პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ" - რა თქვა პროცესზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულმა: კადრები სასამართლოდან
"უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ" - რა თქვა პროცესზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულმა: კადრები სასამართლოდან

მუ­ხი­ან­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, 38 წლის მა­მა­კა­ცი ამ­ბობს, რომ 64 წლის რა­მაზ ბა­სი­ლა­ძე მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­და და მუ­ქა­რას ახორ­ცი­ე­ლებ­და, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

ამის შე­სა­ხებ მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და და ითხო­ვა, რომ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა არ მი­უ­სა­ჯონ.

"და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას, მუ­ქა­რას, რა­შიც ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ან დავ­თან­ხმდე­ბო­დი იმას, რა­საც მთა­ვა­ზობ­და, რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებ­და. მა­ინც მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ის, რაც მოხ­და, რათა თქვენ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ და სას­ჯე­ლად უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა არ მო­მი­სა­ჯოთ," - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, 22 მარტს მუ­ხი­ან­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი კორ­პუ­სის ლიფ­ტში გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე ათე­უ­ლო­ბით ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა კვა­ლის და­ფარ­ვაც სცა­და და ცხე­დარს ცე­ცხლი წა­უ­კი­და. უწყე­ბის ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლი და ბრალ­დე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნობ­დნენ.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 22 მარტს, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღით ათე­უ­ლო­ბით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ნაც­ნობს - 1959 წელს და­ბა­დე­ბულ რ.მ.-ს, შემ­დეგ კი, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, ცხე­დარს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ე.ა. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის “მ” ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სა­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giga
0

ცეცხლი რომ მოდებულიყო და ადამიანები დაღუპულიყო მერე სად მიდიოდა ალვარო ნაძირალა

ოე!
3

განზრახ მკვლელობაზე მინიმუმ 50 წელიწადი შეწყალების გარეშე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ" - რა თქვა პროცესზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულმა: კადრები სასამართლოდან

"უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ" - რა თქვა პროცესზე განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულმა: კადრები სასამართლოდან

მუხიანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 38 წლის მამაკაცი ამბობს, რომ 64 წლის რამაზ ბასილაძე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და მუქარას ახორციელებდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა და ითხოვა, რომ უვადო პატიმრობა არ მიუსაჯონ.

"დაზარალებული ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მუქარას, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ან დავთანხმდებოდი იმას, რასაც მთავაზობდა, რამეს მოიმოქმედებდა. მაინც მინდა შეგახსენოთ ის, რაც მოხდა, რათა თქვენ გაითვალისწინოთ და სასჯელად უვადო პატიმრობა არ მომისაჯოთ," - ამბობს ბრალდებული.

ცნობისთვის, 22 მარტს მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე ათეულობით ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა კვალის დაფარვაც სცადა და ცხედარს ცეცხლი წაუკიდა. უწყების ცნობით, მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"