დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. პირველი პრეზიდენტი დღეს 84 წლის გახდებოდა. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მათ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
როგორც ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი გიორგი გამსახურდია წერს, ადგილზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, პანთეონში შეკრებილი იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც "უზნეო სიტყვებით" მიმართეს პრემიერსა და სხვა სტუმრებს.
"დღეს,საქართველოს სახელმწიფოს დამაარსებლის, ზვიადის დაბადების დღეა. ასევე არის მისი, მერაბის და სხვა პატრიოტების მეოხებით ჩატარებული რეფერენდუმის დღე. უამრავი სიკეთე შეიძლება ილაპარაკო ზვიადზე ადამიანმა, მაგრამ მე პირადად, არ მაძლევს ცხოვრებისეული მანდატი საშუალებას, მეტი ვისაუბრო მასზე.
P.S. ყველა ზღვარს სცდება ის, რაც დღეს, მთაწმინდის პანთეონში პრემიერის მისვლისას ხალხმა დაინახა. ეგზალტირებული ბრბო, უზნეო სიტყვებით იყო წარმოდგენილი პრემიერის და სხვა სტუმრების მისამართით. თუ ვის, ირაკლის ეს უზნეობა არანაირად არ ეკუთვნის. მსგავსი ხალხის დიდი წვლილია ზვიადის დაღუპვაში", - წერს გიორგი გამსახურდია.
ნახეთ ასევე:
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ka" dir="ltr">დღეს,საქართველოს სახელმწიფოს დამაარსებლის,ზვიადის დაბადების დღეა.ასევე არის მისი,მერაბის და სხვა პატრიოტების მეოხებით ჩატარებული რეფერენდუმის დღე.უამრავი სიკეთე შეიძლება ილაპარაკო ზვიადზე ადამიანმა,მაგრამ მე პირადად,არ მაძლევს ცხოვრებისეული მანდატი საშუალებას მეტი ვისაუბრო მასზე. <a href="https://t.co/eWSCB63Jdb">pic.twitter.com/eWSCB63Jdb</a></p>— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) <a href="https://twitter.com/GeorgeGamsa1979/status/1641697422287020032?ref_src=twsrc%5Etfw">March 31, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>