გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბკორი ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერბოკს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე დახვა.
"ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან. ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძმღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმციაში.