მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!" - პრეზიდენტი
"დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!" - პრეზიდენტი

და­უს­ჯე­ლო­ბამ, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი სარ­გებ­ლობ­და, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა მას, სამ­ხედ­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თა­ვი­სი მე­ზობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თო ტაქ­ტი­კად და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბუ­ჩა­ში უმი­ზე­ზოდ არ და­ღუ­პუ­ლან და უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბით მალე მშვი­დო­ბა და­ი­სად­გუ­რებს,- ასე მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ბუ­ჩას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს - უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას პრე­ზი­დენ­ტებს, სლო­ვა­კე­თის, სლო­ვე­ნი­ი­სა და ხორ­ვა­ტი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებს.

სა­მი­ტი - "ბუჩა – რუ­სე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე", ჰიბ­რი­დულ ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­და, რო­მელ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ვი­დე­ო­მი­მარ­თვით წარ­სდგა.

"პრე­ზი­დენ­ტო ზე­ლენ­სკი, ძვირ­ფა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბავ, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ამ სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ არ ვი­ვი­წყებთ აგ­რე­სი­ი­სა და სი­სას­ტი­კის წი­ნა­შე უკ­რა­ი­ნის შე­სა­ნიშ­ნავ სიმ­ტკი­ცე­სა და სი­მა­მა­ცეს.

პრე­ზი­დენ­ტო ზე­ლენ­სკი, ამ დღეს ფი­ზი­კუ­რად მსურ­და თქვენ გვერ­დით ყოფ­ნა, თუმ­ცა პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­დაც წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ვა­გეთ მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა და ევ­რო­პის ის­ტო­რი­ის ამ სა­მარ­ცხვი­ნო ფურ­ცლის მსხვერ­პლთ.

ერთი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლიო შოკ­ში ჩა­აგ­დო ბუ­ჩა­ში გა­და­ღე­ბულ­მა ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლამ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის მი­მართ რუსი აგ­რე­სო­რე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სი­სას­ტი­კეს ასა­ხავ­და. ეს იყო შემ­ზა­რა­ვი გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კი­სა და და­ნა­შა­უ­ლე­ბის შეხ­სე­ნე­ბა, შეხ­სე­ნე­ბა იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა უკონ­ტრო­ლო სამ­ხედ­რო ძა­ლამ ჩა­ი­დი­ნოს, და­უს­ჯე­ლო­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის შეგ­რძნე­ბის გა­რე­შე - ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის სიწ­მინ­დის არა­ვი­თა­რი გან­ცდით.

პა­ტივ­ცე­მუ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ამ ფო­ტო­ებ­მა შოკ­ში ჩა­აგ­დო მსოფ­ლიო და ჩვენც, სა­ქარ­თვე­ლო­ში შეშ­ფო­თე­ბულ­ნი და შო­კი­რე­ბულ­ნი ვი­ყა­ვით, კი­დევ ერთხელ გაგ­ვახ­სენ­და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­და­პი­რი აგ­რე­სია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხი და მათ მიერ რუ­სე­თის რე­ჟი­მის რე­ა­ლუ­რი არ­სის გა­გე­ბა უფრო მტკი­ცე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ყი­რიმ­ში აგ­რე­სი­ის გა­მე­ო­რე­ბა და პირ­და­პი­რი ანექ­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პე­ბის პირ­და­პი­რი დარ­ღვე­ვა შე­საძ­ლოა თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მა­შინ, 2022 წლის 24 თე­ბერ­ვა­ლი შე­საძ­ლოა, ერთი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე ყო­ფი­ლი­ყო მშვი­დო­ბი­ა­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის. შე­საძ­ლოა, ბუჩა არ მომ­ხდა­რი­ყო.

თუმ­ცა, რე­ა­ლო­ბა სხვაა - და­უს­ჯე­ლო­ბამ, რომ­ლი­თაც რუ­სე­თი სარ­გებ­ლობ­და, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა მას, სამ­ხედ­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, თა­ვი­სი მე­ზობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თო ტაქ­ტი­კად და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა.

რუ­სე­თი დღემ­დე აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს 20%-ის ოკუ­პა­ცი­ას, რაც ყო­ველ­დღი­უ­რად ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრობ­ლე­მებს ქმნის. სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა ქარ­თველს ეს­მის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ გან­ცდი­ლი ტკი­ვი­ლი და ტან­ჯვა და ურ­ყევ სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს უკ­რა­ი­ნას.

პა­ტივ­ცე­მუ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, დღეს ეჭ­ვე­ბი და ყოყ­მა­ნი გაქ­რა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს­მის, რომ დე­მოკ­რა­ტია და თა­ვი­სუფ­ლე­ბა საფრ­თხის წი­ნა­შეა და არ­ჩე­ვა­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ზეა: დიქ­ტა­ტო­რულ და სა­შიშ რუ­სე­თის მმარ­თვე­ლო­ბა­სა (რო­მე­ლიც კერ­ძო და­ქი­რა­ვე­ბულ პი­რებს მი­მარ­თავს თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი ომის სა­წარ­მო­ებ­ლად) და ჩვენს სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვას შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და აყ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­მავ­ლის ასა­შე­ნებ­ლად.

ჩვე­ნი ერ­თო­ბა, ახლა და ყო­ველ­დღი­უ­რად, აგ­რე­სი­ის, სი­სას­ტი­კის, უსა­მარ­თლო­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პე­ბის აშ­კა­რა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის წი­ნა­აღ­მდეგ უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ოდეს­მე.

პრე­ზი­დენ­ტო ზე­ლენ­სკი, მად­ლო­ბას გიხ­დით გლო­ბა­ლუ­რი სამ­შვი­დო­ბო სა­მი­ტი­სათ­ვის, რად­გან ჩვე­ნი ჭეშ­მა­რი­ტი, სა­ბო­ლოო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ერ­თა­დერ­თი გზა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მაა.

მხო­ლოდ ისე­თი სამ­ყა­რო შე­იძ­ლე­ბა იყოს მშვი­დო­ბის სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც რუ­სე­თი უარს იტყვის თა­ვის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ მის­წრა­ფე­ბებ­ზე და და­თან­ხმდე­ბა ისეთ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­დაქ­ცე­ვას, რო­მელ­საც სხვე­ბის მსგავ­სად აქვს და აღი­ა­რებს სა­კუ­თარ და მე­ზობ­ლე­ბის სა­ზღვრებს.

პრე­ზი­დენ­ტო ზე­ლენ­სკი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, ნება მო­მე­ცით კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტო ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა, გი­სურ­ვოთ გამ­ბე­და­ო­ბა და ურ­ყე­ვი მონ­დო­მე­ბა თქვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ევ­რო­პის მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლა­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ბუ­ჩა­ში უმი­ზე­ზოდ არ და­ღუ­პუ­ლან და უკ­რა­ი­ნი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბით მალე მშვი­დო­ბა და­ი­სად­გუ­რებს!“- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეეხხხ
0

შენ რა გენაღვლება, შვილები ხომ დააბინავე კარგად. ერთი ბუჩაში დაღუპულების მშობლებს ჰკითხე...

ერმონია
36

გამარჯვების ბანკეტი არ გამომაპაროთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!" - პრეზიდენტი

"დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!" - პრეზიდენტი

დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა - დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტის მონაწილეებს - უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს.

სამიტი - "ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე", ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარსდგა.

"პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არ ვივიწყებთ აგრესიისა და სისასტიკის წინაშე უკრაინის შესანიშნავ სიმტკიცესა და სიმამაცეს.

პრეზიდენტო ზელენსკი, ამ დღეს ფიზიკურად მსურდა თქვენ გვერდით ყოფნა, თუმცა პარლამენტში სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მსოფლიო ცივილიზაციისა და ევროპის ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის მსხვერპლთ.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. ეს იყო შემზარავი გაცნობიერება და თითოეული ჩვენგანისათვის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულების შეხსენება, შეხსენება იმ დანაშაულებისა, რომლებიც შეიძლება უკონტროლო სამხედრო ძალამ ჩაიდინოს, დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე - ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის არავითარი განცდით.

პატივცემულო საზოგადოება, ამ ფოტოებმა შოკში ჩააგდო მსოფლიო და ჩვენც, საქართველოში შეშფოთებულნი და შოკირებულნი ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ჩვენი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი აგრესია.

საერთაშორისო საზოგადოების პასუხი და მათ მიერ რუსეთის რეჟიმის რეალური არსის გაგება უფრო მტკიცე რომ ყოფილიყო, ყირიმში აგრესიის გამეორება და პირდაპირი ანექსიით საერთაშორისო პრინციპების პირდაპირი დარღვევა შესაძლოა თავიდან აცილებული ყოფილიყო. მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალი შესაძლოა, ერთი, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეებისათვის. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო.

თუმცა, რეალობა სხვაა - დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა.

რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.

პატივცემულო საზოგადოება, დღეს ეჭვები და ყოყმანი გაქრა, საერთაშორისო საზოგადოებას ესმის, რომ დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის წინაშეა და არჩევანი ცივილიზაციაზეა: დიქტატორულ და საშიშ რუსეთის მმართველობასა (რომელიც კერძო დაქირავებულ პირებს მიმართავს თავისი აგრესიული ომის საწარმოებლად) და ჩვენს საერთო ძალისხმევას შორის თავისუფალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ასაშენებლად.

ჩვენი ერთობა, ახლა და ყოველდღიურად, აგრესიის, სისასტიკის, უსამართლობის, ადამიანური ცხოვრებისა და საერთაშორისო პრინციპების აშკარა უგულებელყოფის წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობას გიხდით გლობალური სამშვიდობო სამიტისათვის, რადგან ჩვენი ჭეშმარიტი, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემაა.

მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს.

პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.