მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროვინციელი ბიჭისა და პრინცესას ზღაპრული სიყვარულის ამბავი - ვინ არის და როგორ ცხოვრობს შვედეთის მომავალი დედოფალი ვიქტორია
პროვინციელი ბიჭისა და პრინცესას ზღაპრული სიყვარულის ამბავი - ვინ არის და როგორ ცხოვრობს შვედეთის მომავალი დედოფალი ვიქტორია

სა­ქარ­თვე­ლოს შვე­დე­თის გვირ­გვი­ნო­სა­ნი პრინ­ცე­სა ვიქ­ტო­რია სტუმ­რობს. ის შეხ­ვდა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ვიქ­ტო­რი­ას სტუმ­რო­ბის მი­ზა­ნი, რო­გორც შვე­დე­თის სა­ელ­ჩო­ში აცხა­დე­ბენ, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ხაზ­გას­მაა.

  • პრინ­ცე­სა ვიქ­ტო­რია შვე­დე­თის მო­მა­ვა­ლი დე­დო­ფა­ლია. ის შვე­დეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლია.

46 წლის პრინ­ცე­სა მეფე კარლ XVI-ის უფ­რო­სი შვი­ლი და შვე­დე­თის სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რეა. კარ­ლის შემ­დეგ სა­მე­ფო ტახ­ტზე ავა და შვე­დე­თის ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­თხე დე­დო­ფა­ლი გახ­დე­ბა. ვიქ­ტო­რია იქ­ნე­ბა 1720 წლის შემ­დეგ შვე­დე­თის პირ­ვე­ლი დე­დო­ფა­ლი. ბო­ლოს დე­დო­ფა­ლი ულ­რი­კა ელე­ო­ნო­რა იყო.

გვირ­გვი­ნო­სა­ნი პრინ­ცე­სა ვიქ­ტო­რია აშშ-ში, იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და - 1998 წლი­დან 2000 წლამ­დე. მუ­შა­ობ­და ვა­შინგტონ­ში, შვე­დე­თის სა­ელ­ჩო­ში. პრინ­ცე­სას აქვს დის­ლექ­სია, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე და სტუ­დენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო.

პრინ­ცე­სა 2010 წელს და­ნი­ელ ვეტ­ლინგზე და­ქორ­წინ­და. წყვილს ორი შვი­ლი, პრინ­ცე­სა ეს­ტე­ლი და პრინ­ცი ოს­კა­რი ჰყავს.

  • ამო­ბენ, რომ და­ნი­ე­ლი­სა და ვიქ­ტო­რი­ას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი "დინ­სე­ის" ფილ­მის­თვის იდე­ა­ლუ­რი სცე­ნა­რი იქ­ნე­ბო­და.

წყვილს დიდი ბრძო­ლა დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მე­ფო ოჯახს მი­ე­ღო.

პრინ­ცე­სა ვიქ­ტო­რია და­ი­ბა­და სა­მე­ფო ოჯახ­ში, იზ­რდე­ბო­და მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მე­დი­ის და კა­მე­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ორი წლის ასა­კი­დან ამ­ზა­დებ­დნენ სა­მე­ფო ტახ­ტის­თვის და დე­დოფ­ლო­ბის­თვის. და­ნი­ე­ლი კი გა­ი­ზარ­და შვე­დე­თის პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, სა­ხე­ლად ოკელ­ბო­ში, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და და ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ერთ დღეს გვირ­გვი­ნო­სა­ნი პრინ­ცე­სა მისი ცოლი და შვი­ლე­ბის დედა გახ­დე­ბო­და.

ვიქ­ტო­რია და და­ნი­ე­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად

  • რო­გორ და­ი­წყო მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი?

და­ვუბ­რუნ­დეთ 2001 წელს - დროს, როცა ვიქ­ტო­რია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან შვე­დეთ­ში დაბ­რუნ­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ას­რუ­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა ბი­ოფ­რენდთან, რო­მელ­თა­ნაც მრა­ვალ­წლი­ა­ნი რო­მა­ნი აკავ­ში­რებ­და. და­შო­რე­ბის სირ­თუ­ლის გა­და­ტა­ნას ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა მე­თო­დით ცდი­ლო­ბენ. ბევ­რის მსგავ­სად, ვიქ­ტო­რი­ამ გა­და­წყვი­ტა, ვარ­ჯი­ში და­ე­წყო. მე­გობ­რის რჩე­ვით, მან სტოკ­ჰოლმში ერთ პა­ტა­რა სპორ­დარ­ბაზ­ში და­ი­წყო ვარ­ჯი­ში, რო­მე­ლიც პი­რად­მა მწვრთნელ­მა და­ნი­ელ ვესტლინ­გმა და­ა­არ­სა.

და­ნი­ელ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, რომ ყო­ფი­ლი­ყო შვე­დე­თის გვირ­გვი­ნო­სა­ნი პრინ­ცე­სას პი­რა­დი მწვრთნე­ლი. ვიქ­ტო­რი­ას თქმით, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე გაჩ­ნდა მათ შო­რის კავ­ში­რი, თუმ­ცა ეს ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

2009 წელს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მათ ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს.

"მე და და­ნი­ელს დიდი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა გვქონ­და. ეს იყო მე­გობ­რო­ბა, რო­მე­ლიც გაღ­რმავ­და და შემ­დეგ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და“, - ამ­ბობს პრინ­ცე­სა. და­ნი­ე­ლი კი აღ­ნიშ­ნავს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათ შო­რის "სრულ­ყო­ფი­ლი ქი­მია გაჩ­ნდა."

  • ეს ამ­ბა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ზღა­პარს ჰგავს, პრო­ვინ­ცი­ა­ში გაზ­რდი­ლი კაცი პრინ­ცე­სა­ზე ქორ­წინ­დე­ბა, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, წყვი­ლი ამ­ბობს, რომ ერ­თად ყოფ­ნა რომ შეს­ძლე­ბო­დათ, დიდი ბრძო­ლის გა­და­ტა­ნა მო­უხ­დათ და "ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო, ზღაპ­რის გარ­და."

"ამ გზა­ზე იყო ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ გა­და­უ­ლა­ხა­ვი მეჩ­ვე­ნე­ბო­და", - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრინ­ცე­სა. და­ნი­ელ­მა, რო­მელ­საც მა­ნამ­დე არ ჰქო­ნია ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა, აღი­ა­რა, რომ ეს არ მოს­წონ­და და ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და შეჩ­ვე­ვა. აწუ­ხებ­და მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა და ზე­წო­ლას გრძნობ­და.

  • გარ­და ამი­სა, მეფე და დე­დო­ფა­ლი ამ ურ­თი­ერ­თო­ბას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ და არ სჯე­რო­დათ, რომ და­ნი­ე­ლი შეძ­ლებ­და პრინ­ცის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას. ისი­ნი არ იყ­ვნენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი, შეძ­ლებ­და თუ არა და­ნი­ე­ლი პრინ­ცე­სას გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო დე­დოფ­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის დროს.

შვე­დე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტის, იო­ჰან ლინ­დვა­ლის თქმით, დე­დო­ფალ­მა სილ­ვი­ამ მე­გობ­რებ­თან აღ­ნიშ­ნა, რომ უბ­რა­ლოდ არ სჯე­რო­და, რომ და­ნი­ე­ლი­სა და ვიქ­ტო­რი­ას ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რძელ­დე­ბო­და.

ასე­ვე ამ­ბობ­დნენ, რომ მეფე უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო და აკ­რი­ტი­კებ­და ქა­ლიშ­ვილს, რად­გან "ასე­თი უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნი აირ­ჩია." ის აქ­ცენტს აკე­თებ­და გან­სხვა­ვე­ბა­ზე მათ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის. სა­ბო­ლო­ოდ, წყვილ­მა და­უმ­ტკი­ცა რო­გორც შვე­დე­თის სა­მე­ფო ოჯახს, ასე­ვე მთლი­ა­ნად შვე­დეთს, რომ მათი სიყ­ვა­რუ­ლი ძლი­ე­რი იყო და რომ ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას გა­უძ­ლებ­და.

2010 წელს ვიქ­ტო­რია და და­ნი­ე­ლი და­ქორ­წინ­დნენ და ეს იყო მა­გა­ლი­თი სტან­დარ­ტე­ბის დამ­სხვრე­ვის, მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ევ­რო­პულ­მა სა­მე­ფო ოჯახ­მა მი­ი­ღოს არა­სა­მე­ფო წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნი ოჯა­ხის წევ­რად.

ამ ამ­ბის შემ­დეგ პრინ­ცე­სა ვიქ­ტო­რი­ას ძმამ, ფი­ლიპ­მა რე­ა­ლი­თი შოუს ვარ­სკვლავ­ზე იქორ­წი­ნა და მას აღარ მო­უ­წია დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­და­ლახ­ვა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზესტა
1

ჯერ კიდევ როდის იწინასწარმეტყველა ეს ამბავი ცნობილმა ქართველმა კინო რეჟისორმა ერმალო მაღრაძემ. უბრალოდ, მან შვეციის პრინცესას მეუღლედ ჩვეულებრივი იმერელი ახალგაზრდა შეურჩია სოფელ დილიკაურიდან (იხილეთ ერმალო მაღრაძის მიერ 1995 წელს გადაღებული ბრწყინვალე კომედია "შვეციის პრინცი იმერეთიდან").

მეფის აზნაური კ ო მ ბ ლ ე
15

აა ესაა ევროპა, მეფე მოგენატრათ ხომ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

პროვინციელი ბიჭისა და პრინცესას ზღაპრული სიყვარულის ამბავი - ვინ არის და როგორ ცხოვრობს შვედეთის მომავალი დედოფალი ვიქტორია

პროვინციელი ბიჭისა და პრინცესას ზღაპრული სიყვარულის ამბავი - ვინ არის და როგორ ცხოვრობს შვედეთის მომავალი დედოფალი ვიქტორია

საქართველოს შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია სტუმრობს. ის შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ვიქტორიას სტუმრობის მიზანი, როგორც შვედეთის საელჩოში აცხადებენ, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის ხაზგასმაა.

  • პრინცესა ვიქტორია შვედეთის მომავალი დედოფალია. ის შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და გავლენიანი ქალია.

46 წლის პრინცესა მეფე კარლ XVI-ის უფროსი შვილი და შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეა. კარლის შემდეგ სამეფო ტახტზე ავა და შვედეთის ისტორიაში მეოთხე დედოფალი გახდება. ვიქტორია იქნება 1720 წლის შემდეგ შვედეთის პირველი დედოფალი. ბოლოს დედოფალი ულრიკა ელეონორა იყო.

გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში ორი წლის განმავლობაში სწავლობდა - 1998 წლიდან 2000 წლამდე. მუშაობდა ვაშინგტონში, შვედეთის საელჩოში. პრინცესას აქვს დისლექსია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ საუკეთესო მოსწავლე და სტუდენტი ყოფილიყო.

პრინცესა 2010 წელს დანიელ ვეტლინგზე დაქორწინდა. წყვილს ორი შვილი, პრინცესა ესტელი და პრინცი ოსკარი ჰყავს.

  • ამობენ, რომ დანიელისა და ვიქტორიას სიყვარულის ამბავი "დინსეის" ფილმისთვის იდეალური სცენარი იქნებოდა.

წყვილს დიდი ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ მათი ურთიერთობა სამეფო ოჯახს მიეღო.

პრინცესა ვიქტორია დაიბადა სამეფო ოჯახში, იზრდებოდა მუდმივი ყურადღების ცენტრში, მედიის და კამერების გარემოცვაში. ორი წლის ასაკიდან ამზადებდნენ სამეფო ტახტისთვის და დედოფლობისთვის. დანიელი კი გაიზარდა შვედეთის პატარა ქალაქში, სახელად ოკელბოში, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს გვირგვინოსანი პრინცესა მისი ცოლი და შვილების დედა გახდებოდა.

ვიქტორია და დანიელი შვილებთან ერთად

  • როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი?

დავუბრუნდეთ 2001 წელს - დროს, როცა ვიქტორია ამერიკის შეერთებული შტატებიდან შვედეთში დაბრუნდა. სწორედ ამ პერიოდში დაასრულა ურთიერთობა ბიოფრენდთან, რომელთანაც მრავალწლიანი რომანი აკავშირებდა. დაშორების სირთულის გადატანას ადამიანები სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ. ბევრის მსგავსად, ვიქტორიამ გადაწყვიტა, ვარჯიში დაეწყო. მეგობრის რჩევით, მან სტოკჰოლმში ერთ პატარა სპორდარბაზში დაიწყო ვარჯიში, რომელიც პირადმა მწვრთნელმა დანიელ ვესტლინგმა დააარსა.

დანიელმა საკუთარ თავზე აიღო, რომ ყოფილიყო შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესას პირადი მწვრთნელი. ვიქტორიას თქმით, პირველი შეხვედრისთანავე გაჩნდა მათ შორის კავშირი, თუმცა ეს ერთი ნახვით სიყვარული არ ყოფილა.

2009 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს.

"მე და დანიელს დიდი და საფუძვლიანი მეგობრობა გვქონდა. ეს იყო მეგობრობა, რომელიც გაღრმავდა და შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა“, - ამბობს პრინცესა. დანიელი კი აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში მათ შორის "სრულყოფილი ქიმია გაჩნდა."

  • ეს ამბავი საზოგადოებისთვის ზღაპარს ჰგავს, პროვინციაში გაზრდილი კაცი პრინცესაზე ქორწინდება, თუმცა რეალურად, წყვილი ამბობს, რომ ერთად ყოფნა რომ შესძლებოდათ, დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ და "ეს ყველაფერი იყო, ზღაპრის გარდა."

"ამ გზაზე იყო ბევრი წინააღმდეგობა, რომელიც ზოგჯერ გადაულახავი მეჩვენებოდა", - იხსენებდა მოგვიანებით პრინცესა. დანიელმა, რომელსაც მანამდე არ ჰქონია ყურადღების ცენტრში ყოფნის გამოცდილება, აღიარა, რომ ეს არ მოსწონდა და ძალიან გაუჭირდა შეჩვევა. აწუხებდა მედიის ყურადღება და ზეწოლას გრძნობდა.

  • გარდა ამისა, მეფე და დედოფალი ამ ურთიერთობას სკეპტიკურად უყურებდნენ და არ სჯეროდათ, რომ დანიელი შეძლებდა პრინცის მოვალეობების შესრულებას და პასუხისმგებლობის აღებას. ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, შეძლებდა თუ არა დანიელი პრინცესას გვერდით ყოფილიყო დედოფლის როლის შესრულების დროს.

შვედეთის სამეფო ოჯახის თემაზე მომუშავე ჟურნალისტის, იოჰან ლინდვალის თქმით, დედოფალმა სილვიამ მეგობრებთან აღნიშნა, რომ უბრალოდ არ სჯეროდა, რომ დანიელისა და ვიქტორიას ურთიერთობა გაგრძელდებოდა.

ასევე ამბობდნენ, რომ მეფე უკმაყოფილო იყო და აკრიტიკებდა ქალიშვილს, რადგან "ასეთი უბრალო ადამიანი აირჩია." ის აქცენტს აკეთებდა განსხვავებაზე მათ ფინანსურ მდგომარეობას შორის. საბოლოოდ, წყვილმა დაუმტკიცა როგორც შვედეთის სამეფო ოჯახს, ასევე მთლიანად შვედეთს, რომ მათი სიყვარული ძლიერი იყო და რომ ყველა დაბრკოლებას გაუძლებდა.

2010 წელს ვიქტორია და დანიელი დაქორწინდნენ და ეს იყო მაგალითი სტანდარტების დამსხვრევის, მაგალითი იმისა, რომ შესაძლებელია ევროპულმა სამეფო ოჯახმა მიიღოს არასამეფო წარმომავლობის ადამიანი ოჯახის წევრად.

ამ ამბის შემდეგ პრინცესა ვიქტორიას ძმამ, ფილიპმა რეალითი შოუს ვარსკვლავზე იქორწინა და მას აღარ მოუწია დიდი წინააღმდეგობის გადალახვა.

ნახეთ ასევე: