პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის... გირჩევთ, ხანდახან "გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასაც წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება" - გუბაზ სანიკიძე პრემიერს
"სააკაშვილის გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის... გირჩევთ, ხანდახან "გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასაც წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება" - გუბაზ სანიკიძე პრემიერს

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო როცა იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა იქ გა­მო­გი­ძა­ხონ და არც პი­როვ­ნუ­ლად და არც საქ­ვეყ­ნოდ არ მე­მე­ტე­ბით. ეს ომი უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბით რომ დას­რულ­დეს, რა­შიც თქვენ ეჭვი გე­პა­რე­ბათ და უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მათი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის და­გეგ­მი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი რომ მო­ი­თხო­ვონ, მერე რას შვრე­ბით?, - ამ კი­თხვით პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მი­მარ­თა.

რო­გორც გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ცერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ახ­სოვს იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო.

ასე­ვე, მისი თქმით, ახალ­გაზ­რდებს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი აქვთ და "გუ­შინ“-ს "ხვა­ლის­თვის“ არა­სო­დეს მო­უ­გია“.

"ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, მინ­და ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა მოგ­ცეთ. რამ­დე­ნი­მე დღეა სა­უბ­რობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა მე­სა­მე მსოფ­ლიო ომი და­ი­წყოს და უნდა იცო­დეთ ამ ომის გან­მარ­ტე­ბა რა არის. "მსოფ­ლი­ოს“ ეძა­ხი­ან ომს, რომ­ლის შემ­დე­გაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ბედი წყდე­ბა. ომებს მსოფ­ლი­ოს არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­მედ ის­ტო­რი­კო­სე­ბი არ­ქმე­ვენ და ამი­ტომ, და­ა­ნე­ბეთ ამას თავი.

თქვენ თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბით. ამ­ბობთ, რომ უკ­რა­ი­ნა, სა­ა­კაშ­ვი­ლი და ევ­რო­კავ­ში­რი აქ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აპი­რებ­და. ეს ომი უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბით რომ დას­რულ­დეს, რა­შიც თქვენ ეჭვი გე­პა­რე­ბათ და უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ამ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი რომ მო­ი­თხო­ვონ, მერე რას შვრე­ბით?

მე ვიცი, რომ იუ­რის­ტი ხართ, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი და არ ხართ. რომ ამ­ბობთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის­თვის ჩა­მო­ვი­დაო, ეს გა­მო­ი­ძი­ეთ? საქ­მე აღ­ძრუ­ლია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით? თქვენს პი­რად მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობთ? სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო როცა იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა იქ გა­მო­გი­ძა­ხონ და არც პი­როვ­ნუ­ლად და არც საქ­ვეყ­ნოდ არ მე­მე­ტე­ბით. და­ფიქ­რდით, რო­დე­საც გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებთ. ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ღა­მით რა გეზ­მა­ნე­ბათ თქვენ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გზას აც­დე­ნი­ლია, და­სავ­ლურ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე უარს ამ­ბობს. ერთი ადა­მი­ა­ნი რა­ტომ არ გე­სარ­ჩლე­ბათ და­სავ­ლე­თი­დან?

არც ქარ­თუ­ლი წე­სია, არც კავ­კა­სი­უ­რი და არც ევ­რო­პუ­ლი, რო­გორც თქვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ექ­ცე­ვით. აქ რომ ხართ ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლე­ბი, არ­ცერ­თი თქვენ­გა­ნი არ მახ­სოვს იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც მე მი­შას ოპო­ზი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და მო­სა­კი­თხია, ვინ სად მუ­შა­ობ­დით.

თქვენ მა­ში­ნაც გე­ში­ნო­დათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და ახ­ლაც გე­ში­ნი­ათ. სა­ა­კაშ­ვი­ლის გე­ში­ნი­ათ კი­ევ­ში, თბი­ლის­ში, გე­ში­ნი­ათ მა­შინ, როცა ჯან­მრთე­ლია, გე­ში­ნი­ათ ცი­ხე­ში. სა­ა­კაშ­ვილს გე­ში­ნი­ათ ცო­ცხლი­სა და მკვდრის. ეს თქვე­ნი პრობ­ლე­მაა, იმ კა­ცის პრობ­ლე­მა კი არ არის.

სა­ერ­თოდ მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას და გან­სა­კუთ­რე­ბით, თქვენ, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, მეტი თავ­მდაბ­ლო­ბა! თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია იჩე­მებს, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი ხართ. გირ­ჩევთ, ხან­და­ხან "გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი“ წა­ი­კი­თხოთ და ბი­ძი­ნა­საც წა­უ­კი­თხოთ, რად­გან მას კი­თხვა ეზა­რე­ბა და მოს­მე­ნა უყ­ვარს. გირ­ჩევთ, თქვე­ნი სა­მა­გი­დო წიგ­ნი გახ­დეს.

ამ ახალ­გაზ­რდებ­ზე რომ ლა­პა­რა­კობთ, ერთი რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მათ თქვენ­თვის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი აქვთ და "გუ­შინ“-ს "ხვა­ლის­თვის“ არა­სო­დეს მო­უ­გია. ერთ რა­მე­ში და­გე­თან­ხმე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი უნდა მი­ე­ცათ, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თია, ხოლო ხალ­ხი - მა­რა­დი­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუბოზას
0

კუჭის კაცი ხარ შენ გუბოზ!

ქუთაისელი 70 წ.
2

ცოტა ხნის უკან გუბაზ სანიკიძისთვის მიხეილ სააკაშვილი იყო მოღალატე, სულელი, ქვეყნის დამაქცევარი, ჯალალედინი, აღა მაჰმადხანი, მურვან ყრუ. ახლა გახდა გმირი, ჭკვიანი, ქვეყნის გადამრჩენელი, დავით აღმაშენებელი. რა არის ბ-ნ გუბაზის შეხედულების ასეთი ტრანსფორმაციის, თუ მეტამორფოზის მიზეზი?(100 000 ?) ისე უდავოდ ნიჭიერი კაცია - თავის ქარიზმას და ისტორიის გარკვეულ ცოდნას ოსტატურად იყენებს, რათა დააჯეროს აბივატელი, რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის საჭირო ტყუილებში. მამამისის 310-ე სირცხვილია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"სააკაშვილის გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის... გირჩევთ, ხანდახან "გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასაც წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება" - გუბაზ სანიკიძე პრემიერს

"სააკაშვილის გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის... გირჩევთ, ხანდახან "გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასაც წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება" - გუბაზ სანიკიძე პრემიერს

საერთაშორისო სასამართლო როცა იქნება, შეიძლება იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა მათი, მიხეილ სააკაშვილისა და ევროკავშირის დაგეგმილი გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით?, - ამ კითხვით პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ახსოვს იმ დროიდან, როდესაც თავად მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში იყო.

ასევე, მისი თქმით, ახალგაზრდებს დღევანდელი ხელისუფლებისთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ და "გუშინ“-ს "ხვალისთვის“ არასოდეს მოუგია“.

"ბატონო ირაკლი, მინდა ტერმინოლოგიის შესახებ რამდენიმე რჩევა მოგცეთ. რამდენიმე დღეა საუბრობთ, რომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და უნდა იცოდეთ ამ ომის განმარტება რა არის. "მსოფლიოს“ ეძახიან ომს, რომლის შემდეგაც მთელი მსოფლიოს ბედი წყდება. ომებს მსოფლიოს არა პოლიტიკოსები, არამედ ისტორიკოსები არქმევენ და ამიტომ, დაანებეთ ამას თავი.

თქვენ თქვენი განცხადებებით ცეცხლს ეთამაშებით. ამბობთ, რომ უკრაინა, სააკაშვილი და ევროკავშირი აქ სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდა. ეს ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდეს, რაშიც თქვენ ეჭვი გეპარებათ და უკრაინელებმა ამ გადატრიალების დამადასტურებელი საბუთი რომ მოითხოვონ, მერე რას შვრებით?

მე ვიცი, რომ იურისტი ხართ, შეიძლება ვცდები და არ ხართ. რომ ამბობთ, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებისთვის ჩამოვიდაო, ეს გამოიძიეთ? საქმე აღძრულია ამ მიმართულებით? თქვენს პირად მომავალზე ფიქრობთ? საერთაშორისო სასამართლო როცა იქნება, შეიძლება იქ გამოგიძახონ და არც პიროვნულად და არც საქვეყნოდ არ მემეტებით. დაფიქრდით, როდესაც განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ არ გვაინტერესებს, ღამით რა გეზმანებათ თქვენ და ბიძინა ივანიშვილს. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ეს ხელისუფლება გზას აცდენილია, დასავლურ ორიენტაციაზე უარს ამბობს. ერთი ადამიანი რატომ არ გესარჩლებათ დასავლეთიდან?

არც ქართული წესია, არც კავკასიური და არც ევროპული, როგორც თქვენ მიხეილ სააკაშვილს ექცევით. აქ რომ ხართ ჩამწკრივებულები, არცერთი თქვენგანი არ მახსოვს იმ დროიდან, როდესაც მე მიშას ოპოზიციაში ვიყავი და მოსაკითხია, ვინ სად მუშაობდით.

თქვენ მაშინაც გეშინოდათ მიხეილ სააკაშვილის და ახლაც გეშინიათ. სააკაშვილის გეშინიათ კიევში, თბილისში, გეშინიათ მაშინ, როცა ჯანმრთელია, გეშინიათ ციხეში. სააკაშვილს გეშინიათ ცოცხლისა და მკვდრის. ეს თქვენი პრობლემაა, იმ კაცის პრობლემა კი არ არის.

საერთოდ მოგიწოდებთ ყველას და განსაკუთრებით, თქვენ, ბატონო პრემიერო, მეტი თავმდაბლობა! თქვენი პოლიტიკური ორგანიზაცია იჩემებს, რომ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები ხართ. გირჩევთ, ხანდახან "გალობანი სინანულისანი“ წაიკითხოთ და ბიძინასაც წაუკითხოთ, რადგან მას კითხვა ეზარება და მოსმენა უყვარს. გირჩევთ, თქვენი სამაგიდო წიგნი გახდეს.

ამ ახალგაზრდებზე რომ ლაპარაკობთ, ერთი რამ გაითვალისწინეთ, მათ თქვენთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ და "გუშინ“-ს "ხვალისთვის“ არასოდეს მოუგია. ერთ რამეში დაგეთანხმებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცათ, რადგან ხელისუფლება დროებითია, ხოლო ხალხი - მარადიული“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.