Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელოვნური ინტელექტი, როგორც საფრთხე კაცობრიობისთვის" - ილონ მასკი, სტივ ვიზნიაკი და ტექნოლოგიური გიგანტების სხვა წარმომადგენლები ღია წერილს ავრცელებენ
ხელოვნური ინტელექტი, როგორც საფრთხე კაცობრიობისთვის" - ილონ მასკი, სტივ ვიზნიაკი და ტექნოლოგიური გიგანტების სხვა წარმომადგენლები ღია წერილს ავრცელებენ

ვრცელ­დე­ბა წე­რი­ლი, რო­მელ­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ავან­გარ­დში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი აწე­რენ ხელს, მათ შო­რის "ტეს­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ილონ მას­კი, Apple-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სტივ ვოზ­ნი­ა­კი, Skype-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯაან ტა­ლი­ნი და სხვე­ბი. ისი­ნი ითხო­ვენ, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ჩერ­დეს მა­ნამ, ვიდ­რე არ დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ ის კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. ხელ­მომ­წე­რე­ბი ყვე­ლა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის­გან მო­ი­თხო­ვენ, AI სის­ტე­მე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი მი­ნი­მუმ ექ­ვსი თვით შე­ა­ჩე­რონ.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა, რო­გო­რი­ცაა ჩატ­ბო­ტი ChatGPT, სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია.

"ბოლო თვე­ე­ბია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი უკონ­ტრო­ლო რბო­ლა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლი, რათა კი­დევ უფრო ძლი­ე­რი ციფ­რუ­ლი გო­ნე­ბა გა­ნა­ვი­თა­რონ, რომ­ლის გა­გე­ბა, პროგ­ნო­ზი­რე­ბა და კონ­ტრო­ლი მათ შემ­ქმნე­ლებ­საც კი უჭირთ. თა­ნა­მედ­რო­ვე AI სის­ტე­მე­ბი ახლა ადა­მი­ა­ნებს კონ­კუ­რენ­ცი­ას ისეთ ზო­გად ამო­ცა­ნებ­ში უწე­ვენ, რომ კი­თხვა გვიჩ­ნდე­ბა, უნდა მივ­ცეთ თუ არა მან­ქა­ნებს ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხე­ბის პრო­პა­გან­დით და სიც­რუ­ით დატ­ბორ­ვის უფ­ლე­ბა?" - ვკი­თხუ­ლობთ ღია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, ძლი­ე­რი AI სის­ტე­მე­ბი მხო­ლოდ მას შემ­დეგ უნდა გან­ვი­თარ­დეს, რაც დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ მათი ეფექ­ტი და­დე­ბი­თი, ხოლო რის­კე­ბი მარ­თვა­დი იქ­ნე­ბა.

ამ თვის და­სა­წყის­ში ამე­რი­კულ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ფირ­მამ, OpenAI-მ AI ჩატ­ბო­ტის უახ­ლე­სი ვერ­სია, ChatGPT გა­მო­უშ­ვა. ჩატ­ბო­ტი პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს ამოქ­მედ­და და ის ონ­ლა­ინ სენ­სა­ცია გახ­და. მას შე­უძ­ლია ბუ­ნებ­რი­ვი სა­უ­ბა­რი, სიმ­ღე­რე­ბის, ეს­სე­ე­ბის და სტა­ტი­ე­ბის წერა. შე­უძ­ლია კი­თხვებს ადა­მი­ა­ნუ­რი მა­ნე­რით უპა­სუ­ხოს და შემ­დგო­მი მო­თხოვ­ნე­ბის კონ­ტექსტს ისე­ვე ჩაწ­ვდეს, რო­გორც ეს ადა­მი­ა­ნებს შო­რის სა­უბ­რი­სას ხდე­ბა. ჩატ­ბოტს სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა ან შე­უ­სა­ბა­მო მო­თხოვ­ნე­ბის უარ­ყო­ფაც შე­უძ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ChatGPT 4 ჯერ კი­დევ არ არის ბო­ლომ­დე სან­დო და შე­საძ­ლოა, ფაქ­ტე­ბი გა­მო­ი­გო­ნოს ან მსჯე­ლო­ბი­სას შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვას.

  • კონ­კრე­ტუ­ლად რა რის­კებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

წე­რილ­ში დაწ­ვრი­ლე­ბით არის ახ­სნი­ლი კონ­კრე­ტუ­ლად, რა რის­კებს შე­ი­ცავს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის არას­წო­რი გან­ვი­თა­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მთლი­ა­ნად ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ავ­ტო­რე­ბის თქმით, ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტზე დამ­ყა­რე­ბულ სის­ტე­მებს შე­უძ­ლი­ათ შე­ვიდ­ნენ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნებ­თან, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ აფეთ­ქე­ბე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. მათი თქმით, ჩნდე­ბა ოთხი მთა­ვა­რი კი­თხვა, რა­ზეც კა­ცობ­რი­ო­ბამ უნდა უპა­სუ­ხოს:

1. უნდა მივ­ცეთ თუ არა მან­ქა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ა­ბინ­ძუ­რონ ჩვე­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხე­ბი პრო­პა­გან­დი­თა და ტყუ­ი­ლით?

2. უნდა გა­დავ­ცეთ თუ არა ავ­ტო­მა­ტებს ყვე­ლა სა­მუ­შაო, ისიც კი, რაც ადა­მი­ა­ნებს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს?

3. უნდა გან­ვა­ვი­თა­როთ თუ არა არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის გო­ნე­ბა, რო­მელ­მაც მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად აჯო­ბოს ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, გვაქ­ცი­ოს არას­რულ­ყო­ფი­ლად და შეგვცა­ლოს?

4. უნდა გავ­რის­კოთ და დავ­კარ­გოთ კონ­ტრო­ლი ჩვენს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­ზე?

წე­რილ­ში ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ:

"ჩვენ შეგ­ვიძ­ლია "AI-ს ზა­ფხუ­ლით" ვი­სარ­გებ­ლოთ და მისი სი­კე­თე­ე­ბით დავ­ტკბეთ, ისე და­ვა­მუ­შა­ოთ ეს სის­ტე­მე­ბი, რომ ყვე­ლას­თვის სა­სარ­გებ­ლო იყოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ადაპ­ტა­ცი­ის შან­სი მივ­ცეთ. კა­ცობ­რი­ო­ბას სხვა პო­ტენ­ცი­უ­რად კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც შე­უ­ჩე­რე­ბია. მო­დით, დავ­ტკბეთ ინ­ტე­ლექ­ტის ხან­გრძლი­ვი ზა­ფხუ­ლით და ნუ შევ­ხვდე­ბით შე­მოდ­გო­მას მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი".

წყა­რო: standard.co.uk

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
5

კაცობრიობის პროგრესს ვერაფერი შეაჩერებს

კოტე
0

დააკვირდით პატარა ბავშვებს, 10-12 წლამდე ბავშვები ისე არიან ინტერნეტთან დაახლოებული, რეალობას ვეღარ აღიქვამენ. თუ ასე გაგრძელდა და მსოფლიო წესრიგის ჩამომყალიბებელი ცივილიზებული სახელმწიფოების ხელისუფლებებმა ადამიანების ზომბირება გააგრძელეს, ერთი, მაქსიმუმ ორი თაობის შემდეგ, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ადვილად სამართავი, ყველაფრის მიმართ სრულიად ინდეფერენტული გახდება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ხელოვნური ინტელექტი, როგორც საფრთხე კაცობრიობისთვის" - ილონ მასკი, სტივ ვიზნიაკი და ტექნოლოგიური გიგანტების სხვა წარმომადგენლები ღია წერილს ავრცელებენ

ხელოვნური ინტელექტი, როგორც საფრთხე კაცობრიობისთვის" - ილონ მასკი, სტივ ვიზნიაკი და ტექნოლოგიური გიგანტების სხვა წარმომადგენლები ღია წერილს ავრცელებენ

ვრცელდება წერილი, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში მყოფი ადამიანები აწერენ ხელს, მათ შორის "ტესლას" დამფუძნებელი ილონ მასკი, Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, Skype-ის თანადამფუძნებელი ჯაან ტალინი და სხვები. ისინი ითხოვენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეჩერდეს მანამ, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ის კაცობრიობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ხელმომწერები ყველა ლაბორატორიისგან მოითხოვენ, AI სისტემების ტრენინგები მინიმუმ ექვსი თვით შეაჩერონ.

ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმა, როგორიცაა ჩატბოტი ChatGPT, სულ უფრო პოპულარული ხდება და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

"ბოლო თვეებია ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიები უკონტროლო რბოლაში არიან ჩართული, რათა კიდევ უფრო ძლიერი ციფრული გონება განავითარონ, რომლის გაგება, პროგნოზირება და კონტროლი მათ შემქმნელებსაც კი უჭირთ. თანამედროვე AI სისტემები ახლა ადამიანებს კონკურენციას ისეთ ზოგად ამოცანებში უწევენ, რომ კითხვა გვიჩნდება, უნდა მივცეთ თუ არა მანქანებს ჩვენი საინფორმაციო არხების პროპაგანდით და სიცრუით დატბორვის უფლება?" - ვკითხულობთ ღია წერილში.

წერილის მიხედვით, ძლიერი AI სისტემები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განვითარდეს, რაც დავრწმუნდებით, რომ მათი ეფექტი დადებითი, ხოლო რისკები მართვადი იქნება.

ამ თვის დასაწყისში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა ფირმამ, OpenAI-მ AI ჩატბოტის უახლესი ვერსია, ChatGPT გამოუშვა. ჩატბოტი პირველად გასული წლის ბოლოს ამოქმედდა და ის ონლაინ სენსაცია გახდა. მას შეუძლია ბუნებრივი საუბარი, სიმღერების, ესსეების და სტატიების წერა. შეუძლია კითხვებს ადამიანური მანერით უპასუხოს და შემდგომი მოთხოვნების კონტექსტს ისევე ჩაწვდეს, როგორც ეს ადამიანებს შორის საუბრისას ხდება. ჩატბოტს საკუთარი შეცდომების აღიარება ან შეუსაბამო მოთხოვნების უარყოფაც შეუძლია. მიუხედავად ყველაფრისა, ChatGPT 4 ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე სანდო და შესაძლოა, ფაქტები გამოიგონოს ან მსჯელობისას შეცდომები დაუშვას.

  • კონკრეტულად რა რისკებზეა ლაპარაკი?

წერილში დაწვრილებით არის ახსნილი კონკრეტულად, რა რისკებს შეიცავს ხელოვნური ინტელექტის არასწორი განვითარება საზოგადოებისა და მთლიანად ცივილიზაციისთვის. ავტორების თქმით, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ სისტემებს შეუძლიათ შევიდნენ კონკურენციაში ადამიანებთან, რამაც შეიძლება ეკონომიკურ და პოლიტიკურ აფეთქებებამდე მიგვიყვანოს. მათი თქმით, ჩნდება ოთხი მთავარი კითხვა, რაზეც კაცობრიობამ უნდა უპასუხოს:

1. უნდა მივცეთ თუ არა მანქანებს საშუალება, დააბინძურონ ჩვენი საინფორმაციო არხები პროპაგანდითა და ტყუილით?

2. უნდა გადავცეთ თუ არა ავტომატებს ყველა სამუშაო, ისიც კი, რაც ადამიანებს სიამოვნებას ანიჭებს?

3. უნდა განვავითაროთ თუ არა არაადამიანური წარმოშობის გონება, რომელმაც მომავალში შეიძლება ბევრად აჯობოს ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, გვაქციოს არასრულყოფილად და შეგვცალოს?

4. უნდა გავრისკოთ და დავკარგოთ კონტროლი ჩვენს ცივილიზაციაზე?

წერილში ასევე ვკითხულობთ:

"ჩვენ შეგვიძლია "AI-ს ზაფხულით" ვისარგებლოთ და მისი სიკეთეებით დავტკბეთ, ისე დავამუშაოთ ეს სისტემები, რომ ყველასთვის სასარგებლო იყოს და საზოგადოებას ადაპტაციის შანსი მივცეთ. კაცობრიობას სხვა პოტენციურად კატასტროფული ზემოქმედების ტექნოლოგიებიც შეუჩერებია. მოდით, დავტკბეთ ინტელექტის ხანგრძლივი ზაფხულით და ნუ შევხვდებით შემოდგომას მოუმზადებლები".

წყარო: standard.co.uk

მოამზადა: ანა სიბოშვილმა