პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს მოღალატე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი "არაკაცები" საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვერასოდეს იქნებიან.
მისი თქმით, სანიკიძე, რომელიც თავის დროზე "ქართული ოცნების" წევრი იყო, მიხეილ სააკაშვილს 100 ათას დოლარად მიეყიდა.
"ეს კაცი გამოირჩევა უსამართლო და ღვარძლიანი გამონათქვამებით. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე. მინდა გითხრათ, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. 100 ათას დოლარად არის გაყიდული ეს კაცი. შე ნაძირალა. შენ ხარ გაყიდული კაცი. მოღალატე ხარ. გუბაზ სანიკიძისნაირი არაკაცები ვერასოდეს იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები" - აღნიშნა პრემიერმა.
ნახეთ ასევე: