Faceამბები
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტატზე თავდასხმაში აზერბაიჯანი ირანს ადანაშაულებს: ორ ქვეყანას შორის ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება
დეპუტატზე თავდასხმაში აზერბაიჯანი ირანს ადანაშაულებს: ორ ქვეყანას შორის ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება

28 მარ­ტის სა­ღა­მოს, თავს და­ესხნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ დე­პუ­ტატს ფა­ზილ მუს­ტაფს. თავ­დამ­სხმელ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მომ­ხდარს ტე­რო­რის­ტულ აქ­ტად მი­იჩ­ნევს. თავ­დას­ხმა სა­ღა­მოს, სო­ფელ ზაბ­რატ­ში, მისი სახ­ლის წინ მოხ­და. დე­პუ­ტატს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლეს. ის მხარ­სა და ფეხ­ში და­იჭ­რა.

დე­პუ­ტა­ტის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ­მა მე­დი­ამ ირა­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

ცნო­ბი­ლია, რომ დაჭ­რი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა ან­ტი­ი­რა­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ით. ის ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლებს ირანს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ასე­ვე სომ­ხე­თის მხარ­და­ჭე­რა­ში. ის ასე­ვე მი­იჩ­ნევ­და, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ში­იზ­მი გან­სხვავ­დე­ბა ირა­ნუ­ლის­გან და აკ­რი­ტი­კებ­და რიგ რე­ლი­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებს, რა­საც ირან­ში მის­დე­ვენ.

ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა 2020 წლის ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ გამ­წვავ­და. იმ­ჟა­მად ორი­ვე მხა­რე სამ­ხედ­რო წვრთნებს სა­ერ­თო სა­ზღვარ­თან ატა­რებ­და. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი აკა­ვებ­და ირა­ნელ ჯა­შუ­შებს და მე­გობ­რობ­და ის­რა­ელ­თან.

ფა­ზილ მუს­ტა­ფა
  • ჩემი მტრის მტე­რი...

სომ­ხე­თიც და აზერ­ბა­ი­ჯა­ნიც, რომ­ლე­ბიც ყა­რა­ბა­ღის­თვის იბ­რძვი­ან, ირანს ესა­ზღვრე­ბი­ან. აზერ­ბა­ი­ჯანს არ მოს­წონს, რომ 2020 წლის ომის დროს ირან­მა არ და­კე­ტა სა­ზღვა­რი სომ­ხეთ­თან და ამის შემ­დეგ ირა­ნი­დან სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით ტვირ­თე­ბი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მი­დი­ო­და. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯან­მა გზად მი­მა­ვა­ლი ირა­ნე­ლი მძღო­ლე­ბი და­ა­კა­ვა.

ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის შემ­დეგ რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა. გა­ი­ზარ­და თურ­ქე­თის როლი, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რის და ირა­ნის რე­გი­ო­ნუ­ლი მე­ტო­ქის. ამას­თა­ნა­ვე, აზერ­ბა­ი­ჯან­მა ია­რა­ღი მი­ი­ღო ის­რა­ე­ლის­გან, რო­მე­ლიც ირან­ში ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ერთ-ერთ მთა­ვარ მტრად მი­იჩ­ნე­ვა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქე­თი ხში­რად ატა­რე­ბენ ერ­თობ­ლივ სამ­ხედ­რო წვრთნებს

ამი­ტომ, ბევ­რს არ გაჰ­კვირ­ვე­ბია ირან­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა. ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ორი­ვე ქვე­ყა­ნამ რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ა­ტა­რა სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი ერ­თმა­ნე­თის სა­ზღვარ­თან, მათ შო­რის მდი­ნა­რე არაქ­სის გას­წვრივ, რო­მე­ლიც ორი ქვეყ­ნის სა­ზღვარ­ზე გა­დის.

ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ჰო­სე­ინ ამირ აბ­დო­ლა­ჰი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ირა­ნის სა­ზღვარ­თან, ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლე­ბი და რომ ირა­ნი მზა­დაა ამ შემ­თხვე­ვა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჭი­რო ზომა მი­ი­ღოს.

  • თავ­დას­ხმე­ბის სე­რია

ვი­თა­რე­ბა 2023 წელს კი­დევ უფრო გამ­წვავ­და. იან­ვარ­ში თე­ი­რან­ში მდე­ბა­რე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩო­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც სა­ელ­ჩოს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა და ორი და­შავ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი კი დიდი ხა­ნია, რაც ირანს ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა, მის­ცა ია­რა­ღი, ას­წავ­ლა გა­მო­ყე­ნე­ბა და შემ­დეგ აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­აბ­რუ­ნა რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის შე­საქ­მნე­ლად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­პუ­ტა­ტის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის წინა დღეს თელ-ავივ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ელ­ჩოს სა­ზე­ი­მო გახ­სნა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და რამ­დე­ნი­მე პარ­ლა­მენ­ტა­რი.

  • ორი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი კავ­ში­რი

ირან­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს სა­ერ­თო ის­ტო­რია და ეთ­ნი­კუ­რი ფეს­ვე­ბი აკავ­ში­რებს. ირა­ნე­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბაა.

ორი­ვე ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა უპი­რა­ტე­სად ში­იზმს აღი­ა­რებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თურ­ქე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის უახ­ლო­ე­სი მო­კავ­ში­რე, სუ­ნი­ტუ­რი ქვე­ყა­ნაა.

XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­ვი­და. ამ დრომ­დე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­სა­ზღვრე ირა­ნის პრო­ვინ­ცი­ებს, სა­დაც ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ, აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ აზერ­ბა­ი­ჯანს უწო­დებ­დნენ.

ბა­ქო­ში ამ ტე­რი­ტო­რი­ებს დღემ­დე ერ­თობ­ლი­ვად სამ­ხრეთ აზერ­ბა­ი­ჯანს უწო­დე­ბენ. ოფი­ცი­ა­ლურ თე­ი­რანს ეს არ მოს­წონს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი გან­წყო­ბე­ბით და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ერ­თი­ან და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის იდე­ის მომ­ხრე­თა აქ­ტი­უ­რო­ბით.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

ერთი შეხედვით რამდენადაც პარადოქსულად არ ჩანდეს ისლამური სარწმუნოების ირანის რესპუბლიკას გაცილებით კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებს ქრისტიანული რელიგიის სომხეთთან, ვიდრე ისლამურ აზერბაიჯანთან, რომლის მხარეზეა ასევე ისლამური სარწმუნოების თურქეთი.

ამის ფესვები ისტორიაშია და უპირველესად ეს არის სპარსეთ-ოსმალეთის იმპერიების მრავალსაუკოვანი დაპირისპირების შედეგი.

დაპირისპირება გამოწვეული იყო (არის და იქნება) ერთი ტრივიალური მიზეზით - თუ ვინ არის ლიდერი ამ რეგიონში, ანუ ვინ უნდა აკონტროლებდეს და მართავდეს ამ რეგიონში არსებულ ქვეყნებს!

სპარსეთსა და ოსმალეთს შორის მომხდარი მრავალრიცხოვანი ომების შედეგად მე-16 საუკუნეში, უფრო ზუსტად 1555 წელს დადებული ზავით, რომელიც ცნობილია „ამისიის სამშვიდობო ხელშეკრულება“ სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებმა სომხეთი და საქართველო შუაზე გაიყვეს - მათი აღმოსავლეთი ტერიტორიები სპარსეთის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო დასავლეთის - ოსმალეთის იმპერიაში.

მე-17-18-19 საუკუნეებში რუსეთ-სპარსეთისა და რუსეთ-ოსმალეთის მრავალგზის ომების შედეგად მოხდა ამ ტერიტორიების სპარსეთისა და ოსმალეთისაგან განთავისუფლება. დღესდღეობით ფაქტი ისაა, რომ ირანს არანაირად არ აწყობს ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სავარაუდო განთავსება ირან-აზერბაიჯანის საზღვართან...

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია დასახელებულ დეპუტატზე სავარაუდო თავდასხმა, მაგრამ ამის დამტკიცებას სჭირდება მყარი მტკიცებულებები.

 

ედშ
12

აზერები (ბრაზერები :) კარგი ხალხი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

დეპუტატზე თავდასხმაში აზერბაიჯანი ირანს ადანაშაულებს: ორ ქვეყანას შორის ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება

დეპუტატზე თავდასხმაში აზერბაიჯანი ირანს ადანაშაულებს: ორ ქვეყანას შორის ვითარება სულ უფრო მეტად იძაბება

28 მარტის საღამოს, თავს დაესხნენ აზერბაიჯანელ დეპუტატს ფაზილ მუსტაფს. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. დაჭრილი მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად მიიჩნევს. თავდასხმა საღამოს, სოფელ ზაბრატში, მისი სახლის წინ მოხდა. დეპუტატს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის მხარსა და ფეხში დაიჭრა.

დეპუტატის მკვლელობის მცდელობაში აზერბაიჯანულმა მედიამ ირანი დაადანაშაულა.

ცნობილია, რომ დაჭრილი პარლამენტარი გამოირჩევა ანტიირანული პოზიციით. ის ხშირად ადანაშაულებს ირანს სამხრეთ კავკასიაზე გავლენის მოპოვების მცდელობაში, ასევე სომხეთის მხარდაჭერაში. ის ასევე მიიჩნევდა, რომ აზერბაიჯანული შიიზმი განსხვავდება ირანულისგან და აკრიტიკებდა რიგ რელიგიურ რიტუალებს, რასაც ირანში მისდევენ.

ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გამწვავდა. იმჟამად ორივე მხარე სამხედრო წვრთნებს საერთო საზღვართან ატარებდა. აზერბაიჯანი აკავებდა ირანელ ჯაშუშებს და მეგობრობდა ისრაელთან.

ფაზილ მუსტაფა
  • ჩემი მტრის მტერი...

სომხეთიც და აზერბაიჯანიც, რომლებიც ყარაბაღისთვის იბრძვიან, ირანს ესაზღვრებიან. აზერბაიჯანს არ მოსწონს, რომ 2020 წლის ომის დროს ირანმა არ დაკეტა საზღვარი სომხეთთან და ამის შემდეგ ირანიდან სომხეთის ტერიტორიის გავლით ტვირთები მთიან ყარაბაღში მიდიოდა. იყო შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანმა გზად მიმავალი ირანელი მძღოლები დააკავა.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. გაიზარდა თურქეთის როლი, როგორც აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირის და ირანის რეგიონული მეტოქის. ამასთანავე, აზერბაიჯანმა იარაღი მიიღო ისრაელისგან, რომელიც ირანში ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიიჩნევა.

აზერბაიჯანი და თურქეთი ხშირად ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს

ამიტომ, ბევრს არ გაჰკვირვებია ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუარესება. ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ორივე ქვეყანამ რამდენჯერმე ჩაატარა სამხედრო წვრთნები ერთმანეთის საზღვართან, მათ შორის მდინარე არაქსის გასწვრივ, რომელიც ორი ქვეყნის საზღვარზე გადის.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ირანის საზღვართან, ისრაელის შეიარაღებული ძალები არიან განთავსებულები და რომ ირანი მზადაა ამ შემთხვევაში, ნებისმიერი საჭირო ზომა მიიღოს.

  • თავდასხმების სერია

ვითარება 2023 წელს კიდევ უფრო გამწვავდა. იანვარში თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც საელჩოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა.

აზერბაიჯანი კი დიდი ხანია, რაც ირანს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

გასული წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქის დაკავების შესახებ, რომლებიც ირანის ხელისუფლებამ მათ ტერიტორიაზე გადაიყვანა, მისცა იარაღი, ასწავლა გამოყენება და შემდეგ აზერბაიჯანში დააბრუნა რადიკალური ჯგუფების შესაქმნელად.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მკვლელობის მცდელობის წინა დღეს თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩოს საზეიმო გახსნა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი და რამდენიმე პარლამენტარი.

  • ორი ქვეყნის ისტორიული კავშირი

ირანსა და აზერბაიჯანს საერთო ისტორია და ეთნიკური ფესვები აკავშირებს. ირანელი აზერბაიჯანელები ისლამურ რესპუბლიკაში ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობაა.

ორივე ქვეყნის მოსახლეობა უპირატესად შიიზმს აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი, აზერბაიჯანის უახლოესი მოკავშირე, სუნიტური ქვეყანაა.

XIX საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამ დრომდე აზერბაიჯანის მოსაზღვრე ირანის პროვინციებს, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანს უწოდებდნენ.

ბაქოში ამ ტერიტორიებს დღემდე ერთობლივად სამხრეთ აზერბაიჯანს უწოდებენ. ოფიციალურ თეირანს ეს არ მოსწონს, ხელისუფლება შეშფოთებულია სეპარატისტული განწყობებით და აზერბაიჯანის ერთიან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაერთიანების იდეის მომხრეთა აქტიურობით.

წყარო