ავტორი:

გენერატორი VS პორტატული ელექტროსადგური - რომლის გამოყენება არის უფრო ეფექტური და მოსახერხებელი?

გენერატორი VS პორტატული ელექტროსადგური - რომლის გამოყენება არის უფრო ეფექტური და მოსახერხებელი?

თუ პორტატული ელექტროსადგურები და მზის პანელები თქვენთვის ჯერ ახალი და უცხო ტექნოლოგიაა, მაშინ მასთან დაკავშირებით აუცილებლად გექნებათ კითხვები. პორტატული ელექტროსადგური არის სარეზერვო კვების ელემენტი, რომელიც იტენება უმოკლეს დროში დენზე, მზის პანელიდან და მანქანაში, შემდეგ კი ელექტროენერგიით გვამარაგებს საათებისა და დღეების განმავლობაში. ის არის ენერგო დამოუკიდებელი მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა მიზნითაა შესაძლებელი. ენერგიის მიწოდების დროს კი არის სრულიად უხმო და არ გამოყოფს გამონაბოლქვს.

მარტივად რომ ვთქვათ, პორტატული ელექტროსადგური არის ე. წ. ტრადიციული გენერატორის თანამედროვე ალტერნატივა უამრავი უპირატესობით. მათ შორის არსებულ მსგავსებასა და განსხვავებას კი ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ.

პორტატული ელექტროსადგური

პორტატულ ელექტროსადგურს კი ჰქვია „პორტატული“, მაგრამ მისი შესაძლებლობა იმდენად დიდი შეიძლება იყოს, რომ მთელი სახლის ელექტროენერგიით მომარაგება შეძლოს.

ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა კი მაშინ არის შესაძლებელი, თუ მომხმარებელი ელექტროსადგურს მზის პანელებით დატენის.

პორტატული ელექტროსადგურების გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური და მოსახერხებელია ისეთ ადგილებში, სადაც სტანდარტული ელექტროენერგია ხელმისაწვდომი არ არის, მაგალითად, კოტეჯებში. თუმცა ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ელექტროენერგიის ალტერნატიული და ბიუჯეტური საშუალება.

მოწყობილობა არის ეკოლოგიურად სუფთა და არ აქვს გამონაბოლქვი. ეს კი მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ მომხმარებლებისთვის, ისე გლობალურად, გარემოს დაცვის კუთხით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ EcoFlow-ს პორტატული ელექტროსადგურების გამოყენება უპრობლემოდ შეიძლება დახურულ სივრცეშიც.

მოწყობილობის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ პორტატული ელექტროსადგური სრულიად უხმოა. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ხანგრძლივად ისე, რომ არც ხმამ შეაწუხოს და არც მავნე გამონაბოლქვმა.

პორტატულ ელექტროსადგურს რამდენიმე ტიპის პორტი აქვს, მათ შორის, ტრადიციული შტეფსელი, USB-A და USB-C. შესაბამისად, მასზე რამდენიმე მოწყობილობის ერთდროულად დაერთებაა შესაძლებელი.

ტრადიციული გენერატორი

პორტატული ელექტროსადგურისგან განსხვავებით, ტრადიციულ გენერატორს ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს. მისი მთავარი უპირატესობა სწორედ ის გახლავთ, რომ მომხმარებელი მიჩვეულია მის გამოყენებას და ახალ მოწყობილობასთან შეგუება არ უწევს. თუმცა მისი მუშაობის მექანიზმს თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ნამდვილად დროა ტრადიციული გენერატორი პორტატული ელექტროსადგურით ჩანაცვლდეს.

გენერატორი მუშაობს საწვავზე და აქვს ტოქსიკური გამონაბოლქვი. ეს ერთი მხრივ, აუცილებელს ხდის, რომ მუდმივად შეიძინოთ მისთვის საწვავი. მეორე მხრივ, კი ტოქსიკური გამონაბოლქვი მავნეა ჯანმრთელობისთვის და ასევე დიდ ზიანს აყენებს გარემოს. კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა მაქსიმალურად შეამციროს გარემოზე ზიანი.

ამავდროულად, გენერატორი არის ხმაურიანი და ვიბრირებს. რაც მოხმარების დროს ადამიანისთვის ძალიან შემაწუხებელია.

გენერატორს არ აქვს პორტები და მასთან სხვადასხვა მოწყობილობის დაერთება არც ისე მარტივია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გენერატორს მუდმივად სჭირდება მოვლა და წმენდა, ხოლო პორტატული ელექტროსადგურის არც წმენდა და არც სპეციფიკური მოვლა არ არის საჭირო.

პორტატული ელექტროსადგურები ხელმისაწვდომია საქართველოშიც და მათი ყიდვა ოფიციალური წარმომადგენლისგან ოფიციალური გარანტიით არის შესაძლებელი.

R