დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ პარტიას ქმნის, რომლის თავმჯდომარეც ნიკა გილაური იქნება. მისი მტკიცებით, პარტიას შეუერთდებიან ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე. პოლიტიკოსის განცხადებას ნიკა გილაური სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ექსპრემიერი წერს, რომ ჩარკვიანის მიერ გაკეთებული განცხადება სიცრუეა.
ნიკა გილაური:
"ძვირფასო ფეისბუქ მეგობრებო - 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგარამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, რომ "გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან "თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“ - ვწერ - აბსოლუტურად ყველა, გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული განცხადება ჩემ შესახებ, არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა - მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული.“
ჩარკვიანის განცხადებას გამოეხმაურა ნიკა მელიაც, რომელმაც ასევე უარყო ინფორმაცია და აღნიშნულს "კაგებეს" მეთოდით ჭორების გამავრცელებლები უწოდა.
წაიკითხეთ ასევე:
ისე იყო გაყურსული ეს წლები, უეჭველად მიაქვს ხოლმე თივა შუშის სამხეცეშიი!!!
რაშია იცით საქმე ? ვთქვათ ამათ ბიძოს გაღლეტვა უნდათ, რამდენს აართმევენ, რაც აქვს ფულად და უძრავ მოძრავი, გაწიე გამოწიე სამ მილირდს არ ასცდება, დანარჩენი ელექტრონული და ქაღალდზე დახატული სიმბოლოებია, ცარიელი , ჰო ცარიელი, ბედნიერება მაგ სიმბოლოთა სიმრავლეში ჰგონია ზოგს და არაა! რას ვამბობდი ? ჰო , ბიძოს დიდი დიდი ააღლიტონ სამი მილიარდი და ამათ ცხრაი აქვთ ჩვენდა აღლეტილი, კიდო უნდებლარიენ მისდა მეტი, სავარაუდოდ ბიძო ერთერთია ასართმევთა სიაში და ბევრს მიაყოლებენ, რომ ცხრაიზე სამჯერ მაინც მეტი ერგოთ, აი, ამაშია საქმე, თორემ ბიძოს ქონება ფეხზემც ჰკიდიათ, მეტი უნდათ, მეტი! ხედავთ ბიძო რომ არ შობა?! ნახე ბუჯო, რას შობა!?