სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

„პულ­მან თბი­ლის­ში“ ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (ADC) და­ფი­ნან­სე­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტის „ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ (RDYE) საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. RDYE პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია Mercy Corps. პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ლი­ბერ­თი ბან­კი და სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ჯილ­დო­ე­ბი გა­დას­ცეს ავ­სტრი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თო­მას მი­ულ­მან­მა; სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტმა, ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილ­მა; ლი­ბერ­თის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა, ვაჟა მე­ნაბ­დემ; სა­ქარ­თვე­ლო­ში „მერ­სი ქორფსის“ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა, ირაკ­ლი ქას­რაშ­ვილ­მა და RDYE პრო­ექ­ტის დი­რექ­ტორ­მა, უჩა ვა­რა­მაშ­ვილ­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ასე­ვე და­ეს­წრნენ სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტის, კულ­ტუ­რი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ირაკ­ლი გი­ვი­აშ­ვი­ლი და შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ლია გი­გა­უ­რი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე გა­ი­მარ­თა პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­თა პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, რო­მელ­თაც და­ას­რუ­ლეს RDYE პრო­ექ­ტის ერ­თკვი­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი ბიზ­ნეს გა­დამ­ზა­დე­ბის სას­წავ­ლო BET პროგ­რა­მა, მო­ამ­ზა­დეს ბიზ­ნეს გეგ­მე­ბი და პრო­ექ­ტის საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მოწ­ვე­ულ კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ პი­რა­დად გაც­ნო­ბოდ­ნენ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს, და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ მათი პრო­დუქ­ცია, და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის (CSR) ფარ­გლებ­ში, მხა­რი და­ე­ჭი­რათ ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ე­ბის­თვის და თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნათ სოფ­ლად ახლგაზ­რუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

უჩა ვა­რა­მაშ­ვი­ლი:

„RDYE პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს სა­მიზ­ნე რე­გი­ო­ნებ­ში სა­მე­წარ­მეო ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. ამი­სათ­ვის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში უკვე გა­დამ­ზად­და 700-ზე მეტი, ხოლო სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლია და­მა­ტე­ბით 800 ახალ­გაზ­რდის გა­დამ­ზა­დე­ბა მე­წარ­მე­ო­ბა­ში და მათ­თვის და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა. დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მოვ­ლინ­დნენ RDYE პრო­ექ­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რით სა­კუ­თა­რი სა­წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, ეს კი და­მა­ტე­ბით ეკო­ნო­მი­კუ­რი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა არა­მარ­ტო მათ­თვის, არა­მედ რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სხვა ახალ­გაზ­რდე­ბის­თვი­საც, რათა გა­აქ­ტი­ურ­დნენ და უფრო მე­ტად ჩა­ერ­თონ სა­თე­მო გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.“- უჩა ვა­რა­მაშ­ვი­ლი პრო­ექ­ტის „ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რი.

ვაჟა მე­ნაბ­დე

"ლი­ბერ­თის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ე­ბის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, გა­ვი­ცა­ნით ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს იდე­ე­ბით. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრი­ბუ­ცია კი ამ ახალ­გაზ­რდებს აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბა შექ­მნან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი კომ­პა­ნი­ე­ბი, გაძ­ლი­ერ­დნენ და თა­ვის კონ­ტრი­ბუ­ცია შე­ი­ტა­ნონ რე­გი­ო­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა­ში.

მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვენს პარტნი­ო­რებს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის.“ - ვაჟა მე­ნაბ­დე, ლი­ბერ­თის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი.

ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი:

„სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი 2021 და­ფუძნ­და და მისი მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს ახალ­გაზ­რდე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და იდე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა და მხარ­და­ჭე­რა, მათ შო­რის ისე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის, რომ­ლე­ბიც მათ სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და და­საქ­მე­ბას შე­უ­წყო­ბენ ხელს. მერ­სი ქორფსთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და RDYE პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რა ფონ­დის­თვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რად­გან უზ­რუნ­ველ­ყოფს რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას, ეკო­ნო­მი­კურ გაძ­ლი­ე­რე­ბას და ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მათ, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ სა­კუ­თა­რი თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.“ - სპორ­ტის ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტი, ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი.

ირაკ­ლი ქას­რაშ­ვი­ლი:

„მერ­სი ქორფსი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2000 წლი­დან საქ­მი­ა­ნობს და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქვს 25-ზე მეტი პრო­ექ­ტი სა­თე­მო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის, სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­ბაზ­რო სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, გენ­დე­რის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის ხელ­შე­წყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. RDYE პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მერ­სი ქორფსი მუ­შა­ობს სოფ­ლად მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებ­თან, ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ებ­თან და პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლებ­თან, რათა სოფ­ლად მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს შო­რის ხელი შე­უ­წყოს მე­წარ­მე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას.

ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის (RDYE) არის 3.5 წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს მერ­სი ქორფსის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში (Mercy Corps Georgia) ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის (ADC) და­ფი­ნან­სე­ბით.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან ლი­ბერ­თი ბან­კი და სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი.

პრო­ექ­ტი ხელს შე­უ­წყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალ­გაზ­რდას (50% ქალი), მათ შო­რის, ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლე­ბის მკვიდ­რებს, ეკო­მიგ­რან­ტებს, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს, გა­ნი­ვი­თა­რონ სა­მე­წარ­მეო უნა­რე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რათა შექ­მნან 50-ზე მეტი მდგრა­დი, ახა­ლი ან/და გა­ა­ფარ­თო­ვონ უკვე არ­სე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ მარ­თუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­წარ­მო/ბიზ­ნე­სი.

პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 42 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (2021 წლის დე­კემ­ბე­რი - 2025 წლის მა­ი­სი) სა­ქარ­თვე­ლოს ოთხი რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით, რაც მო­ი­ცავს 18 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს:

  • ქვე­მო ქარ­თლი: რუს­თა­ვი, მარ­ნე­უ­ლი, ბოლ­ნი­სი, გარ­და­ბა­ნი, თეთ­რი­წყა­რო, წალ­კა
  • სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი: ბორ­ჯო­მი, ას­პინ­ძა, ადი­გე­ნი, ახალ­ცი­ხე, ახალ­ქა­ლა­ქი, ნი­ნოწ­მინ­და
  • შიდა ქარ­თლი: გორი, ქა­რე­ლი, კას­პი
  • მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი: მცხე­თა, დუ­შე­თი, თი­ა­ნე­თი

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge.

ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მხარს უჭერს აფ­რი­კის, აზი­ის, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მდგრად გან­ვი­თა­რე­ბას.

ევ­რო­პი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­მი­ნის­ტრო ად­გენს სტრა­ტე­გი­ას. ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­გორც ავ­სტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ო­პე­რა­ციო უწყე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და სა­წარ­მო­ებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებს სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­თან.

მერ­სი ქორფსი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს შექ­მნან უსაფრ­თხო, პრო­დუქ­ტი­უ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­რე­მო, რათა შე­ამ­სუ­ბუ­ქოს ტან­ჯვა, სი­ღა­რი­ბე და ჩაგ­ვრა. მერ­სი ქორფსი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2000 წლი­დან მოღ­ვა­წე­ობს და ქმნის პრო­დუქ­ტი­ულ, მე­დეგ, სტა­ბი­ლურ, უსაფრ­თხო და სა­მარ­თლი­ან თე­მებს სი­ღა­რი­ბი­თა და კონ­ფლი­კტით და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში.

„ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, მერ­სი ქორფსი მუ­შა­ობს სოფ­ლად მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებ­თან, ახალ­გაზ­რდა მე­წარ­მე­ებ­თან და პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლებ­თან, რათა სოფ­ლად მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს შო­რის ხელი შე­უ­წყოს მე­წარ­მე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას.

ლი­ბერ­თი ბან­კი ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კია, რო­მე­ლიც 1,7 მი­ლი­ონ­ზე მეტ ფი­ზი­კურ პირს და 50 000-ზე მეტ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ბან­კის აქ­ტი­ვე­ბი 3 მლრდ ლარს შე­ად­გენს და და­საქ­მე­ბუ­ლი ჰყავს 4500-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ლი­ბერ­თი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა­ზე ფარ­თო ქსე­ლით - 360-ზე მეტი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრით, 632 ბან­კო­მა­ტით, თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის და POS ტერ­მი­ნა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გარ­და, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია თა­ნა­მედ­რო­ვე ციფ­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბი და დის­ტან­ცი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

ბან­კის სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წა­მო­ად­გენს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა სოფ­ლად მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის.

სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი შე­იქ­მნა 2021 წლის 21 ივ­ნისს. ფონ­დის მი­ზა­ნია სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით პო­ზი­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ხე­ლის შე­წყო­ბა. ეროვ­ნულ დო­ნე­ზე, ფონ­დი წარ­მო­ად­გენს სპორ­ტის, ტუ­რიზ­მი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის უნი­ვერ­სა­ლურ წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ პლატ­ფორ­მას კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის­თვის.

ახალ­გაზ­რდე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდუ­ლი მე­წარ­მე­ო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ფონ­დის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა

„პულმან თბილისში“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა; სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა; ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ; საქართველოში „მერსი ქორფსის“ წარმომადგენლობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელთაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ პროექტის მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და თავისი წვლილი შეეტანათ სოფლად ახლგაზრული მეწარმეობისა და საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების საქმეში.

უჩა ვარამაშვილი:

„RDYE პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ამისათვის პროექტის ფარგლებში უკვე გადამზადდა 700-ზე მეტი, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 800 ახალგაზრდის გადამზადება მეწარმეობაში და მათთვის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა. დღევანდელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ RDYE პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები, რომლებიც პროექტის მხარდაჭერით საკუთარი საწარმოების განვითარებას შეძლებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ეს კი დამატებით ეკონომიკური სტიმული იქნება არამარტო მათთვის, არამედ რეგიონში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რათა გააქტიურდნენ და უფრო მეტად ჩაერთონ სათემო განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში.“- უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის დირექტორი.

ვაჟა მენაბდე

,,ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარებაში.

პროექტის მიმდინარეობისას, გავიცანით ახალგაზრდა მეწარმეები ძალიან საინტერესო ბიზნეს იდეებით. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია კი ამ ახალგაზრდებს აუცილებლად დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხისმგებლიანი კომპანიები, გაძლიერდნენ და თავის კონტრიბუცია შეიტანონ რეგიონის გაძლიერებასა და მიმზიდველობაში.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:

„სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი 2021 დაფუძნდა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების კეთილდღეობასა და განვითარებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ინიციატივებისა და იდეების წახალისება და მხარდაჭერა, მათ შორის ისეთი ინიციატივების, რომლებიც მათ სამეწარმეო საქმიანობასა და დასაქმებას შეუწყობენ ხელს. მერსი ქორფსთან თანამშრომლობა და RDYE პროექტის მხარდაჭერა ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგან უზრუნველყოფს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების კეთილდღეობას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ასევე, შესაძლებლობას აძლევს მათ, წვლილი შეიტანონ საკუთარი თემის განვითარებაში.“ - სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ირაკლი ქასრაშვილი:

„მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან საქმიანობს და განხორციელებული აქვს 25-ზე მეტი პროექტი სათემო მობილიზაციის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, საბაზრო სისტემების განვითარების, გენდერის, გარემოს დაცვისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით. RDYE პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარებას.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:

  • ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
  • სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
  • შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი
  • მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge.

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას.

ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.

მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარებას.

ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4500-ზე მეტი თანამშრომელი.

ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მრავალწლიანი გამოცდილება სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის.

ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

R