სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანალენა ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო: "ეს მნიშვნელოვანი გზავნილია"
ანალენა ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო:  "ეს მნიშვნელოვანი გზავნილია"

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2-დღი­ა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბა. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან გა­მარ­თა.

შეხ­ვედ­რა "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“ გა­ი­მარ­თა და მას რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია ეს­წრე­ბო­და.

  • "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ეკა გი­გა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, ანა­ლე­ნა ბერ­ბოკ­თან შეხ­ვედ­რი­სას ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იყო ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი უნდა და ამას იმ­სა­ხუ­რებს.

რო­გორც ეკა გი­გა­ურ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ის, რომ მი­ნის­ტრი პირ­ველ რიგ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შეხ­ვდა, ეს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა იყო.

მი­სი­ვე თქმით, ანა­ლე­ნა ბერ­ბოკ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის გზა­ზე ბრძო­ლის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ჩვენ ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ, იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. გან­ვი­ხი­ლეთ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი და პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კა­ნო­ნის ინი­ცი­რე­ბამ­დე და ინი­ცი­რე­ბის შემ­დეგ იყო. ჩვე­ნი მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის­გან სტა­ტუ­სი უნდა და ჩვენ ამ სტა­ტუსს ვიმ­სა­ხუ­რებთ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ ამ სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა. გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს ვთხო­ვეთ, რომ ამ გზა­ზე ჩვენს ხალ­ხს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დოს. ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკე­თებს, ისი­ნი მხო­ლოდ საქ­მეს აფუ­ჭე­ბენ.

ის, რომ მი­ნის­ტრი პირ­ველ რიგ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს შეხ­ვდა, ეს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა იყო.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია ეს­წრე­ბო­და შეხ­ვედ­რას, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მხო­ლოდ ჩვენ გვი­ჭერს მხარს. ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­და იმ ბრძო­ლის­თვის, რო­მელ­საც ვე­წე­ვით, იმის­თვის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის 12 რე­კო­მენ­და­ცია შეს­რულ­დეს. ერთი მხრივ, ვსა­უბ­რობ­დით იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც არის, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ვამ­ბობ­დით, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სტა­ტუსს იმ­სა­ხუ­რებს”, - გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

გარ­და ამი­სა, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შეხ­ვედ­რა­ზე ნიკა გვა­რა­მი­ას პა­ტიმ­რო­ბის სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლეს. მი­სი­ვე თქმით, ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ა­გა­რე­მო არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა, ეს ევ­რო­პის­თვის გა­სა­გე­ბია.

"ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ეძე­ბენ გზებს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლომ სტა­ტუ­სი მი­ი­ღოს. ისი­ნიც თვლი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ნა­წი­ლია, უბ­რა­ლოდ მას გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი აქვს გა­და­სად­გმე­ლი. ბოლო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს, ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ჯგუ­ფი გა­ერ­თი­ან­და. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასე მკა­ფი­ოდ რომ არ გა­მოვ­ხა­ტავ­დეთ ჩვენს პრო­ევ­რო­პულ პო­ზი­ცი­ას, ევ­რო­პის­გან ასე­თი მხარ­და­ჭე­რა არ გვექ­ნე­ბო­და.

ყვე­ლა მცდე­ლო­ბა 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის არ­შეს­რუ­ლე­ბის, მათ შო­რის, ამ კა­ნო­ნის ინი­ცი­რე­ბა, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის საფრ­თხეა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მსგავ­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შექ­მნა სა­ერ­თო პრო­ცე­სის­თვის, რა თქმა უნდა, ცუ­დია.

ვი­სა­უბ­რეთ მე­დი­ა­გა­რე­მო­ზე და ნიკა გვა­რა­მი­ას პა­ტიმ­რო­ბა­ზეც. თა­ვად პო­ზი­ცი­ებს არ გა­მოთ­ქვა­მენ, თუმ­ცა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ა­გა­რე­მო არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა, ეს მათ­თვის გა­სა­გე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

  • "ლე­ლოს“ დე­პუ­ტა­ტის სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ბერ­ბო­კის მიერ ვი­ზი­ტის არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რით და­წყე­ბა, აჩ­ვე­ნებს იმას, თუ რო­გორ ხე­დავს გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას.

"გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ჩა­მოს­ვლა არის ცხა­დი მხარ­და­ჭე­რა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის, დე­მოკ­რა­ტი­ის, უსაფრ­თხო­ე­ბის. მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ შეხ­ვედ­რე­ბი და­ი­წყო სწო­რედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შეხ­ვედ­რით და ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი, თუ რო­გორ აფა­სებს გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას. სამ­წუ­ხა­როა, რომ მის ვი­ზიტს დახ­ვდა ურ­ცხვად რუ­სუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბით რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი, რო­მელ­მაც თავ­დას­ხმა და­ი­წყო სტუ­მარ­ზე მის ჩა­მოს­ვლამ­დეც კი და გა­ნა­ცხა­და, რომ ის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არაა, რომ "ბოლ­შე­ვი­კე­ბის“ გზავ­ნი­ლე­ბით სა­უბ­რობს და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში ქარ­თველ ხალ­ხს ჰყავს ძა­ლი­ან მყა­რი მო­კავ­ში­რე, მაგ­რამ არ მო­ი­აზ­რე­ბენ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას მარ­თავს, არც ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლად და არც პარტნი­ო­რად, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ენდო სა­კუ­თა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

მე­სა­მე სექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ანა­ლე­ნა ბერ­ბო­კი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ველ პი­რებ­თან, მათ შო­რის პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან. შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თა­ნაც. გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­საც ეწ­ვე­ვა. ვი­ზი­ტის დღის წეს­რიგ­შია ასე­ვე, "სამ­ხრეთ ოსე­თის“ სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­თან არ­სე­ბულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ხაზ­თან გამ­გზავ­რე­ბა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის (EUMM) წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უ­ბა­რი.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
5

მამალი ენჯეოები ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანებში შექმნეს მიშამ, იგულავამ, მერაბიშვილმა, ბოკერიამ, იმ წვერებიანმა დავითაშვილმა-ვირთხას რომ გავს სოროსის ნათლული, გიგაური მაქედანაა მანდა და მაგ დროიდან , კაპიტანი მაშინ იყო და დავიჯერო არ მოუმატეს ზვანია ჩეკადან ?!

ალექს
8

გიგაური რიჰარდ ზორგეს ნათლულიაო, გამიგია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ანალენა ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო: "ეს მნიშვნელოვანი გზავნილია"

ანალენა ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო:  "ეს მნიშვნელოვანი გზავნილია"

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა.

შეხვედრა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გაიმართა და მას რამდენიმე ორგანიზაცია ესწრებოდა.

  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრისას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველოში საზოგადოებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა და ამას იმსახურებს.

როგორც ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის, რომ მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, ეს სამოქალაქო სექტორისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა იყო.

მისივე თქმით, ანალენა ბერბოკმა არასამთავრობოებს 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. განვიხილეთ რუსული კანონი და პროცესები, რომლებიც ამ კანონის ინიცირებამდე და ინიცირების შემდეგ იყო. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში საზოგადოებას ევროკავშირისგან სტატუსი უნდა და ჩვენ ამ სტატუსს ვიმსახურებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ სტატუსის მისაღებად, მაგრამ დასავლელი პარტნიორების დახმარება გვჭირდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვთხოვეთ, რომ ამ გზაზე ჩვენს ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადოს. ევროპული მომავლისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ისინი მხოლოდ საქმეს აფუჭებენ.

ის, რომ მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობოებს შეხვდა, ეს სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა შეხვედრას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ჩვენ გვიჭერს მხარს. ყველას მადლობა გადაგვიხადა იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ვეწევით, იმისთვის, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს. ერთი მხრივ, ვსაუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის, მაგრამ მეორე მხრივ, ვამბობდით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს”, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხიც განიხილეს. მისივე თქმით, ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არასახარბიელოა, ეს ევროპისთვის გასაგებია.

"ჩვენი დასავლელი პარტნიორები ეძებენ გზებს იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. ისინიც თვლიან, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, უბრალოდ მას გარკვეული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ბოლო დემონსტრაციების დროს, ყველამ ვიხილეთ, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი გაერთიანდა. საქართველოს მოქალაქეები ასე მკაფიოდ რომ არ გამოვხატავდეთ ჩვენს პროევროპულ პოზიციას, ევროპისგან ასეთი მხარდაჭერა არ გვექნებოდა.

ყველა მცდელობა 12 რეკომენდაციის არშესრულების, მათ შორის, ამ კანონის ინიცირება, ევროპული მომავლისთვის საფრთხეა. ხელისუფლებაზე მსგავსი შთაბეჭდილების შექმნა საერთო პროცესისთვის, რა თქმა უნდა, ცუდია.

ვისაუბრეთ მედიაგარემოზე და ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც. თავად პოზიციებს არ გამოთქვამენ, თუმცა ის, რომ საქართველოში მედიაგარემო არასახარბიელოა, ეს მათთვის გასაგებია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

  • "ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ბერბოკის მიერ ვიზიტის არასამთავრობო სექტორთან შეხვედრით დაწყება, აჩვენებს იმას, თუ როგორ ხედავს გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა არის ცხადი მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მომავლის, დემოკრატიის, უსაფრთხოების. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ შეხვედრები დაიწყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით და ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ როგორ აფასებს გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. სამწუხაროა, რომ მის ვიზიტს დახვდა ურცხვად რუსული გზავნილებით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომელმაც თავდასხმა დაიწყო სტუმარზე მის ჩამოსვლამდეც კი და განაცხადა, რომ ის ინფორმირებული არაა, რომ "ბოლშევიკების“ გზავნილებით საუბრობს და ა.შ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ევროკავშირში ქართველ ხალხს ჰყავს ძალიან მყარი მოკავშირე, მაგრამ არ მოიაზრებენ ამ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას მართავს, არც ხალხის ინტერესების გამომხატველად და არც პარტნიორად, რომელსაც შეიძლება ენდო საკუთარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელებაში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

მესამე სექტორთან შეხვედრის შემდეგ ანალენა ბერბოკი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეხვედრები გაიმართება ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართველ სტუდენტებსაც ეწვევა. ვიზიტის დღის წესრიგშია ასევე, "სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ ადმინისტრაციულ ხაზთან გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი.