საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა სასტუმროს ნომერი" - რას ამბობენ "ამბასადორში" დაკავებულ პირზე და ინფორმაციაზე, რომ მან ხანძრის გაჩენამდე ფული წააგო?
"ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა სასტუმროს ნომერი" - რას ამბობენ "ამბასადორში" დაკავებულ პირზე და ინფორმაციაზე, რომ მან ხანძრის გაჩენამდე ფული წააგო?

სა­მო­რი­ნე "ამ­ბა­სა­დორ­ში" უარ­ყო­ფენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შსს-ს მიერ და­კა­ვე­ბულ პი­როვ­ნე­ბას რა­ი­მე კვე­თა ჰქონ­და მათ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­მო­რი­ნეს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ამ წუ­თე­ბამ­დე ვრცელ­დე­ბა და წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მი­ზან­მი­მარ­თულ მცდე­ლო­ბას.

ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­კა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სტუმ­რობ­და სა­მო­რი­ნე ამ­ბა­სა­დორს, წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს. გვსურს ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი პირი არ სტუმ­რობ­და სა­მო­რი­ნე ამ­ბა­სა­დორს და არ იყო ვე­რი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

მას არა­ნა­ი­რი გა­დაკ­ვე­თა არ ჰქო­ნია სა­მო­რი­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ამ­ბა­სა­დო­რის" იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ პირს, რო­მე­ლიც შსს-მ და­ა­კა­ვა, სას­ტუმ­როს ნო­მე­რი ორი-სამი დღის აღე­ბუ­ლი ჰქონ­და ნო­მე­რი.

"ეს ადა­მი­ა­ნი, ვის­ზე­დაც მე­სა­უბ­რე­ბით, აქ ცხოვ­რობ­და, ორი თუ სამი დღის აღე­ბუ­ლი ჰქონ­და ნო­მე­რი, მაგ­რამ მან გა­ა­ჩი­ნა თუ არა ხან­ძა­რი, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ მე არ შე­მიძ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სია ბევ­რია, გა­ა­ჩი­ნა ფი­ზი­კურ­მა პირ­მა, თუ გაჩ­ნდა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. აქ ყვე­ლა­ნა­ი­რი ნორ­მა და­ცუ­ლია. ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა რო­გო­რიც არ უნდა გა­ა­კე­თო, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ამ ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რო­ბის გა­მოც­დის. მა­გა­ლი­თად, თუ ფი­ზი­კურ­მა პირ­მა გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა ხან­ძა­რი, ძნე­ლია, ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ოს, რომ ის არ გავ­რცელ­დეს. მი­თუ­მე­ტეს, როცა ასე­თი მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ბევ­რი ხა­ლი­ჩაა, ბევ­რი ფარ­და და შპა­ლე­რია და მარ­ტი­ვად აა­ლე­ბა­დია" - ამ­ბობს სას­ტუმ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ცნო­ბის­თვის, სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დორ­ში“ ხან­ძა­რი გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა, რის შე­დე­გა­დაც შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 16 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟი მუ­შა­ობ­და. პო­ლი­ცი­ამ დღეს დი­ლით და­ა­კა­ვა პირი, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ამ­ბა­სა­დო­რის" ერთ-ერთ ნო­მერ­ში მყოფ­მა სტუ­მარ­მა გა­ა­ჩი­ნა ხან­ძა­რი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და სას­ტუმ­როს მე­სა­მე და მე­ო­თხე სარ­თულ­ზე.შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს ხან­ძრის ქრო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­კა­ვე­ბუ­ლი სწო­რედ ის პი­როვ­ნე­ბაა, რომ­ლის კად­რე­ბიც გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბო­და. კად­რებ­ში ჩან­და ნა­ხევ­რად შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ხან­ძრის შემ­დეგ ცდი­ლობ­და, სას­ტუმ­რო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ანჩისხატის ტაძარი, თბილისის ყველაზე უძველესი ეკლესიაა, თავისი ძვირფასი ისტორიული წარსულუთ, მის ფაქტიურად ეზოში არ უნდა იყოს კაზინო და ე.წ სასტუმრო......

 

Status quo
4

საერთოდ, ცეცხლის წაკიდება ძნელი დასამტკუცებელია, თუ თვითონ არ აღიარა, ან სხვა უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს.მაგ. ვიდეოკადრები, ნავთის ან სხვა კატალიზატორის ხელებზე არსებობა და ა.შ.

ავტორი:

"ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა სასტუმროს ნომერი" - რას ამბობენ "ამბასადორში" დაკავებულ პირზე და ინფორმაციაზე, რომ მან ხანძრის გაჩენამდე ფული წააგო?

"ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა სასტუმროს ნომერი" - რას ამბობენ "ამბასადორში" დაკავებულ პირზე და ინფორმაციაზე, რომ მან ხანძრის გაჩენამდე ფული წააგო?

სამორინე "ამბასადორში" უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შსს-ს მიერ დაკავებულ პიროვნებას რაიმე კვეთა ჰქონდა მათ საქმიანობასთან.

ამის შესახებ ნათქვამია სამორინეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ამ წუთებამდე ვრცელდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას.

ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკავებული პიროვნება სტუმრობდა სამორინე ამბასადორს, წარმოადგენს სიცრუეს. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ.

მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან" - ნათქვამია განცხადებაში.

"ამბასადორის" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი "ტვ პირველთან" საუბარში ამბობს, რომ პირს, რომელიც შსს-მ დააკავა, სასტუმროს ნომერი ორი-სამი დღის აღებული ჰქონდა ნომერი.

"ეს ადამიანი, ვისზედაც მესაუბრებით, აქ ცხოვრობდა, ორი თუ სამი დღის აღებული ჰქონდა ნომერი, მაგრამ მან გააჩინა თუ არა ხანძარი, ამაზე საუბარი ჯერ მე არ შემიძლია. გამოძიების ვერსია ბევრია, გააჩინა ფიზიკურმა პირმა, თუ გაჩნდა ელექტროენერგიის საშუალებით. აქ ყველანაირი ნორმა დაცულია. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა როგორიც არ უნდა გააკეთო, არის შემთხვევები, რომელიც ამ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობის გამოცდის. მაგალითად, თუ ფიზიკურმა პირმა განზრახ გააჩინა ხანძარი, ძნელია, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ იმდენად ეფექტურად იმუშაოს, რომ ის არ გავრცელდეს. მითუმეტეს, როცა ასეთი მაღალი კლასის სასტუმროში, სადაც ბევრი ხალიჩაა, ბევრი ფარდა და შპალერია და მარტივად აალებადია" - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძარი გუშინ დაახლოებით 18:00 საათზე გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის მესამე სართული მთლიანად განადგურდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. პოლიციამ დღეს დილით დააკავა პირი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ხანძარი განზრახ გააჩინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებული სწორედ ის პიროვნებაა, რომლის კადრებიც გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. კადრებში ჩანდა ნახევრად შიშველი მამაკაცი, რომელიც ხანძრის შემდეგ ცდილობდა, სასტუმრო დაეტოვებინა.

ნახეთ ასევე: