეხვედრის შემდეგ, კადიროვმა საბოლოოდ გააკეთა კომენტარი მის ჯანმრთელობაზე გავრცელებულ ჭორებზე: "მათ, ვინც თავს იმშვიდებს , რომ მე სასიკვდილოდ ავად ვარ: ბოდიში, რომ გაწყენინეთ".

  • რამდენიმე წლის წინ, კადიროვის ახლო წრეში "ნოვაია გაზეტას" წყაროებმა დაიწყეს საუბარი, რომ თითქოს კადიროვი მძიმედ იყო დაავადებული. ამ დაავადების 30%-ში სიკვდილით მთავრდება. რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა შეშფოთების არანაირ მიზეზს. მაგრამ გასული წლის ივნისიდან, "ნოვაია გაზეტას" წყაროების ცნობით, კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ცვლილებები მოხდა.

ეს დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების, პირველ რიგში, თირკმელებისა და ფილტვების უკმარისობა (აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე ქოშინი). ამ დაავადებას თან ახლავს მტანჯველი შეტევითი ტკივილები, რის გამოც ადამიანი ვერ იძინებს. ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებიც კი, რომლებსაც ჩვეულებრივ უნიშნავენ კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, არ შველის.

...სულ რაღაც ექვს თვეში ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარეგანი გამოვლინებები უფრო თვალსაჩინო გახდა: კადიროვმა საგრძნობლად შეამცირა აქტივობა, მაგრამ ჯანმრთელობის სავარაუდო პრობლემების ყველაზე აშკარა ნიშანი იყო რამზანის არასრულწლოვანი ვაჟების უეცარი და აქტიური ჩართვა რესპუბლიკის მთავრობაში.

გასული წლის ივნისიდან, სამი მოწყენილი ჩეჩენი მოზარდი ხშირად ჩნდებოდა მედიით: 16 წლის ახმატი, 15 წლის ადამი და 14 წლის ზელიმხან კადიროვები. ისინი ახლაც ესწრებიან მამის მრავალსაათიან შეხვედრებს, ისინი ყოველთვის თან ახლდნენ მას რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ვიზიტებზე, ხვდებოდნენ ფედერალურ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ რესპუბლიკას უკრაინაში ომის დაწყებიდან.

კადიროვის ვაჟები დონეცკში

თავიდან ახალგაზრდა კადიროვებს თან ახლდა და უვლიდა მათი დიდი ხნის მენტორი, მწვრთნელი და აღმზრდელი, ცნობილი რუსი მოკრივე და MMA მებრძოლი აბდულ-კერიმ ედილოვი. გასული წლის თებერვალში მადლიერმა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობის ვიცე-პრემიერად დანიშნა თავისი შვილების დამრიგებელი სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის საკითხებში.

მაგრამ ედილოვი ამ თანამდებობაზე დიდხანს არ დარჩენილა. სექტემბერში იგი მოაშორეს კადიროვის შვილების, ხოლო ნოემბერში "თავისი ნებით" გაათავისუფლეს ჩეჩნეთის მთავრობისგან (ამავდროულად, სპორტის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს ედილოვის ძმა ვალიდიც. ). დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის სპორტსმენი უეცრად გარდაიცვალა.

რამზან კადიროვმა ედილოვის გარდაცვალების შესახებ რომ შეიტყო, გაბრაზდა, მაგრამ საბოლოოდ ეს საკითხი ჩეჩნური კონცეფციებით გადაწყვიტა. ოჯახთან ერთად ყველაფერი დალაგდა, აბდულ-კერიმის ძმა, ვალიდ ედილოვი, ახლო წრეში დააბრუნეს და ჩეჩნეთის უფროსის აპარატში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს.

ამასობაში კადიროვის ვაჟებს, უფრო სწორად, უფროსს, ახმატს, ახალი კურატორი-პედაგოგი - რუსლან ედელგერიევი დაუნიშნეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველია კლიმატის საკითხებში. გასული წლის სექტემბერში მე-11 კლასელი ახმატ კადიროვი დაინიშნა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თანაშემწედ, შემდეგ კი რუსეთის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა ორგანიზაციის ჩეჩნური ფილიალის თავმჯდომარედ.

გასული წლის შემოდგომიდან ედელგერიევი უფრო ხშირად ჩადის გროზნოში, მონაწილეობს ჩეჩნეთის მეთაურის შეხვედრებში ფედერალურ პოლიტიკოსებთან...წყარო