პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი მელაძის საქმეზე რუსეთში გამოძიება დასრულდა - რა ხდება მომღერლთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც თქვა სიტყვები - "დიდება გმირებს"
ვალერი მელაძის საქმეზე რუსეთში გამოძიება დასრულდა - რა ხდება მომღერლთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც თქვა სიტყვები - "დიდება გმირებს"

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა და გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა შე­ე­ხე­ბო­და დუ­ბა­ი­ში, კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე მე­ლა­ძის მიერ წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვებს - "დი­დე­ბა გმი­რებს.“

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია წერს. რუ­სეთ­ში არა­ერ­თი პრო­პა­გან­დის­ტი და ჩი­ნოვ­ნი­კი ითხოვ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ მე­ლა­ძეს აკ­რძალ­ვო­და ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა, გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ "უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად“ და ჩა­მო­ერ­თმი­ათ მის­თვის ქო­ნე­ბა.

  • "კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ვი­დეო და გა­და­წყვი­ტეს, რომ საქ­მის მა­სა­ლებ­ში არ არის საკ­მა­რი­სი ობი­ექ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ კა­ნო­ნი და­არ­ღვია“, - აცხა­დე­ბენ რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.

ცნო­ბის­თვის, 2 იან­ვარს, ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ დუ­ბა­ი­ში სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ღე­რა. ერთ-ერთ მო­მენ­ტში, სცე­ნას­თან ახ­ლოს მყოფ­მა მსმე­ნელ­მა მი­მარ­თა: "Слава Україні!“, რა­ზეც მე­ლა­ძემ უპა­სუ­ხა - " Героям слава." მომ­ღე­რალ­მა ეს სი­ტყვე­ბი მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე წარ­მოთ­ქვა, მიკრო­ფონ­ში კი ყვე­ლას გა­სა­გო­ნად თქვა, რომ პო­ლი­ტი­კას არ ეხე­ბა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის ზედა პა­ლა­ტის, ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რმა ელე­ნა აფა­ნა­სი­ე­ვამ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის საქ­ცი­ელს "პი­რუ­ტყვო­ბა" და "ღა­ლა­ტი" უწო­და და მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა მო­ი­თხო­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, რუ­სეთ­ში გა­უქ­მდა ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტე­ბი. მას აღარ მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ემ­ღე­რა 8 მარ­ტის კონ­ცერ­ტზე Barvikha Luxury Village-ში. თუმ­ცა ახლა რუ­სულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­ლა­ძე კვლავ გა­მარ­თავს რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტებს.

მომ­ღერ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მას 29 აპ­რილს რუ­სეთ­ში, ბარ­ნა­ულ­ში აქვს კონ­ცერ­ტი და­გეგ­მი­ლი და ბი­ლე­თე­ბის ყიდ­ვაც ამა­ვე ვებგ­ვერ­დზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
⚽ფორცა კვარა
16

არც ნაციონალები და არც ოცნება არ არის ევროპისკენ და არც ყოფილან.მიშას რომ დაცლოდა თურქმენბაშობა უნდოდა და ბიძინე თაბაგარი მთლად რუსეთზეა დამოკიდებული

ბენდუქა
64

კარგად მღერის ვალერა რუსულად, რაც იცის ის უნდა აკეთოს, რა დროს რაღაც სულელური ლოზუნგებია, გააბრიყვეს (ნასვამმა უკრაინელებმა, რომლებიც დუბაიში გრიალებენ) ეგ საცოდავი )))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ვალერი მელაძის საქმეზე რუსეთში გამოძიება დასრულდა - რა ხდება მომღერლთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც თქვა სიტყვები - "დიდება გმირებს"

ვალერი მელაძის საქმეზე რუსეთში გამოძიება დასრულდა - რა ხდება მომღერლთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც თქვა სიტყვები - "დიდება გმირებს"

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა და გენერალურმა პროკურატურამ მომღერალ ვალერი მელაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. გამოძიება შეეხებოდა დუბაიში, კორპორატიულ წვეულებაზე მელაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს - "დიდება გმირებს.“

აღნიშნულის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული მედია წერს. რუსეთში არაერთი პროპაგანდისტი და ჩინოვნიკი ითხოვდა ხელისუფლებისგან, რომ მელაძეს აკრძალვოდა ქვეყანაში შესვლა, გამოეცხადებინათ "უცხო ქვეყნის აგენტად“ და ჩამოერთმიათ მისთვის ქონება.

  • "კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს ვიდეო და გადაწყვიტეს, რომ საქმის მასალებში არ არის საკმარისი ობიექტურად დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ ვალერი მელაძემ კანონი დაარღვია“, - აცხადებენ რუსი სამართალდამცველები.

ცნობისთვის, 2 იანვარს, ვალერი მელაძემ დუბაიში საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე იმღერა. ერთ-ერთ მომენტში, სცენასთან ახლოს მყოფმა მსმენელმა მიმართა: "Слава Україні!“, რაზეც მელაძემ უპასუხა - " Героям слава." მომღერალმა ეს სიტყვები მიკროფონის გარეშე წარმოთქვა, მიკროფონში კი ყველას გასაგონად თქვა, რომ პოლიტიკას არ ეხება. ვიდეო სოციალური ქსელებით ვირუსულად გავრცელდა.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ ვალერი მელაძის საქციელს "პირუტყვობა" და "ღალატი" უწოდა და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.

აღნიშნულის შემდეგ, რუსეთში გაუქმდა ვალერი მელაძის კონცერტები. მას აღარ მისცეს შესაძლებლობა, ემღერა 8 მარტის კონცერტზე Barvikha Luxury Village-ში. თუმცა ახლა რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მელაძე კვლავ გამართავს რუსეთში კონცერტებს.

მომღერლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მას 29 აპრილს რუსეთში, ბარნაულში აქვს კონცერტი დაგეგმილი და ბილეთების ყიდვაც ამავე ვებგვერდზეა შესაძლებელი.