მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უიმბლდონი წელს რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს "ნეიტრალური სტატუსით" ტურნირზე დაუშვებს: რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ მათ?
უიმბლდონი წელს რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს "ნეიტრალური სტატუსით" ტურნირზე დაუშვებს: რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ მათ?
  • ფო­ტო­ზე: რუსი და­ნილ მედ­ვე­დე­ვი და ბე­ლა­რუ­სი არი­ნა სო­ბო­ლენ­კი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გში მა­ღალ პო­ზი­ცი­ებს იკა­ვე­ბენ

წელს რუ­სე­თის და ბე­ლა­რუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც და­თან­ხმდე­ბი­ან "ნე­იტ­რა­ლუ­რი“ მო­თა­მა­შის სტა­ტუ­სით გა­მოს­ვლას, უიმბლდო­ნის სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ნე­ბას დარ­თა­ვენ. მათ ასე­ვე მო­უ­წევთ კი­დევ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

"რო­ი­ტერ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აეკ­რძა­ლე­ბათ იმ სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც "რუ­სე­თის შეჭ­რას უკ­რა­ი­ნა­ში ემ­ხრო­ბი­ან“ და რომ­ლებ­საც "რუ­სე­თის ან უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბე­ბი აფი­ნან­სე­ბენ".

უკ­რა­ი­ნა­ში უიმბლდო­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ამ ამ ქვეყ­ნე­ბის სპორ­ტსმე­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამო­რა­ლურს უწო­დე­ბენ. ამ ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, დმიტ­რო კუ­ლე­ბამ მო­უ­წო­და ბრი­ტა­ნეთს, აუკ­რძა­ლოს ამ ორი ქვეყ­ნის სპორ­ტსმე­ნებს ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა.

"ჩვენ კვლა­ვაც ვგმობთ რუ­სე­თის უკა­ნონ შეჭ­რას და მხარს ვუ­ჭერთ უკ­რა­ი­ნას, ეს იყო ჩვენ­თვის მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა, ეს რო­გორ იმოქ­მე­დებ­და მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე", - აცხა­დე­ბენ უიმბლდო­ნის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კლუბ­ში.

ამ ორი ქვეყ­ნის სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის ორი მთა­ვა­რი პი­რო­ბაა და­წე­სე­ბუ­ლი:

1. თან­ხმო­ბა, რომ არ გა­მო­ხა­ტა­ვენ მხარ­და­ჭე­რას რუ­სე­თის და ბე­ლა­რუ­სის რე­ჟი­მე­ბი­სა და მათი ლი­დე­რე­ბის მი­მართ;

2. არ უნდა ფი­ნანსდე­ბოდ­ნენ ეს სპორ­ტსმე­ნე­ბის რუ­სე­თის და ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის­გან და არც მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სპონ­სო­რე­ბის­გან.

ჩოგ­ბურ­თე­ლებს მათ გუნ­დებ­თან ერ­თად, მო­უ­წევთ ხელი მო­ა­წე­რონ ნე­იტ­რა­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე დეკ­ლა­რა­ცი­ას, დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სას­ჯე­ლი იქ­ნე­ბა დიდი ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მე­ბი და ასე­ვე დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია.

უილმბდო­ნი ძვე­ლე­სი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნი­რია მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც 1877 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა ლონ­დო­ნის უბან უიმბლდონ­ში. მი­იჩ­ნე­ვა ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ტურ­ნი­რად ჩოგ­ბურთში.

უიმბლდო­ნი არის ოთხი­დან ერთ-ერთი დიდი მუ­ზა­რა­დის ტურ­ნი­რე­ბი­დან და ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ბა­ლა­ხის სა­ფა­რის კორ­ტებ­ზე. ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად უიმბლდო­ნი წე­ლი­წა­დის მე­სა­მე დიდი სლე­მის ტურ­ნი­რია, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად იწყე­ბა ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში და ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქალ­თა ფი­ნა­ლი შა­ბათ დღეს, ხოლო მა­მა­კაც­თა ფი­ნა­ლი კვი­რას იმარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

გია
17

გაეროს ადამიანის უფლებებში ფუნდამენტური პრინციპია, რომ ადამიანთა დისკრიმინაცია ეროვნულ ნიადაგზე არის რასიზმი და შესაბამისად, ცივილიზებულ სამყაროში აკრძალულია (ნებისმიერი ფორმით) და ასევე დასჯადია. რადგან დასავლეთის ქვეყნები ეწევიან რუსი და ბელორუსი სპორტსემენების და მომღერლების დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით ოფიციალურად (პოლიტიკოსებზე და სამხედროებზე აღარაფერს ვამბობთ), გამოდის რომ ოფიციალურად, ევროპა,აშშ, კანადა და ავსტრალია უკვე აღარ არიან დემოკრატიული სახელმწიფოები და გახნდნენ რასისტული/ფაშისტური ქვეყნები. რუსეთი აგრესორია თუ არა, ეს კიდევ ცალკე საკითხია და არანაირად არაა კავშირში ეთნიკურ დისკრიმინაციასთან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

უიმბლდონი წელს რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს "ნეიტრალური სტატუსით" ტურნირზე დაუშვებს: რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ მათ?

უიმბლდონი წელს რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს "ნეიტრალური სტატუსით" ტურნირზე დაუშვებს: რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ მათ?
  • ფოტოზე: რუსი დანილ მედვედევი და ბელარუსი არინა სობოლენკი, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში მაღალ პოზიციებს იკავებენ

წელს რუსეთის და ბელარუსის წარმომადგენლებს, რომლებიც დათანხმდებიან "ნეიტრალური“ მოთამაშის სტატუსით გამოსვლას, უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირში მონაწილეობის ნებას დართავენ. მათ ასევე მოუწევთ კიდევ გარკვეული პირობების შესრულება.

"როიტერსის" ინფორმაციით, მონაწილეობა აეკრძალებათ იმ სპორტსმენებს, რომლებიც "რუსეთის შეჭრას უკრაინაში ემხრობიან“ და რომლებსაც "რუსეთის ან უკრაინის მთავრობები აფინანსებენ".

უკრაინაში უიმბლდონის გადაწყვეტილებით აღშფოთებულები არიან და ამ ამ ქვეყნების სპორტსმენების მონაწილეობას ამორალურს უწოდებენ. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა ბრიტანეთს, აუკრძალოს ამ ორი ქვეყნის სპორტსმენებს ქვეყანაში შესვლა.

"ჩვენ კვლავაც ვგმობთ რუსეთის უკანონ შეჭრას და მხარს ვუჭერთ უკრაინას, ეს იყო ჩვენთვის მძიმე გადაწყვეტილება, აუცილებელი იყო გაგვეთვალისწინებინა, ეს როგორ იმოქმედებდა მონაწილეებზე", - აცხადებენ უიმბლდონის საორგანიზაციო კლუბში.

ამ ორი ქვეყნის სპორტსმენებისთვის ორი მთავარი პირობაა დაწესებული:

1. თანხმობა, რომ არ გამოხატავენ მხარდაჭერას რუსეთის და ბელარუსის რეჟიმებისა და მათი ლიდერების მიმართ;

2. არ უნდა ფინანსდებოდნენ ეს სპორტსმენების რუსეთის და ბელარუსის ხელისუფლებებისგან და არც მათთან დაახლოებული სპონსორებისგან.

ჩოგბურთელებს მათ გუნდებთან ერთად, მოუწევთ ხელი მოაწერონ ნეიტრალობის თაობაზე დეკლარაციას, დარღვევის შემთხვევაში სასჯელი იქნება დიდი ოდენობის ჯარიმები და ასევე დისკვალიფიკაცია.

უილმბდონი ძველესი საჩოგბურთო ტურნირია მსოფლიოში, რომელიც 1877 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ლონდონის უბან უიმბლდონში. მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად ჩოგბურთში.

უიმბლდონი არის ოთხიდან ერთ-ერთი დიდი მუზარადის ტურნირებიდან და ერთადერთი, რომელიც ტარდება ბალახის საფარის კორტებზე. ქრონოლოგიურად უიმბლდონი წელიწადის მესამე დიდი სლემის ტურნირია, რომელიც ტრადიციულად იწყება ივლისის დასაწყისში და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ქალთა ფინალი შაბათ დღეს, ხოლო მამაკაცთა ფინალი კვირას იმართება.

იხილეთ ასევე: