სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე POSTV- ის ხელმძღვანელისა და წამყვანის შალვა რამიშვილისა და თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"რამდენჯერმე ვუყურე თათია სამხარაძის ვიდეოს. წარმოუდგენელია ის ყველაფერი, რაც მის მიმართ მიმდინარეობს. უფრო სწორად, წარმოუდგენელია ამ უკანონობისა და სითავხედის მასშტაბი! ერთი შეხედვით მედიის თავისუფლების ანტურაჟით შენიღბული სახელისუფლო პროპაგანდისტის გადასარჩენი სპეცოპერაცია, მაგრამ რეალურად ეს გაცილებით მეტია და კარგად ჩანს პირადი ცხოვრების უფლების უკანონო ხელყოფა, უფლებადამცველების შევიწროება და დისკრედიტაცია და სამართალდამცველების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. ამ ყველაფრის თანმდევი მძიმე ადამიანური ტვირთის ატანა უწევს თათიას და მის ახლობელ ადამიანებს. ძნელია ამ საშინელების მოთმენა და პირველ რიგში გამძლეობის სურვილები მას, ჩემგან როგორც თანამოქალაქისგან. ყველა მოძალადე და სექსუალურად შემვიწროებელი უნდა დაისაჯოს მაქსიმალურად და სრულად!" - წერს ბურჯანაძე "ფეისბუქში".
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ბოლო დღეების განავლობაში, შალვა რამიშვილს რამდენიმე ქალმა სექსუალურ ძალადობაში საჯაროდ დასდო ბრალი და ამ კონტექსტში თათია სამახრაძისა და რამიშვილის ამბავი კვლავ აქტუალური გახდა, "POST TV" -ის ეთერში გავიდა სიუჟეტი სამხარაძისა და "ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის საეჭვო კავშირის შესახებ.
26 მარტს კი "დიდ გადაცემაში" წამყვანები ამტკიცებდნენ, რომ თათია სამხარაძე სამი დღის განმავლობაში ჩიქოვანის ბინაში იმყოფებოდა და იქედან ვერ გამოდიოდა, რადგან დალურჯებები ჰქონდა. სწორედ ამ გადაცემის პარალელურად ჩაწერა თათია სამხარაძემ ვიდეო საკუთარი სახლიდან და განაცხადა, რომ ის, რასაც მის შესახებ "პოსტს ტვ" - ის ეთერში ლაპარაკობდნენ, სრული სიცრუე იყო.
ასევე იხილეთ: