მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს ქალი, რომელიც თავს გენპროკურორთან დაახლოებულ პირად ასაღებდა და თაღლითურად დაეუფლა რამდენიმე ათას დოლარს: რას აცხადებენ პროკურატურაში?
დააკავეს ქალი, რომელიც თავს გენპროკურორთან დაახლოებულ პირად ასაღებდა და თაღლითურად დაეუფლა რამდენიმე ათას დოლარს: რას აცხადებენ პროკურატურაში?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მო­ტყუ­ე­ბით, თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც თავს პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლად და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რად აცხა­დებ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ეც­ნო­ბო­და სხვა­დას­ხვა პი­რის სა­ხე­ლით, გა­მო­გო­ნილ და ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­და, რომ თით­ქოს­და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლე­ბი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ჰპირ­დე­ბო­და სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე გა­ცი­ლე­ბით და­ბალ ფა­სად სხვა­დას­ხვა სა­ხის უძ­რავ ქო­ნე­ბას, კერ­ძოდ მშე­ნე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­სა და კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში. შე­დე­გად, იგი თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფ­ლა არა­ერ­თი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რის კუთ­ვნილ ფუ­ლად თან­ხებს - ჯამ­ში 295.650 ლა­რი­სა და 135.000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

"ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­თა ნდო­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბუ­ლი ყალ­ბად სარ­გებ­ლობ­და პრო­კუ­რო­რის სტა­ტუ­სით, სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა პი­რებს ეც­ნო­ბო­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი.

და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი, გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს და მას ბრალ­დე­ბა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ექვს ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ექ­ვსი­დან ცხრა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მივ­მარ­თავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პრო­კუ­რა­ტუ­რის ან/და მისი რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრომ­ლის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მსგავ­სი ან სხვა სა­ხის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს თქვენს მი­მარ­თაც ჰქონ­და ად­გი­ლი, მი­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას, რა­ზეც მოხ­დე­ბა მყი­სი­ე­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
0

სანამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს რომ შეიძლება საქმეები მოგვარდეს კანონის გვერდის ავლით ყოველთვის გამოჩნდებიან თაღლითები ან ისეთი ადამიანები რომლებიც შეთავაზებენ ამ სერვის. ბაზრის პრიციპი არის მოთხოვნა არის მიწოდება.

თბილისელი
5

 ქუთაისელი იქნება, ან მეგრელი. თუ ორივე ერთად არის ანუ ქუთაისელი მეგრელი, მაშინ ?! ეგენი არიან სპეცები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

დააკავეს ქალი, რომელიც თავს გენპროკურორთან დაახლოებულ პირად ასაღებდა და თაღლითურად დაეუფლა რამდენიმე ათას დოლარს: რას აცხადებენ პროკურატურაში?

დააკავეს ქალი, რომელიც თავს გენპროკურორთან დაახლოებულ პირად ასაღებდა და თაღლითურად დაეუფლა რამდენიმე ათას დოლარს: რას აცხადებენ პროკურატურაში?

საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, გამოგონილ და ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, რომ თითქოსდა მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, დაზარალებულებს ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში. შედეგად, იგი თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარის ოდენობით.

"ასევე, მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით, ბრალდებული ყალბად სარგებლობდა პროკურორის სტატუსით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირებს ეცნობოდა როგორც საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებული პირი.

დანაშაულის ჩამდენი პირი, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს და მას ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ექვს ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მივმართავთ საზოგადოებას, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის ან/და მისი რომელიმე თანამშრომლის სახელის გამოყენებით მსგავსი ან სხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს თქვენს მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება" - ნათქვამია ინფორმაციაში.