მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში უძველესი ამორძალი საქართველოშია აღმოჩენილი: ქალი სამხედრო პატივით, იარაღით იყო დაკრძალული - აღმოჩენა, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის
მსოფლიოში უძველესი ამორძალი საქართველოშია აღმოჩენილი: ქალი სამხედრო პატივით, იარაღით იყო დაკრძალული - აღმოჩენა, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის
  • ფო­ტო­ზე: სა­მარხში ნა­ნა­ხი ნაჭ­რი­ლო­ბე­ვი თა­ვის ქალა და მახ­ვი­ლი

დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ცო­ტამ თუ იცის.

1927 წელს ქარ­თუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თმა ფუ­ძემ­დე­ბელ­მა გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძემ გა­თხა­რა და შე­ის­წავ­ლა სა­მარ­ხი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მებ­რძო­ლი ქა­ლის ყვე­ლა­ზე ად­რე­ულ სა­მარ­ხად მი­იჩ­ნე­ვა მსოფ­ლი­ო­ში.

"მსოფ­ლი­ოს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ ჯერ კი­დევ არ იცის არც ერთი შემ­თხვე­ვა, რომ ეპო­ვოთ ბრინ­ჯა­ოს მახ­ვი­ლით, ხან­ჯლი­თა და შუ­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქალი, რო­გორც ამას ად­გი­ლი ჰქონ­და ზემო ავ­ჭა­ლა­ში, და თუ გა­მო­ჩე­ნი­ლი მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რი მონ­დე­ლი­უ­სი და­ნი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხან­ჯლით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ქა­ლებს უკავ­ში­რებ­და ამა­ზო­ნე­ბის ანუ ამორ­ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ წარ­მო­შო­ბილ მო­თხრო­ბებს, მით უმე­ტეს, ჩვენ უფრო მეტი სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს ვი­ფიქ­როთ, რომ ზემო ავ­ჭა­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მე­ო­მა­რი ქალი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ქალი, რო­მელ­მაც ცხე­ნოს­ნო­ბა კარ­გად იცო­და", - წერს 1931 წელს გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე.

მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­მარ­ხი 1927 წლის დე­კემ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ავ­ჭა­ლა­ში. გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძემ სა­მარ­ხი გახ­სნა, სა­დაც სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლუ­ლი ქა­ლის ნეშ­ტი აღ­მოჩ­ნდა. არ­ქე­ო­ლო­გის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ბრინ­ჯა­ოს ხმლის ფრაგ­მენ­ტმა, თა­ვის ქა­ლა­ზე ჭრი­ლო­ბის კვალ­მა და იმ სამ­კა­უ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რის მტკი­ცე­ბით, ძვ. წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ამორ­ძალს საფ­ლავ­ში ჩა­ა­ტა­ნეს.

ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც სა­მარხში აღოჩ­ნდა

ის, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად ქალი იყო, და­დას­ტურ­და ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს აღ­მო­ჩე­ნა არა­სო­დეს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. ჩონ­ჩხი უკვე ათწლე­უ­ლე­ბია, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა.

ეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ეკუთ­ვნის თუ არა სა­მარ­ხი მი­თურ პერ­სო­ნაჟს, ამორ­ძალს და რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მისი და­მა­ტე­ბი­თი შეს­წავ­ლი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, ის­ტო­რი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ აბ­რა­მიშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს:

- ეს უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია ინა­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ში და თა­რიღ­დე­ბა ძვ.წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბით. ასე რომ, ავ­ჭა­ლა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­ო­მა­რი ქალი შე­საძ­ლოა მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლია. თა­ვის ქა­ლის მო­ცუ­ლო­ბის, ძვლე­ბის წო­ნის, პა­ტა­რა ზო­მის კბი­ლე­ბი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნიშ­ნის მი­ხედ­ვით თა­ვი­დან­ვე დად­გინ­და, რომ სა­მარხში ნამ­დვი­ლად ქალი იყო.

ორი თვის წინ კი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დით კი­დევ ერთხელ გა­ნი­სა­ზღვრა სქე­სი და ასა­კი. თა­ვის ქა­ლა­ზე სქე­სის გან­მსა­ზღვრე­ლი 26 ნი­შა­ნია... გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო 30-40 წლის 1.47 სი­მაღ­ლის ქალი. ნი­ო­რა­ძე სა­მარ­ხის პე­რი­ოდს ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის მი­წუ­რუ­ლი­თა და რკი­ნის ხა­ნის და­სა­წყი­სით გან­სა­ზღვრავს. ზუს­ტად ვერ ვი­ტყვით, ქალი რო­მელ რა­სას გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და ან რა კულ­ტუ­რით ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ამ დროს უკვე არ­სე­ბობ­და კლა­სობ­რი­ვი და­ყო­ფა და ვაჭ­რო­ბა. ქალი დიდ­გვა­რო­ვა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან უამ­რა­ვი ძვირ­ფა­სი ნივ­თი ჩა­ა­ტა­ნეს სა­მა­რე­ში. საბ­რძო­ლო ია­რა­ღებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია მახ­ვი­ლი, რო­მელ­საც ბო­ლო­ში წვე­რი არა აქვს. ეს სა­გან­გე­ბოდ კეთ­დე­ბო­და - წვე­რი­ა­ნი მახ­ვი­ლი უფრო მძი­მეა, უწ­ვე­რო კი მსუ­ბუ­ქია და გან­კუთ­ვნი­ლია მხო­ლოდ მხედ­რის­თვის. სა­მარხშიც აღ­მოჩ­ნდა ცხე­ნის თა­ვის ქა­ლის ნა­წი­ლე­ბიც, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქალი ნამ­დვი­ლად ცხე­ნო­სა­ნი მე­ო­მა­რი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, მებ­რძოლ ქალს საბ­რძო­ლო ია­რა­ღი და ცხე­ნიც ჩა­ა­ყო­ლეს, რაც ნიშ­ნავს, რომ დიდი პა­ტი­ვით და­უკ­რძა­ლავთ. ჩანს, ძვ. წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი არ არ­სე­ბობ­და. იმ ად­გი­ლას კი­დევ რომ მო­ი­ძებ­ნოს სა­მარ­ხი, შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. რა სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს ზემო ავ­ჭა­ლის ეს ად­გი­ლი გა­თხრე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გებთ, თუმ­ცა ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლახ­ლა შეს­წავ­ლა დიდ ფი­ნან­სურ და ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს მო­ი­თხოვს...

ქალს ორი­ვე ხელ­ზე ეკე­თა ბრინ­ჯა­ოს სა­მა­ჯუ­რე­ბი. მახ­ვი­ლის ტარ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია რვა­ქი­მი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც, ნი­ო­რა­ძის აზ­რით, ვე­ნე­რაა. მახ­ვილს ეტყო­ბა სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის გავ­ლე­ნა. მა­გა­ლი­თად, მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი სპი­რა­ლე­ბი მცი­რე აზი­ი­სა და ეგე­ო­სის ზღვის ქვეყ­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ტა­რის მოყ­ვა­ნი­ლო­ბა თით­ქოს ხე­თუ­რია, მო­ტი­ვე­ბის გან­ლა­გე­ბა კი ასუ­რულ გავ­ლე­ნას ჰგავს. ასე­თი მახ­ვი­ლე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბევ­რია აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

- 1927 წლის შემ­დგომ ვინ­მემ თუ შე­ის­წავ­ლა ეს მა­სა­ლა?

- არა, მე­ო­რედ არა­ვის უკვლე­ვია. ერ­თა­დერ­თხელ გერ­მა­ნი­ა­ში იყო გა­მო­ფე­ნა­ზე...

"კვი­რის პა­ლიტ­რა" და­უ­კავ­შირ­და გერ­მა­ნელ მეც­ნი­ერს, პა­ლე­ო­პა­თო­ლოგ მი­ხა­ელ შულცს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იახსარ
0

თუ თავის ქალა გვაქვს, თან თუ არ ვცდები, ქვედა ყბაც კი შემონახულია, რასას როგორ ვეღარ ადგენენ? კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს შეიძლება, მაგრამ რასას? ან სამარხში ჩატანებული იარაღის რამოდენიმე სახეობა რომელიმე კულტურაზე როგორ არ მიუთითებს?

გიორგი
15

გათხრებს ბაბუცა აწარმოებდა? :)) იქნებ დაფიქრდეთ რატომ არის ქართულ ენაში სიტყვა ჯარის-კაცი, და არა მაგალითად ჯარის-ქალი. ან რაიმე ნეიტრალური როგორც soldier, რომელიც თავის მხრივ იტალიური soldato-დან მოდის და გასმრჯელოს გულისთვის მებრძოლს ნიშნავს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მსოფლიოში უძველესი ამორძალი საქართველოშია აღმოჩენილი: ქალი სამხედრო პატივით, იარაღით იყო დაკრძალული - აღმოჩენა, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის

მსოფლიოში უძველესი ამორძალი საქართველოშია აღმოჩენილი: ქალი სამხედრო პატივით, იარაღით იყო დაკრძალული - აღმოჩენა, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის
  • ფოტოზე: სამარხში ნანახი ნაჭრილობევი თავის ქალა და მახვილი

დღესდღეობით მსოფლიოში უძველესი ამორძალი საქართველოშია აღმოჩენილი, თუმცა ამის შესახებ ცოტამ თუ იცის.

1927 წელს ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა გიორგი ნიორაძემ გათხარა და შეისწავლა სამარხი, რომელიც დღევანდელი მონაცემებით, მებრძოლი ქალის ყველაზე ადრეულ სამარხად მიიჩნევა მსოფლიოში.

"მსოფლიოს არქეოლოგიურმა ლიტერატურამ ჯერ კიდევ არ იცის არც ერთი შემთხვევა, რომ ეპოვოთ ბრინჯაოს მახვილით, ხანჯლითა და შუბით შეიარაღებული ქალი, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ზემო ავჭალაში, და თუ გამოჩენილი მსოფლიო მეცნიერი მონდელიუსი დანიაში აღმოჩენილი ხანჯლით შეიარაღებულ ქალებს უკავშირებდა ამაზონების ანუ ამორძალების შესახებ წარმოშობილ მოთხრობებს, მით უმეტეს, ჩვენ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ზემო ავჭალის შეიარაღებული ადამიანი, რომელსაც ჭრილობა ჰქონდა მიღებული, მეომარი ქალი უნდა ყოფილიყო, ქალი, რომელმაც ცხენოსნობა კარგად იცოდა", - წერს 1931 წელს გიორგი ნიორაძე.

მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სამარხი 1927 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს ავჭალაში. გიორგი ნიორაძემ სამარხი გახსნა, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალული ქალის ნეშტი აღმოჩნდა. არქეოლოგის ყურადღება მიიქცია ბრინჯაოს ხმლის ფრაგმენტმა, თავის ქალაზე ჭრილობის კვალმა და იმ სამკაულებმა, რომლებიც, მეცნიერის მტკიცებით, ძვ. წ. XI-IX საუკუნეებში ამორძალს საფლავში ჩაატანეს.

ნივთები, რომელიც სამარხში აღოჩნდა

ის, რომ შეიარაღებული ადამიანი ნამდვილად ქალი იყო, დადასტურდა ანთროპოლოგიური კვლევებითაც. საქართველოში ეს აღმოჩენა არასოდეს გახმაურებულა. ჩონჩხი უკვე ათწლეულებია, ეროვნული მუზეუმის საცავში ინახება.

ეს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ეკუთვნის თუ არა სამარხი მითურ პერსონაჟს, ამორძალს და რა შეიძლება გაკეთდეს მისი დამატებითი შესწავლისათვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ აბრამიშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს:

- ეს უნიკალური კოლექცია ინახება ეროვნული მუზეუმში და თარიღდება ძვ.წ. XI-IX საუკუნეებით. ასე რომ, ავჭალაში აღმოჩენილი მეომარი ქალი შესაძლოა მსოფლიოში უძველესი ამორძალია. თავის ქალის მოცულობის, ძვლების წონის, პატარა ზომის კბილებისა და კიდევ რამდენიმე ნიშნის მიხედვით თავიდანვე დადგინდა, რომ სამარხში ნამდვილად ქალი იყო.

ორი თვის წინ კი თანამედროვე მეთოდით კიდევ ერთხელ განისაზღვრა სქესი და ასაკი. თავის ქალაზე სქესის განმსაზღვრელი 26 ნიშანია... გიორგი ნიორაძის შეფასებით, ეს უნდა ყოფილიყო 30-40 წლის 1.47 სიმაღლის ქალი. ნიორაძე სამარხის პერიოდს ბრინჯაოს ხანის მიწურულითა და რკინის ხანის დასაწყისით განსაზღვრავს. ზუსტად ვერ ვიტყვით, ქალი რომელ რასას განეკუთვნებოდა ან რა კულტურით ცხოვრობდა, თუმცა ამ დროს უკვე არსებობდა კლასობრივი დაყოფა და ვაჭრობა. ქალი დიდგვაროვანი უნდა ყოფილიყო, რადგან უამრავი ძვირფასი ნივთი ჩაატანეს სამარეში. საბრძოლო იარაღებში გამორჩეულია მახვილი, რომელსაც ბოლოში წვერი არა აქვს. ეს საგანგებოდ კეთდებოდა - წვერიანი მახვილი უფრო მძიმეა, უწვერო კი მსუბუქია და განკუთვნილია მხოლოდ მხედრისთვის. სამარხშიც აღმოჩნდა ცხენის თავის ქალის ნაწილებიც, რაც მიანიშნებს, რომ ქალი ნამდვილად ცხენოსანი მეომარი იყო. ბუნებრივია, მებრძოლ ქალს საბრძოლო იარაღი და ცხენიც ჩააყოლეს, რაც ნიშნავს, რომ დიდი პატივით დაუკრძალავთ. ჩანს, ძვ. წ. XI-IX საუკუნეებში დღეს პოპულარული გენდერული სტერეოტიპები არ არსებობდა. იმ ადგილას კიდევ რომ მოიძებნოს სამარხი, შეიძლება დამატებითი დეტალები აღმოვაჩინოთ. რა საიდუმლოს ინახავს ზემო ავჭალის ეს ადგილი გათხრების შემდეგ გავიგებთ, თუმცა ტერიტორიის ხელახლა შესწავლა დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს...

ქალს ორივე ხელზე ეკეთა ბრინჯაოს სამაჯურები. მახვილის ტარზე გამოსახულია რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც, ნიორაძის აზრით, ვენერაა. მახვილს ეტყობა სხვადასხვა კულტურული წრეების გავლენა. მაგალითად, მასზე გამოსახული სპირალები მცირე აზიისა და ეგეოსის ზღვის ქვეყნებშია გავრცელებული. ტარის მოყვანილობა თითქოს ხეთურია, მოტივების განლაგება კი ასურულ გავლენას ჰგავს. ასეთი მახვილები აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ბევრია აღმოჩენილი.

- 1927 წლის შემდგომ ვინმემ თუ შეისწავლა ეს მასალა?

- არა, მეორედ არავის უკვლევია. ერთადერთხელ გერმანიაში იყო გამოფენაზე...

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა გერმანელ მეცნიერს, პალეოპათოლოგ მიხაელ შულცს. გააგრძელეთ კითხვა