მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთოდ არ ვიცოდი სალომე ვისი და იყო, ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა... მას 17 მარტს პირველი სტიპენდია უკვე დაერიცხა და გუშინ უკან დააბრუნა" - რას წერს კეკელიძე?
"საერთოდ არ ვიცოდი სალომე ვისი და იყო, ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა... მას 17 მარტს პირველი სტიპენდია უკვე დაერიცხა და გუშინ უკან დააბრუნა" - რას წერს კეკელიძე?

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რე­ქა­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად მან მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ა­ზე უარი თქვა.

"მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი - სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვილ­ზე რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის სი­უ­ჟე­ტი ვნა­ხე. სპონ­ტა­ნუ­რად მივ­წე­რე ჟურ­ნა­ლისტს და ვუ­თხა­რი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა და ვფიქ­რობ, რომ ური­გო არ იქ­ნე­ბა სტი­პენ­დია და­ვუ­ნიშ­ნო და ეგებ და­მა­კავ­ში­რო მეთ­ქი. მომ­ცა ნო­მე­რი, და­ვუ­რე­კე და ვა­ხა­რე. მა­საც გა­უ­ხარ­და. სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, ვისი და იყო და ნა­თე­სა­ვი.

ან კი რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. სა­ლო­მეს სტი­პენ­დია და­ე­რი­ცხა 17 მარტს (უკან დაგ­ვიბ­რუ­ნა გუ­შინ). ამ ხნის მან­ძილ­ზე მე ავი­ტა­ნე სა­ო­ცარ ცი­ლის­წა­მე­ბა­თა კას­კა­დი ამ ამ­ბის გამო. გუ­შინ სა­ლო­მეს და წერს იმას, რა­საც წერს - წა­ი­კი­თხავ­დით, ცხა­დია. არ­ცერთ მე­დი­ას არ მივ­ცემ კო­მენ­ტარს, მათ შო­რის მა­თაც, ვინც ცდი­ლობს, რომ სტი­პენ­დი­ან­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მა­ლა­პა­რა­კოს - სა­ლო­მე არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გოგო და იმ­სა­ხუ­რებს სა­უ­კე­თე­სოს. ჩვენ კი ვაგ­რძე­ლებთ ჩვენს საქ­მე­ებს" - წერს კე­კე­ლი­ძე.

გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, ტა­ეკ­ვან­დო­ში ორგზის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სტი­პენ­დი­ა­ზე უარს ამ­ბობს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი უფ­რო­სი და, სო­ფია კენ­ჭი­აშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც 2021 წელს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მან მა­შინ "ნეტ­გა­ზეთ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ კე­კე­ლი­ძე შიშ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბის გაგ­ზავ­ნას სთხოვ­და. იმ დროს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტორ­მა სა­პა­სუ­ხოდ თქვა, რომ მზად იყო თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ყვე­ლა სფე­რო­ში და შეხ­ვდრო­და ყვე­ლას, ვი­საც ამ საქ­მე­ზე კი­თხვა აქვს. სო­ფია კენ­ჭი­აშ­ვი­ლის თქმით, კე­კე­ლი­ძეს შე­უძ­ლია ეს თან­ხა იმ ადა­მი­ანს ჩა­უ­რი­ცხოს, ვი­საც ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"საერთოდ არ ვიცოდი სალომე ვისი და იყო, ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა... მას 17 მარტს პირველი სტიპენდია უკვე დაერიცხა და გუშინ უკან დააბრუნა" - რას წერს კეკელიძე?

"საერთოდ არ ვიცოდი სალომე ვისი და იყო, ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა... მას 17 მარტს პირველი სტიპენდია უკვე დაერიცხა და გუშინ უკან დააბრუნა" - რას წერს კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექატორი გიორგი კეკელიძე ეხმაურება სალომე კენჭიაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მან მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიაზე უარი თქვა.

"მხოლოდ ფაქტები - სალომე კენჭიაშვილზე რადიო თავისუფლების სიუჟეტი ვნახე. სპონტანურად მივწერე ჟურნალისტს და ვუთხარი, რომ ძალიან კარგი გოგოა და ვფიქრობ, რომ ურიგო არ იქნება სტიპენდია დავუნიშნო და ეგებ დამაკავშირო მეთქი. მომცა ნომერი, დავურეკე და ვახარე. მასაც გაუხარდა. საერთოდ არ ვიცოდი, ვისი და იყო და ნათესავი.

ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ). ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. გუშინ სალომეს და წერს იმას, რასაც წერს - წაიკითხავდით, ცხადია. არცერთ მედიას არ მივცემ კომენტარს, მათ შორის მათაც, ვინც ცდილობს, რომ სტიპენდიანტის წინააღმდეგ მალაპარაკოს - სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს" - წერს კეკელიძე.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ 7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი სიმბოლო, ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი სალომე კენჭიაშვილი გიორგი კეკელიძის მიერ შეთავაზებულ სტიპენდიაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი ავრცელებს, რომელიც 2021 წელს გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. მან მაშინ "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში თქვა, რომ კეკელიძე შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა. იმ დროს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა საპასუხოდ თქვა, რომ მზად იყო თავისი საქმიანობა შეეჩერებინა ყველა სფეროში და შეხვდროდა ყველას, ვისაც ამ საქმეზე კითხვა აქვს. სოფია კენჭიაშვილის თქმით, კეკელიძეს შეუძლია ეს თანხა იმ ადამიანს ჩაურიცხოს, ვისაც ნამდვილად სჭირდება.

ნახეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"