საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვინეტ პელტროუს სასამართლო და მსახიობის ვარსკვლავური სტილი -  რატომ დაინტერესდა საზოგადოება საქმის შინაარსზე მეტად მსახიობის ჩაცმულობით (ფოტოები)
გვინეტ პელტროუს სასამართლო და მსახიობის ვარსკვლავური სტილი -  რატომ დაინტერესდა საზოგადოება საქმის შინაარსზე მეტად მსახიობის ჩაცმულობით (ფოტოები)

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, გვი­ნეტ პელტრო­უს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მე­დი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თე­მაა. საქ­მე ეხე­ბა 2016 წელს თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის დროს მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს.

პელტრო­უს 76 წლის ტერი ან­დერ­სო­ნი უჩი­ვის და ამ­ბობს, რომ სრი­ა­ლის დროს გვი­ნე­ტი მას შე­ე­ჯა­ხა და ფი­ზი­კუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბის­გან ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას, 300 000 დო­ლარს ითხოვს. ვარ­სკვლა­ვი ყო­ვე­ლი­ვეს უარ­ყოფს და პი­რი­ქით, მა­მა­კაცს ადა­ნა­შა­უ­ლებს შე­ჯა­ხე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო არა საქ­მის ში­ნა­არსმა, არა­მედ პელტრო­უს ჩაც­მუ­ლო­ბამ, სტილ­მა, რომ­ლი­თაც ის სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მი­დის ხოლ­მე.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მსა­ხი­ო­ბი სა­მოსს ერ­თგვარ "დარ­წმუ­ნე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად" იყე­ნებს. მათი შე­ფა­სე­ბით, პელტრო­უმ ფრთხი­ლად გა­ავ­ლო ხაზი მდიდ­რულ, თუმ­ცა გა­რე­მო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შერ­ჩე­ულ სა­მოსს შო­რის.

ვარ­სკვლა­ვე­ბის სტი­ლის­ტმა, ბრედ გო­რეს­კიმ და­წე­რა, რომ ის "შე­პყრო­ბი­ლია" გვი­ნე­ტის სა­სა­მარ­თლოს სტი­ლით.

კვლე­ვაც კი ჩა­ტარ­და იმის და­სად­გე­ნად, თუ ვის­კენ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სა­სა­მარ­თლო და­ვის დროს. გა­მო­კი­თხუ­ლი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა პელტრო­უს­კენ იხ­რე­ბა, რაც შე­საძ­ლოა, იმა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს, რომ მსა­ხი­ო­ბის სტრა­ტე­გი­ამ, "იცო­დე შენი აუ­დი­ტო­რია", გა­ა­მარ­თლა.

ბრალ­მდე­ბელ ტერი სან­დერ­სო­ნის თქმით, შე­ჯა­ხე­ბის დროს გვი­ნე­ტის ყვი­რი­ლი იმ ქა­ლი­სას წა­ა­გავ­და, რო­მელ­საც კინგ-კონ­გი მის­დევს. ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან და­პი­რის­პი­რე­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მომ­ხდარ­ზე "ვი­ღა­ცამ პა­სუ­ხი აგოს".

გვი­ნეტ პელტრო­უს სა­თხი­ლა­მუ­რო ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლო კვი­რის ბო­ლოს მი­ი­ღებს.

სა­სა­მარ­თლო და­ვის შე­სა­ხებ წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუჯი
0

გვინეტის დიდი თაყვანისმცემელი ვარ.

zaza
8

უმაგრესი ქალბატონი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

გვინეტ პელტროუს სასამართლო და მსახიობის ვარსკვლავური სტილი -  რატომ დაინტერესდა საზოგადოება საქმის შინაარსზე მეტად მსახიობის ჩაცმულობით (ფოტოები)

გვინეტ პელტროუს სასამართლო და მსახიობის ვარსკვლავური სტილი -  რატომ დაინტერესდა საზოგადოება საქმის შინაარსზე მეტად მსახიობის ჩაცმულობით (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავის, გვინეტ პელტროუს სასამართლო პროცესი მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. საქმე ეხება 2016 წელს თხილამურებით სრიალის დროს მომხდარ ინციდენტს.

პელტროუს 76 წლის ტერი ანდერსონი უჩივის და ამბობს, რომ სრიალის დროს გვინეტი მას შეეჯახა და ფიზიკური ზიანი მიაყენა. მამაკაცი მსახიობისგან ფულად კომპენსაციას, 300 000 დოლარს ითხოვს. ვარსკვლავი ყოველივეს უარყოფს და პირიქით, მამაკაცს ადანაშაულებს შეჯახებაში.

აღსანიშნავია, რომ ადამიანების ყურადღება მიიპყრო არა საქმის შინაარსმა, არამედ პელტროუს ჩაცმულობამ, სტილმა, რომლითაც ის სასამართლო დარბაზში მიდის ხოლმე.

სასამართლო პროცესით დაინტერესებული ადამიანები ფიქრობენ, რომ მსახიობი სამოსს ერთგვარ "დარწმუნების ინსტრუმენტად" იყენებს. მათი შეფასებით, პელტროუმ ფრთხილად გაავლო ხაზი მდიდრულ, თუმცა გარემოების შესაბამისად შერჩეულ სამოსს შორის.

ვარსკვლავების სტილისტმა, ბრედ გორესკიმ დაწერა, რომ ის "შეპყრობილია" გვინეტის სასამართლოს სტილით.

კვლევაც კი ჩატარდა იმის დასადგენად, თუ ვისკენ არის საზოგადოება ამ სასამართლო დავის დროს. გამოკითხული მაცხოვრებლების უმეტესობა პელტროუსკენ იხრება, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მსახიობის სტრატეგიამ, "იცოდე შენი აუდიტორია", გაამართლა.

ბრალმდებელ ტერი სანდერსონის თქმით, შეჯახების დროს გვინეტის ყვირილი იმ ქალისას წააგავდა, რომელსაც კინგ-კონგი მისდევს. ის აღნიშნავს, რომ ცნობილ ადამიანთან დაპირისპირება რთულია, მაგრამ აუცილებელია, რომ მომხდარზე "ვიღაცამ პასუხი აგოს".

გვინეტ პელტროუს სათხილამურო ინციდენტის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო კვირის ბოლოს მიიღებს.

სასამართლო დავის შესახებ წაიკითხეთ ვრცლად

მოამზადა ანა სიბოშვილმა