პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1 აპრილიდან ამოქმედდა
3 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1 აპრილიდან ამოქმედდა

დღე­ი­დან, 1-ლი აპ­რი­ლი­დან ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტა­პი ამოქ­მედ­და, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ტაქ­სის ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის ნე­ბარ­თვე­ბის უვა­დოდ, სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მას.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის თქმით, 1-ლი აპ­რი­ლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა www.taxi.tbilisi.gov.ge-ს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვებ-გვერ­დიც, სა­დაც ტაქ­სის ნე­ბარ­თვე­ბის გა­ყიდ­ვა და იჯა­რით გა­ცე­მა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"1-ლი აპ­რი­ლი­დან ძა­ლა­ში შე­დის ტაქ­სის რე­ფორ­მის მე­სა­მე ეტა­პი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის­თვის ნე­ბარ­თვე­ბის უვა­დოდ, სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მას. იმ ფი­ზი­კურ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვის­ზეც 1-ელ აპ­რილს გა­ი­ცე­მა A კა­ტე­გო­რი­ის უვა­დო ნე­ბარ­თვე­ბი, გას­ცდა 35 000-ს. ახა­ლი ნე­ბარ­თვე­ბის აქ­ტი­ვა­ცი­ის ვადა მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი აპ­რი­ლი­დან 2024 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დეა გან­სა­ზღვრუ­ლი. ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის ლი­ცენ­ზი­ის მფლო­ბე­ლია, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, ნე­ბარ­თვა გა­ა­აქ­ტი­უ­როს და ის კონ­კრე­ტულ ავ­ტო­მო­ბილს მი­ა­ბას. თუ ნე­ბარ­თვის შე­ნახ­ვას გა­და­წყვეტს და მას არ გა­მო­ი­ყე­ნებს, მა­შინ ერთი წლის შემ­დეგ, სა­უ­რა­ვი და­ე­კის­რე­ბა - დღე­ში სამი ლარი“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

ასე­ვე დღე­ი­დან A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლებს მგზავ­რე­ბის აყ­ვა­ნა-ჩა­მოს­მა ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად მუ­შა­ობს ცვლი­ლე­ბა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დღე­ი­დან, 1-ლი აპ­რი­ლი­დან A კა­ტე­გო­რი­ის ტაქ­სის მძღო­ლებს ავ­ტო­ბუ­სის ზოლ­ში გა­დას­ვლა და მგზავ­რის აყ­ვა­ნა-ჩა­მოს­მა შე­ეძ­ლე­ბათ.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

1 აპ­რი­ლი­დან მომ­ხმა­რე­ბელს რამ­დე­ნი­მე ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტის შე­და­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის 6 იან­ვრის ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად შე­თა­ვა­ზე­ბი­სას, ფი­ნან­სურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს თი­თო­ე­უ­ლი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტის ფა­სის გამჭვირ­ვა­ლედ მი­თი­თე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სა­თა­ნა­დო გამ­ჟღავ­ნე­ბა, რათა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს მის­თვის ერთი ან რამ­დე­ნი­მე ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქტ(ებ)ის შე­და­რე­ბა.

ფა­სის მი­თი­თე­ბა არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ისე­თი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მელ­საც ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს მხო­ლოდ სხვა სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში და რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ფი­ნან­სურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ამ­გვარ სა­ფი­ნან­სო პრო­დუქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ამ პუნ­ქტით გან­სა­ზღვრულ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ერ­თად, მომ­ხმა­რე­ბელს სა­თა­ნა­დოდ უნდა მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ფი­ნან­სო პრო­დუქ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია ბრძა­ნე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
1

2 დიპლომიანებზე პრივილეგიები არ გაქვთ? 

კალაძეს
10

ბასლაინზე სასწრაფოს გარდა ყველას უნდა აეკრძალოს, 112-ის გარდა არავის არ უნდა ქონდეს მანდ მოძრაობის უფლება, არც მერიის მანქანას არც კუდი სოდის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

3 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1 აპრილიდან ამოქმედდა

3 ცვლილება, რომელიც საქართველოში 1 აპრილიდან ამოქმედდა

დღეიდან, 1-ლი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს ტაქსის ლიცენზიის მქონე პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას.

ამასთან, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდიც, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა იქნება შესაძლებელი.

"1-ლი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც 1-ელ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან 2024 წლის 1-ელ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება - დღეში სამი ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე.

ასევე დღეიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლში შეეძლებათ.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, დღეიდან, 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

1 აპრილიდან მომხმარებელს რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტის შედარება შეეძლება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 6 იანვრის ბრძანებაშია აღნიშნული.

"საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თითოეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლებისთვის სათანადო გამჟღავნება, რათა მომხმარებლისთვის შესაძლებელი იყოს მისთვის ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტ(ებ)ის შედარება.

ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთი საფინანსო პროდუქტის შემთხვევაში, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და რომელიც მომხმარებლისთვის არ არის ხელმისაწვდომი როგორც დამოუკიდებელი საფინანსო პროდუქტი. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ ამგვარ საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით, ამ პუნქტით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, მომხმარებელს სათანადოდ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფინანსო პროდუქტი დამოუკიდებლად არ არის ხელმისაწვდომი,“- აღნიშნულია ბრძანებაში.