საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაგრაში სეირნობს, ეს ნიშნავს, რომ იქ აქვს სამიზნე ობიექტი" - კრემლის მთავარი პროპაგანდისტი სოლოვიოვი აფხაზეთს სტუმრობდა: რა წერს ადგილობრივი მედია?
"გაგრაში სეირნობს, ეს ნიშნავს, რომ იქ აქვს სამიზნე ობიექტი" - კრემლის მთავარი პროპაგანდისტი სოლოვიოვი აფხაზეთს სტუმრობდა: რა წერს ადგილობრივი მედია?

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, კრემ­ლის მთა­ვა­რი პრო­პა­გან­დის­ტი, ვლა­დი­მირ სო­ლო­ვი­ო­ვი ჩა­ვი­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ-გვერ­დი abkhaz-auto.ru წერს. მი­სი­ვე ცნო­ბით, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი პირ­ვე­ლად არ სტუმ­რობს აფხა­ზეთს, თუმ­ცა რო­გორც სხვა დროს, მისი ვი­ზი­ტი ახ­ლაც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ცნო­ბი­ლი რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გაგ­რას ეს­ტუმ­რა და ინ­ტერ­ნეტ­ში იქ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თა...

"მან აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, ინალ არ­ძინ­ბას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ის რამ­დენ­ჯერ­მეა ნამ­ყო­ფი აფხა­ზეთ­ში და მისი სი­ლა­მა­ზით მო­ი­ხიბ­ლა" - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

apsnypress.info-ს ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ლო­ვი­ოვ­მა ინალ არ­ძინ­ბა თა­ვის გა­და­ცე­მა­ში ჩარ­თო, სა­დაც ე.წ. ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ის ფორ­მა­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტია, სა­დაც აფხა­ზეთს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა აქვს.

მი­სი­ვე ცნო­ბით, აფხა­ზე­თი, რუ­სეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­თან ერ­თად ერთ ჯგუფ­შია, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის მხრივ აფხა­ზე­თი სტაგ­ნა­ცი­ას გა­ნიც­დის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს მათი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბის დაბ­ლოკ­ვას.

სო­ლო­ვი­ო­ვის ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ნა­წი­ლის თქმით, სო­ლო­ვი­ო­ვი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, ამი­ტომ რაც მეტი ასე­თი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვა აფხა­ზეთ­ში, მით უკე­თე­სია...

სხვე­ბის თქმით, სო­ლო­ვი­ო­ვი არას­დროს არ­ცერთ ნა­ბიჯს არ დგამს თუ ეს მის­თვის სა­სარ­გებ­ლო არ იქ­ნე­ბა. ამ მო­საზ­რე­ბას ამ­ყა­რებს ის, რომ მისი ფა­ვო­რი­ტი რეს­პო­დენ­ტია არ­ძინ­ბა და თვე­ში ერთხელ რუ­სულ-აფხა­ზუ­რი მე­გობ­რო­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, გა­და­ცე­მა­ში ეპა­ტი­ჟე­ბა...

"კრემ­ლის რუ­პო­რი რუ­სეთ­ში ემე­გობ­რე­ბა კრემ­ლის რუ­პორს აფხა­ზეთ­ში... დას­კვნე­ბი თქვენ­თვის მო­მინ­დვია. თუ ვინ­მე იტყვის, შუა მარ­ტში აფხა­ზე­თის მომ­ხიბ­ლა­ვი ბუ­ნე­ბის მო­ნატ­რე­ბას ვერ მო­ე­რია, ვუ­პა­სუ­ხებ, რომ ძა­ლი­ან მი­ა­მი­ტია, ვუ­პა­სუ­ხებ, რომ ბრიყ­ვია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი ვე­ტყვი, რომ უკაც­რა­ვად, ბა­ტო­ნე­ბო, ყვე­ლას ვერ გაგ­ვაბ­რიყ­ვებთ!.. და ვხვდე­ბით, რომ სო­ლო­ვი­ო­ვი აქ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­სა­ხა­ტად არ ჩა­მო­სუ­ლა და ბა­რემ პირ­და­პირ გვი­თხა­რით, რას და­ად­გა თვა­ლი", - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლა­რი­სა ხა­ჯიმ­ბა.

"გაგ­რა­ში სე­ირ­ნობს. ეს ნიშ­ნავს, რომ იქ აქვს სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტი. რას ვჩუქ­ნით აფხა­ზე­თის სიყ­ვა­რუ­ლით გუ­ლან­თე­ბულ პრო­პა­გან­დისტს!?" - წერს მი­ლა­ნა ას­ლან­ძია.

"პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, ამ ბოლო დროს ძა­ლი­ან მო­უხ­ში­რა, ხან ჩუ­მად ჩა­მო­დის, ხან ზარ-ზე­ი­მით. ეტყო­ბა, ჩუ­მად ჩა­მო­სუ­ლი არიძნ­ბა-ბჟა­ნი­ას მის რჩე­ულ ობი­ექ­ტებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბა. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ ცოტა ხან­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ გვამ­ცნო­ბენ, რომ კი­დევ ერ­თმა აფხა­ზეთ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა დი­დე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა გა­და­წყვი­ტა აქ ცხოვ­რე­ბით პა­ტი­ვი დაგ­ვდოს, მთავ­რო­ბამ კი, ეს თა­ნად­გო­მა და­უ­ფა­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი აჩუ­ქა... უდა­ვოა, აფხა­ზე­თი სჯობს იტა­ლი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ იქ არ გიშ­ვე­ბენ, კო­მოს ტბა­ზე ას­ვლას თუ შე­გი­ზღუ­და­ვენ, შე­გიძ­ლია, რი­წას ეწ­ვიო, მით უფრო, თუ აქ სა­ცხოვ­რე­ბელს გჩუქ­ნი­ან", - ირო­ნი­უ­ლად აღ­ნიშ­ნავს ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მურ შა­კა­ია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსებს ქუგურაი დიდალებშა
1

აფხაზეთის ანექსიას აპირებენ. უკვე აშკარად ამბობენ ამას. 

ლადო
0

მშვიდობაო?!რომელ მშვიდობაზეა საუბარი ,როცა თვითონ აფხაზებსაც აღარ ეკითხებიან,მათი "კეთილისმსურველი" გინდა რუსები,გინდა სომხები და გინდა ჩრდილოელი კონფედერატები.სულ ცოტა ხანში აბსოლიტურ უმრავლესობაში აღმოჩნდებიან და როგორც თავისდროზე გაუკეთეს მეორე მუჯაჯირობას მოუწყობენ აფხაზეთის რიგით მოქალაქეებს ,თორე მედროვე და კუკუზნაკის მკოცნელს ეროვნება არა აქვს ყველას უძვრებიან სადაც კარგად გრძნობენ თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"გაგრაში სეირნობს, ეს ნიშნავს, რომ იქ აქვს სამიზნე ობიექტი" - კრემლის მთავარი პროპაგანდისტი სოლოვიოვი აფხაზეთს სტუმრობდა: რა წერს ადგილობრივი მედია?

"გაგრაში სეირნობს, ეს ნიშნავს, რომ იქ აქვს სამიზნე ობიექტი" - კრემლის მთავარი პროპაგანდისტი სოლოვიოვი აფხაზეთს სტუმრობდა: რა წერს ადგილობრივი მედია?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, კრემლის მთავარი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი ჩავიდა. ამის შესახებ ინტერნეტ-გვერდი abkhaz-auto.ru წერს. მისივე ცნობით, რუსი ჟურნალისტი პირველად არ სტუმრობს აფხაზეთს, თუმცა როგორც სხვა დროს, მისი ვიზიტი ახლაც სრულიად მოულოდნელი და გასაიდუმლოებული იყო.

აფხაზური მედიის ცნობით, ცნობილი რუსი ტელეწამყვანი გაგრას ესტუმრა და ინტერნეტში იქ გადაღებული ფოტოები ატვირთა...

"მან აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინალ არძინბასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის რამდენჯერმეა ნამყოფი აფხაზეთში და მისი სილამაზით მოიხიბლა" - წერს აფხაზური მედია.

apsnypress.info-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ, სოლოვიოვმა ინალ არძინბა თავის გადაცემაში ჩართო, სადაც ე.წ. ჟენევის დისკუსიის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც აფხაზეთს წარმომადგენლობა აქვს.

მისივე ცნობით, აფხაზეთი, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად ერთ ჯგუფშია, თუმცა სამწუხაროდ, არსებულ სიტუაციაში საერთაშორისო რეალობიდან გამომდინარე, ჟენევის ფორმატის მხრივ აფხაზეთი სტაგნაციას განიცდის, რადგან საქართველო გამუდმებით ცდილობს მათი საერთაშორისო კონტაქტების დაბლოკვას.

სოლოვიოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის მოსახლეობას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა. ნაწილის თქმით, სოლოვიოვი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ჟურნალისტია, ამიტომ რაც მეტი ასეთი ადამიანი ჩამოვა აფხაზეთში, მით უკეთესია...

სხვების თქმით, სოლოვიოვი არასდროს არცერთ ნაბიჯს არ დგამს თუ ეს მისთვის სასარგებლო არ იქნება. ამ მოსაზრებას ამყარებს ის, რომ მისი ფავორიტი რესპოდენტია არძინბა და თვეში ერთხელ რუსულ-აფხაზური მეგობრობის წარმოსაჩენად, გადაცემაში ეპატიჟება...

"კრემლის რუპორი რუსეთში ემეგობრება კრემლის რუპორს აფხაზეთში... დასკვნები თქვენთვის მომინდვია. თუ ვინმე იტყვის, შუა მარტში აფხაზეთის მომხიბლავი ბუნების მონატრებას ვერ მოერია, ვუპასუხებ, რომ ძალიან მიამიტია, ვუპასუხებ, რომ ბრიყვია. ხელისუფლებას კი ვეტყვი, რომ უკაცრავად, ბატონებო, ყველას ვერ გაგვაბრიყვებთ!.. და ვხვდებით, რომ სოლოვიოვი აქ ჩვენი სიყვარულის გამოსახატად არ ჩამოსულა და ბარემ პირდაპირ გვითხარით, რას დაადგა თვალი", - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი ლარისა ხაჯიმბა.

"გაგრაში სეირნობს. ეს ნიშნავს, რომ იქ აქვს სამიზნე ობიექტი. რას ვჩუქნით აფხაზეთის სიყვარულით გულანთებულ პროპაგანდისტს!?" - წერს მილანა ასლანძია.

"პირველი შემთხვევა არ არის, ამ ბოლო დროს ძალიან მოუხშირა, ხან ჩუმად ჩამოდის, ხან ზარ-ზეიმით. ეტყობა, ჩუმად ჩამოსული არიძნბა-ბჟანიას მის რჩეულ ობიექტებზე ელაპარაკება. არ გამიკვირდება, თუ ცოტა ხანში სადღესასწაულოდ გვამცნობენ, რომ კიდევ ერთმა აფხაზეთზე შეყვარებულმა დიდებულმა ადამიანმა გადაწყვიტა აქ ცხოვრებით პატივი დაგვდოს, მთავრობამ კი, ეს თანადგომა დაუფასა და საცხოვრებელი აჩუქა... უდავოა, აფხაზეთი სჯობს იტალიას, განსაკუთრებით მაშინ, თუ იქ არ გიშვებენ, კომოს ტბაზე ასვლას თუ შეგიზღუდავენ, შეგიძლია, რიწას ეწვიო, მით უფრო, თუ აქ საცხოვრებელს გჩუქნიან", - ირონიულად აღნიშნავს ადგილობრივი თემურ შაკაია.