პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა - რას ედავება გამოძიება აშშ-ის ექსპრეზიდენტს?
დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა - რას ედავება გამოძიება აშშ-ის ექსპრეზიდენტს?

მა­ნ­ჰე­ტე­ნის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა დიდ­მა კო­ლე­გი­ამ აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს.

კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რად­გან საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა, მაგ­რამ ცნო­ბი­ლია, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ეხე­ბო­და 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის დროს პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვის­თვის თან­ხის გა­დახ­დას იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ ტრამ­პთან სა­ვა­რა­უ­დო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი შე­ე­წყვი­ტა. ამას­თან, CNN-ი სა­კუ­თარ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ ტრამპს ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თაღ­ლი­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 30-ზე მეტი ბრალ­დე­ბა აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

  • დო­ნალდ ტრამ­პი ნა­ფიც მსა­ჯულ­თა დიდი კო­ლე­გი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ "სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოა".

ეს არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა და ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდ დო­ნე­ზე არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა. მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის "კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბა“, რო­მე­ლიც ჯო ბა­ი­დენს მძი­მე უკუ­შე­დეგს მო­უ­ტანს, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტრამ­პის ად­ვო­კა­ტებს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა დიდი კო­ლე­გი­ის კენ­ჭისყ­რის შე­დე­გის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კატ­მა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ტრამ­პი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვალ კვი­რა­ში წარ­დგე­ბა.

ეს არის აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ყო­ფილ, ან ამ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბას წა­რუდ­გე­ნენ.

აშშ-ის ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, მაიკ პენ­სის შე­ფა­სე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "არა­ვინ დგას კა­ნონ­ზე მაღ­ლა, მათ შო­რის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი", ამ საქ­მეს „პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის სუნი“ ას­დის.

“ნამ­დვი­ლად მჯე­რა, რომ დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდ ზი­ანს აყე­ნებს ქვე­ყა­ნას და იმას, რომ პირ­ვე­ლად ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში, ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ბრალს წა­უ­ყე­ნე­ბენ კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხში - ჩემი აზ­რით, უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის სუნი ას­დის და ვფიქ­რობ, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამას ასე და­ი­ნა­ხავს“, - გა­ნა­ცხა­და მაიკ პენ­სმა CNN-თან სა­უ­ბარ­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

მოკლედ, კაცებო, ქალები ჯერ ნოტარიუსში უნდა წაიყვანოთ 40 წლიან ხელშეკრულებაზე. რა იცით, როდის გაახსენდებით

ბენდუქა
2

რა მაგრად ეშინიათ ტრამპის, რას არ მიედ მოედებიან ცისარტყელები )))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა - რას ედავება გამოძიება აშშ-ის ექსპრეზიდენტს?

დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა - რას ედავება გამოძიება აშშ-ის ექსპრეზიდენტს?

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კონკრეტული ბრალდებები ჯერჯერობით უცნობია, რადგან საბრალდებო დასკვნა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, მაგრამ ცნობილია, რომ გამოძიება ეხებოდა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა. ამასთან, CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპს ბიზნეს საქმიანობაში თაღლითობასთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ბრალდება აქვს წაყენებული.

  • დონალდ ტრამპი ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "სრულიად უდანაშაულოა".

ეს არის პოლიტიკური დევნა და ისტორიაში ყველაზე დიდ დონეზე არჩევნებში ჩარევა. მიმაჩნია, რომ ეს არის "კუდიანებზე ნადირობა“, რომელიც ჯო ბაიდენს მძიმე უკუშედეგს მოუტანს, - აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

ტრამპის ადვოკატებს ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის კენჭისყრის შედეგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ექსპრეზიდენტის ადვოკატმა CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპი სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წარდგება.

ეს არის აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ, ან ამჟამინდელ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ.

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ "არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები", ამ საქმეს „პოლიტიკური დევნის სუნი“ ასდის.

“ნამდვილად მჯერა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება დიდ ზიანს აყენებს ქვეყანას და იმას, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში, ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ კამპანიის დაფინანსების საკითხში - ჩემი აზრით, უბრალოდ, პოლიტიკური დევნის სუნი ასდის და ვფიქრობ, ამერიკელი ხალხის დიდი უმრავლესობა ამას ასე დაინახავს“, - განაცხადა მაიკ პენსმა CNN-თან საუბარში.