სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენი დაიბადა 2022 წელს საქართველოში - "საქსტატის" ინფორმაცია
რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენი დაიბადა 2022 წელს საქართველოში - "საქსტატის" ინფორმაცია

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ­თა რი­ცხოვ­ნო­ბამ 42 319 ბავ­შვი შე­ად­გი­ნა, მათ შო­რის 21 897 ბიჭი და 20 422 გო­გოა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, 7.9 პრო­ცენ­ტი­თაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

რო­გორც „საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 2022 წელს და­ბა­დე­ბულ­თა ყვე­ლა­ზე მეტი რი­ცხოვ­ნო­ბა და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­ში (14 202 ბავ­შვი), ხოლო ყვე­ლა­ზე მცი­რე - რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში (246 ბავ­შვი).

„ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ­თა სა­ერ­თო რი­ცხოვ­ნო­ბა­ში 2022 წელს, 2021 წელ­თან შე­და­რე­ბით, რი­გით პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლის წილი გა­ი­ზარ­და 37.4 პრო­ცენ­ტი­დან 39.1 პრო­ცენ­ტამ­დე, მე­ო­რე შვი­ლის წილი შემ­ცირ­და 35.6 პრო­ცენ­ტი­დან 33.5 პრო­ცენ­ტამ­დე, ხოლო მე­სა­მე და მომ­დევ­ნო რი­გი­თო­ბის და­ბა­დე­ბულ­თა წილი თით­ქმის უც­ვლე­ლი დარ­ჩა და შე­ად­გი­ნა 26.6 პრო­ცენ­ტი.

2022 წელს, ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ­თა სა­ერ­თო რი­ცხოვ­ნო­ბა­ში, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, 25 წლამ­დე ასა­კის დე­დე­ბის მიერ გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის წილი 27.2 პრო­ცენ­ტი­დან 26.5 პრო­ცენ­ტამ­დე შემ­ცირ­და, 25-39 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის დე­დე­ბის წილი 69.2 პრო­ცენ­ტი­დან 69.6 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და. ზრდა შე­ი­ნიშ­ნე­ბა 40 წლის და უფ­რო­სი ასა­კის დე­დებ­შიც, მათი წილი 3.6 პრო­ცენ­ტი­დან 4.0 პრო­ცენ­ტამ­დე გა­ი­ზარ­და. 2022 წელს, დე­დის სა­შუ­ა­ლო ასა­კი პირ­ვე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბი­სას 26.4 წლით გა­ნი­სა­ზღვრა”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვებს, „საქსტა­ტის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წელს, 2021 წელ­თან შე­და­რე­ბით, გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხოვ­ნო­ბა 18.0 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და და 49 118 ერ­თე­უ­ლი შე­ად­გი­ნა.

„გარ­დაც­ვა­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­ში (14 123 კაცი), ხოლო ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი – რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში (715 კაცი). 2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ჩვილ ბავ­შვთა მოკ­ვდა­ო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტმა (1 წლამ­დე გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხოვ­ნო­ბა 1 000 ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ­ზე) 7.6 პრო­მი­ლე შე­ად­გი­ნა. 2022 წელს, 5 წლამ­დე ასა­კის გარ­დაც­ვლილ­თა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტმა (1 000 ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ­ზე) 9.2 პრო­მი­ლე შე­ად­გი­ნა. 2022 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და უარ­ყო­ფი­თი ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა (სხვა­ო­ბა ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხოვ­ნო­ბას შო­რის) და -6 799 ერ­თე­უ­ლით გა­ნი­სა­ზღვრა. ამას­თან, უარ­ყო­ფი­თი ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, გარ­და თბი­ლი­სის, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კი­სა და ქვე­მო ქარ­თლის რე­გი­ო­ნი­სა. 2022 წელს, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 26 048 ქორ­წი­ნე­ბა, რაც 12.5 პრო­ცენ­ტით მე­ტია წინა წლის შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი ქა­ლე­ბის­თვის შე­ად­გენს 29.4 წელს, ხოლო მა­მა­კა­ცე­ბის­თვის 31.9 წელს. 2022 წელს, რე­გის­ტრი­რე­ბულ გან­ქორ­წი­ნე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 14 098 ერ­თე­უ­ლი შე­ად­გი­ნა, რაც 32.3 პრო­ცენ­ტით მე­ტია წინა წლის შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

სულიერბისგან დაცლილი,ეგოიზმის და ჰედონიზმის პროპაგანდით გაბრუებული ეპოქის სახე, როდესაც ბევრისთვის მთავარი და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი მიზანი ცხოვრებით მაქსიმალური ტკბობაა,ყველაფერი დარჩენი კი მეორეარისხოვანი. სწორედ მაგიტომ ბევრი წყვილისთვიოს შვილი როგორც საკუთარი ტ....ს ქეიფზე სიარულში დისკომფორტის შემქმნელი ფაქტორი ისე განიხილება, ნაწილისთვის კი საერთოდ შვილის გაზრდა (და არა აღზრდა) უბრალოდ მომავალ მშვიდი სიბერეს უზრუნველყოფისათვის დაბანდებული ინვესტიციააა მხოლოდ! მაგიტომ მივიღეთ სწორედ ,დღევანდელი დემოგრაფიული სურათი, "ძლიერი ქალების" მიერ გაჩენილი უმამო ბავშვების მახინჯი ტრენდი, ძიძების,ინტერნეტის ან საერთოდ ქუჩის იმედზე მიყრილი შვილები და "განათლებული ეპოქის " ბევრი სხვა სიკეთე.

P. S . რედაქცია როდესაც მსგავს მონაცემებს დებთ კარგი იქნებოდა ჩვენი მეზობლების სტატისტიკაც დაგედოთ სურათის სრულყოფისთვის მაგალითად ის რომ 2023-ში აზერბეიჯანის მოსახლეობა 150000 ადამიანით გაიზარდა და წლის ბოლოსთვის 10700000 მიუახლოვდება. ან ის რომ თურქები 85 მილოინს გადაცილდნენ უკვე.თუ გინდათ ჩეჩნები იყვნენ ისტორიულ მაქსიმუმზე, 1 532 000 ადამიანზე რომ ავიდნენ და მერე ჩვენი პერსპექტივებიც გავიაზროთ!

ია
0

ბავრი ქვეყანა დებს ინფორმაციას რამდენი გარდაცვლილია წლიურად და ადარებენ წინა წლებს,საუბარია რომ საგრძნობლად მომატებულია არაკოვიდთან დაკავშირებული სიკვდილიანობა.სად გვაქვს მსგავსი სტატისტიკა საქართველოში_რა მდგომარეობაა ამ მხრივ,მოიძიეთ და გაგვაცანით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენი დაიბადა 2022 წელს საქართველოში - "საქსტატის" ინფორმაცია

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენი დაიბადა 2022 წელს საქართველოში - "საქსტატის" ინფორმაცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა.

აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 7.9 პროცენტითაა შემცირებული.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (14 202 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი).

„ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 37.4 პროცენტიდან 39.1 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა 35.6 პროცენტიდან 33.5 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 26.6 პროცენტი.

2022 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2 პროცენტიდან 26.5 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2 პროცენტიდან 69.6 პროცენტამდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6 პროცენტიდან 4.0 პროცენტამდე გაიზარდა. 2022 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა.

„გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (14 123 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (715 კაცი). 2022 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 2022 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.2 პრომილე შეადგინა. 2022 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 799 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა. 2022 წელს, რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს. 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.