სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენად შეწუხდნენ ჩემი მდგომარეობით მეგობრები, რომ ამერიკაში გამიშვეს..." - როგორ ცხოვრობს თამარ მაყაშვილი სკანდალის შემდეგ, რომელშიც ერთი კომენტარის გამო გაეხვა
"იმდენად შეწუხდნენ ჩემი მდგომარეობით მეგობრები, რომ ამერიკაში გამიშვეს..." - როგორ ცხოვრობს თამარ მაყაშვილი სკანდალის შემდეგ, რომელშიც ერთი კომენტარის გამო გაეხვა

გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მსა­ხი­ო­ბი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მი­ზე­ზი ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ნათ­ქვა­მი უწყი­ნა­რი წი­ნა­და­დე­ბა გახ­და. "ჩემ შვი­ლებს არა­სო­დეს ვაც­მევ­დი სუ­ლე­ლურ კა­ბებს. იმ დღეს გა­ვი­ხე­დე და კა­ტოს (რუს­კას შვი­ლი) არ აც­ვია ხუ­ლე­ლი ბავ­შვი­ვით, სა­ში­ნე­ლი ბე­შუ­მუ­რი კაბა...“ - ეს იყო სი­ტყვე­ბი, რის გა­მოც მსა­ხი­ობს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ჯერ ბო­დი­შის მოხ­და მოს­თხო­ვეს, შემ­დეგ კი ბა­თუ­მის თე­ატ­რის მი­სა­მარ­თით ის­მო­და მო­წო­დე­ბა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ მსა­ხი­ო­ბად მუ­შა­ობ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ.

მა­შინ თა­მარ მა­ყაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მხარ­ში და­უდ­გა და მსა­ხი­ო­ბის სი­ტყვებს უწყი­ნა­რი ხუმ­რო­ბა უწო­დეს. ბა­თუ­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრო­ფე­სი­ულ­მა სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ­მა თე­ატრმა კი მსა­ხი­ო­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო სპექ­ტაკ­ლი­დან მოხ­სნა.

მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ თე­ატ­რი ემიჯ­ნე­ბო­და და­სის წევ­რის თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ში­ნა­არ­სის გა­მო­ნათ­ქვამს. სა­ჯა­როდ ბო­დი­ში მო­ი­ხა­და მსა­ხი­ობ­მაც.

რო­გორ აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას მსა­ხი­ო­ბი სკან­და­ლი­დან ხუთი თვის შემ­დეგ და რა ას­წავ­ლა მომ­ხდარ­მა. თა­მარ მა­ყაშ­ვილს, Ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და. მსა­ხი­ო­ბი ბა­თუმ­ში გახ­ლდათ და რე­პე­ტი­ცი­ა­ზე შე­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, რო­გორ გრძნობთ თავს ცნო­ბი­ლი ამ­ბე­ბის შემ­დეგ, ხომ არ აღ­გად­გი­ნეს თე­ატ­რში?

- კარ­გად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად არის. აღ­მოჩ­ნდა, რომ არც ვი­ყა­ვი თე­ატ­რი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, გარ­კვე­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი იყო, ამით დას­რულ­და. ერთი თვის წი­ნაც მქონ­და სპექ­ტაკ­ლი ბა­თუმ­ში და ხვა­ლაც მაქვს. ახლა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე შევ­დი­ვარ, თქვენ­თან სა­უ­ბარს რომ მოვ­რჩე­ბი.

- ახ­ლა­ხანს ამე­რი­კა­ში იმოგ­ზა­უ­რეთ. რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დაბ­რუნ­დით?

- ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ჩამ­სვეს ტუ­რის­ტულ ჯგუფ­ში, სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თეს და გა­მიშ­ვეს. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ამე­რი­კა­ში და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ჩა­მო­ვე­დი. იქ ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი დამ­ხვდა და გა­დამ­ყვა. სა­ო­ცა­რი ამე­რი­კა მაჩ­ვე­ნეს ნუ­კიმ და მის­მა ქმარ­მა. ცოტა ხანი ვი­ყა­ვი და ნაც­ნო­ბი ქარ­თვე­ლე­ბის ყვე­ლას ნახ­ვა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, ზოგს ეწყი­ნა კი­დეც. წა­მოს­ვლი­სას ვამ­ბობ­დი, იმედს ვი­ტო­ვებ, რომ კი­დევ ჩა­მო­ვალ-თქო. სა­ო­ცა­რი და და­უ­ვი­წყა­რი დრო გა­ვა­ტა­რე.

- ქუ­ჩის მუ­სი­კო­სებ­თან ვნა­ხე თქვე­ნი სა­ო­ცა­რი პერ­ფორ­მან­სე­ბი, მათ სიმ­ღე­რებ­ზე ცეკ­ვავ­დით, მღე­რო­დით.

- სა­ერ­თოდ, ამე­რი­კა­ში ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბი სას­წა­უ­ლი ხალ­ხია, რო­გორც მი­თხრეს, ბევ­რი ცნო­ბი­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც მღე­რის ქუ­ჩა­ში და ამის გამო არა­ვინ აქი­ლი­კებს. გინ­და ქუ­ჩა­ში იცეკ­ვე და გინ­და მეტ­რო­ში იმ­ღე­რე. არა­ვის არ აღელ­ვებს, ქუ­ჩა­ში რითი გა­და­ად­გილ­დე­ბი.

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, ცნო­ბილ სკან­დალს ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- ეს იყო მო­ლი­ე­რის „აურ­ზა­უ­რი არაფ­რის გამო“. ამ ამ­ბის შემ­დეგ კი­დევ ერთხელ ვხვდე­ბი, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე უნდა აკე­თოს.

- მე­დი­ის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი რეს­პონ­დენ­ტი ხართ, ხში­რად სტუმ­რობთ სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მებს, მომ­ხდა­რის შემ­დეგ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბი­სას ხომ არ და­კომ­პლექსდით?

- არა, გამ­გე­ბი გა­ი­გებს და რა გი­თხრათ, არ უნდა მი­აქ­ციო ალ­ბათ ადა­მი­ან­მა ყუ­რა­დღე­ბა. იმ დღეს რუს­კას გა­და­ცე­მა­ში ვი­ყა­ვი და რა­ღაც ვთქვი და ბევ­რი ვი­ცი­ნეთ, ახლა ამ­კენ­წლა­ვენ-მეთ­ქი. ეს იყო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი. გე­ტყვით, რომ არ ყო­ფი­ლა ზე­წო­ლა თე­ატ­რის მხრი­დან. ვი­საც ამის გა­კე­თე­ბა დას­ჭირ­და, ღმერ­თმა მშვი­დო­ბა­ში მო­ახ­მა­როს.

მახ­სოვს, იმ პე­რი­ოდ­ში კარ­გად რომ არ ვი­ყა­ვი, ჩემი მე­გობ­რე­ბი იმ­დე­ნად შე­წუხ­დნენ, ჩემი შეშ­ლი­ლი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­თი, მი­თხრეს თა­მა­რა, შენ გა­მო­ფხიზ­ლე­ბა გჭირ­დე­ბაო, თვი­თონ არ წა­ვიდ­ნენ ამე­რი­კა­ში და მე გა­მიშ­ვეს. რო­გორც იტყვი­ან, ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არა­ფე­რი რომ არ გა­და­მიხ­დია, ბი­ლე­თი მი­ყი­დეს და მი­თხრეს, ახლა, ზეგ ნიუ-იორკში მიფ­რი­ნა­ვო...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

წარმატებებს გისურვებთ სადაც არ უნდა წახვიდეთ))

izi
2

შენს შვილებს თუ შვილიშვილებს ამერიკულადაც ნუ ჩააცმევ, უგემოვნოდ აცვიათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"იმდენად შეწუხდნენ ჩემი მდგომარეობით მეგობრები, რომ ამერიკაში გამიშვეს..." - როგორ ცხოვრობს თამარ მაყაშვილი სკანდალის შემდეგ, რომელშიც ერთი კომენტარის გამო გაეხვა

"იმდენად შეწუხდნენ ჩემი მდგომარეობით მეგობრები, რომ ამერიკაში გამიშვეს..." - როგორ ცხოვრობს თამარ მაყაშვილი სკანდალის შემდეგ, რომელშიც ერთი კომენტარის გამო გაეხვა

გასული წლის ოქტომბერში, მსახიობი თამარ მაყაშვილი სკანდალში გაეხვა. მიზეზი ერთ-ერთ გადაცემაში ნათქვამი უწყინარი წინადადება გახდა. "ჩემ შვილებს არასოდეს ვაცმევდი სულელურ კაბებს. იმ დღეს გავიხედე და კატოს (რუსკას შვილი) არ აცვია ხულელი ბავშვივით, საშინელი ბეშუმური კაბა...“ - ეს იყო სიტყვები, რის გამოც მსახიობს სოციალური ქსელის საშუალებით ჯერ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, შემდეგ კი ბათუმის თეატრის მისამართით ისმოდა მოწოდება, რომ ქალბატონი თამარი, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ მსახიობად მუშაობდა, სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ.

მაშინ თამარ მაყაშვილს საზოგადოების დიდი ნაწილი მხარში დაუდგა და მსახიობის სიტყვებს უწყინარი ხუმრობა უწოდეს. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კი მსახიობის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო სპექტაკლიდან მოხსნა.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თეატრი ემიჯნებოდა დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. საჯაროდ ბოდიში მოიხადა მსახიობმაც.

როგორ აგრძელებს ცხოვრებას მსახიობი სკანდალიდან ხუთი თვის შემდეგ და რა ასწავლა მომხდარმა. თამარ მაყაშვილს, Ambebi.ge დაუკავშირდა. მსახიობი ბათუმში გახლდათ და რეპეტიციაზე შესასვლელად ემზადებოდა

- ქალბატონო თამარ, როგორ გრძნობთ თავს ცნობილი ამბების შემდეგ, ხომ არ აღგადგინეს თეატრში?

- კარგად ვარ, ყველაფერი ნორმალურად არის. აღმოჩნდა, რომ არც ვიყავი თეატრიდან გაშვებული, უბრალოდ, გარკვეული სანქციები იყო, ამით დასრულდა. ერთი თვის წინაც მქონდა სპექტაკლი ბათუმში და ხვალაც მაქვს. ახლა რეპეტიციაზე შევდივარ, თქვენთან საუბარს რომ მოვრჩები.

- ახლახანს ამერიკაში იმოგზაურეთ. როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

- ჩემმა მეგობრებმა ჩამსვეს ტურისტულ ჯგუფში, საჩუქარი გამიკეთეს და გამიშვეს. პირველად ვიყავი ამერიკაში და შთაბეჭდილებებით ჩამოვედი. იქ ნუკი კოშკელიშვილი დამხვდა და გადამყვა. საოცარი ამერიკა მაჩვენეს ნუკიმ და მისმა ქმარმა. ცოტა ხანი ვიყავი და ნაცნობი ქართველების ყველას ნახვა ვერ მოვახერხე, ზოგს ეწყინა კიდეც. წამოსვლისას ვამბობდი, იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ჩამოვალ-თქო. საოცარი და დაუვიწყარი დრო გავატარე.

- ქუჩის მუსიკოსებთან ვნახე თქვენი საოცარი პერფორმანსები, მათ სიმღერებზე ცეკვავდით, მღეროდით.

- საერთოდ, ამერიკაში ქუჩის მუსიკოსები სასწაული ხალხია, როგორც მითხრეს, ბევრი ცნობილი შემსრულებელიც მღერის ქუჩაში და ამის გამო არავინ აქილიკებს. გინდა ქუჩაში იცეკვე და გინდა მეტროში იმღერე. არავის არ აღელვებს, ქუჩაში რითი გადაადგილდები.

- ქალბატონო თამარ, ცნობილ სკანდალს ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით?

- ეს იყო მოლიერის „აურზაური არაფრის გამო“. ამ ამბის შემდეგ კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

- მედიისთვის გამორჩეული რესპონდენტი ხართ, ხშირად სტუმრობთ სხვადასხვა გადაცემებს, მომხდარის შემდეგ საჯარო გამოსვლებისას ხომ არ დაკომპლექსდით?

- არა, გამგები გაიგებს და რა გითხრათ, არ უნდა მიაქციო ალბათ ადამიანმა ყურადღება. იმ დღეს რუსკას გადაცემაში ვიყავი და რაღაც ვთქვი და ბევრი ვიცინეთ, ახლა ამკენწლავენ-მეთქი. ეს იყო მიზანმიმართულად გაკეთებული. გეტყვით, რომ არ ყოფილა ზეწოლა თეატრის მხრიდან. ვისაც ამის გაკეთება დასჭირდა, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს.

მახსოვს, იმ პერიოდში კარგად რომ არ ვიყავი, ჩემი მეგობრები იმდენად შეწუხდნენ, ჩემი შეშლილი შინაგანი სამყაროთი, მითხრეს თამარა, შენ გამოფხიზლება გჭირდებაო, თვითონ არ წავიდნენ ამერიკაში და მე გამიშვეს. როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. წარმოიდგინეთ, არაფერი რომ არ გადამიხდია, ბილეთი მიყიდეს და მითხრეს, ახლა, ზეგ ნიუ-იორკში მიფრინავო...

წაიკითხეთ ასევე: