სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დალოცა. ინფორმაციას და ფოტოებს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე. მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა" - წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოში ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ამის მიზეზი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჩასატარებელი შეხვედრებია. პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ცოტა ხნის წინ ნიცა და ხვიჩა დაინიშნნენ და მალე ქორწილსაც გეგმავენ.
დაათვალიერეთ ფოტოები საპატრიარქოდან: