მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატის თქმით, უჩა მამაცაშვილის სარჩელზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: "ეს იყო სრული სიცრუ და ცილისწამება"
ადვოკატის თქმით, უჩა მამაცაშვილის სარჩელზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: "ეს იყო სრული სიცრუ და ცილისწამება"

ბიზ­ნეს­მენ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 მარტს, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის, ვასო ურუ­შა­ძის და ლაშა ფა­რუ­ლა­ვას სა­კა­სა­ციო სა­ჩი­ვა­რი და ძა­ლა­ში და­ტო­ვა ქვე­და ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბიზ­ნეს­მენ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის მი­მართ ე.წ. ქოლ­ცენ­ტრებ­თან და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სიც­რუ­ედ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი და მო­პა­სუ­ხე­ებს ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბის სა­ჯა­როდ უარ­ყო­ფას­თან ერ­თად, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ე­კის­რათ.

"უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ და­და­ტურ­და, რომ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ე.წ. ქოლ­ცენ­ტრე­ბის მფარ­ვე­ლო­ბას­თან და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორტთან და­კავ­ში­რე­ბით, იყო სრუ­ლი სიც­რუ და ცი­ლის­წა­მე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად და­ი­ნა­ხა, რომ ეს იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბას. ჩვენ პირ­ვე­ლი დღი­დან ვა­ცხა­დებ­დით, რომ ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის მი­მართ იყო სიც­რუე და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ სწო­რედ ეს უდა­ვო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და­ა­დას­ტუ­რა, რაც იყო კი­დეც ჩვე­ნი სარ­ჩე­ლის მი­ზა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გი­გუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის, ლაშა ფა­რუ­ლა­ვას და ვასო ურუ­შა­ძი­სათ­ვის, 5000-5000 ლა­რის და­კის­რე­ბას მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის სა­ხით, რო­გორც ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს ეს თან­ხე­ბი უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სხვა მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­ველ­მოქ­მე­დო მხარ­და­ჭე­რას­თან ერ­თად, მთლი­ა­ნად მოხ­მარ­დე­ბა თბი­ლის­ში მოქ­მედ ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნატს "ბა­სი­ლი­ა­და“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი-ს
1

უფრო მეტს ჩვენი ჯიბეებიდან ქაჩავენ სამმაგი კომუნალურებით და არნახული გადასახადებით

სამართალმა (?????????) ჭამა
1

პირიქით,რომ მიეღოდ ის იქნებოდა გასაკვირი,თორემ ამას ისედაც ველოდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ადვოკატის თქმით, უჩა მამაცაშვილის სარჩელზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: "ეს იყო სრული სიცრუ და ცილისწამება"

ადვოკატის თქმით, უჩა მამაცაშვილის სარჩელზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: "ეს იყო სრული სიცრუ და ცილისწამება"

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, 23 მარტს, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ანტიკორუფციული მოძრაობის“ და მისი დამფუძნებლების, ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის თანახმად, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის მიმართ ე.წ. ქოლცენტრებთან და ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებული ბრალდებები სიცრუედ იქნა მიჩნეული და მოპასუხეებს ცილისმწამებლური ბრალდებების საჯაროდ უარყოფასთან ერთად, უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრათ.

"უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბოლოოდ დადატურდა, რომ უჩა მამაცაშვილის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები ე.წ. ქოლცენტრების მფარველობასთან და ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით, იყო სრული სიცრუ და ცილისწამება. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ეს იყო ორგანიზებული პოლიტიკური ბინძური კამპანია, რომელიც ემსახურებოდა უჩა მამაცაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას. ჩვენ პირველი დღიდან ვაცხადებდით, რომ ყველა ბრალდება უჩა მამაცაშვილის მიმართ იყო სიცრუე და ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ეს უდავო ჭეშმარიტება დაადასტურა, რაც იყო კიდეც ჩვენი სარჩელის მიზანი“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

რაც შეეხება "ანტიკორუფციული მოძრაობის“ და მისი დამფუძნებლების, ლაშა ფარულავას და ვასო ურუშაძისათვის, 5000-5000 ლარის დაკისრებას მორალური ზიანის სახით, როგორც ამირან გიგუაშვილი აცხადებს ეს თანხები უჩა მამაცაშვილის გადაწყვეტილებით, სხვა მის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო მხარდაჭერასთან ერთად, მთლიანად მოხმარდება თბილისში მოქმედ ხანდაზმულთა პანსიონატს "ბასილიადა“.