ავტორი:

ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა - რა დამატებითი დეტალები ხდება მომხდარზე ცნობილი?

ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა - რა დამატებითი დეტალები ხდება მომხდარზე ცნობილი?
  • ფოტოზე: ვასილ მებურიშვილი

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ორი ადამიანი. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოკლული ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ვასილ მებურიშვილია. ის წლების წინ მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

რაც შეეხება მომხდარს, არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.