ავტორი:

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის საუბარი იგეგმება

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სი ძინპინს შორის საუბარი იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის საუბარი იგეგმება, ორგანიზებაში პრეზიდენტის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულნი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

“გეგმებში [საუბარი] არის. ორგანიზაციულად ამით პრეზიდენტის ოფისიც და საგარეო საქმეთა სამინისტროს არიან დაკავებულნი - ერმაკიც და კულებაც. პრეზიდენტ ზელენსკის გარდა დღეს ომის არასწორი დასრულების შედეგების ახსნა პრაქტიკულად არავის არ შეუძლია, რადგან პრეზიდენტი ძალიან მკაფიო აქცენტებს აკეთებს როგორც ჩვენს მოკავშირეებთან, ასევე, მათ შორის, ნეიტრალურ ქვეყნებთანაც”, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებების გამართვაში გარკვეული პრობლემები არსებობს, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო საკითხების დარეგულირებაში ჩინეთის მონაწილეობის დონეზე მკაფიო პოზიციის არარსებობას უკავშირდება.

“ეს საკმაოდ რთულია. არსებობს იმის საკითხი, რომ ჩინეთმა ჯერ ვერ იპოვა თავისი ახალი პოლიტიკური ადგილი. ანუ, სურს თუ არა საკუთარ თავზე რუსეთსა და უკრაინას შორის დარეგულირების საკითხის აღება, თუ, მაინც, ფრთხილად გვერდით იდგება. როგორც მესმის, ჩინეთმა საკუთარი თავისთვის ეს ჯერ ვერ გაარკვია”, - განაცხადა პოდოლიაკმა.