პარტნიორები:
    ავტორი:

    რას ამბობს კახეთის პოლიციის უფროსი რეგიონში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე?

    რას ამბობს კახეთის პოლიციის უფროსი რეგიონში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე?

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კალანდაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

    კალანდაძის თქმითვე, კახეთის რეგიონში სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

    "კახეთის რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 4 ნარკორეალიზატორია დაკავებული. სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული პირების მიმართ გამოძიების ფარგლებში საკონტროლო შესყიდვები ჩატარდა. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა კალანდაძემ.

    დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.