ავტორი:

რა შესაძლებლობები აქვთ დანაზოგის მქონე  მოქალაქეებს, ინვესტორებს და ბიზნესებს, იმისათვის, რომ უზრუნველყონ თავიანთი სტაბილური ფინანსური მომავალი

რა შესაძლებლობები აქვთ დანაზოგის მქონე  მოქალაქეებს, ინვესტორებს და ბიზნესებს, იმისათვის, რომ უზრუნველყონ თავიანთი სტაბილური ფინანსური მომავალი

სტაბილური ფინანსური მომავლის შექმნა, დღეისათვის, აქტუალურია როგორც საქართველოს, ისე სხვა, არაერთი ქვეყნის მოქალაქისთვის. შექმნილი ტურბულენტური მაკროეკონომიკური გარემოდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში დგას საკითხი - სად შეიძლება განვათავსოთ დანაზოგი ისე, რომ არ არსებობდეს ფულის დაკარგვის ალბათობა, თავი დავიცვათ ინფლაციისგან და ამასთან ერთად, სამომავლოდ შევძლოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახისთვის აუცილებელი სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველყოფა.

საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს სთავაზობს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა.

„ფორსაითის“ ფონდში ინვესტირებისას, ინვესტორი, რეგულარული სარგებლის მიღების პარალელურად, ეხმარება ქართულ მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებს განვითარებაში, რაც, თავის მხრივ, ავითარებს ქვეყნის ეკონომიკას.

ფონდში განთავსებულ კაპიტალით „ფორსაითი“ წარმატებულ ქართულ კომპანიებს აფინანსებს. მაგალითად, კომპანიის ინვესტიციით შეიქმნა კენ ვოლკერის კლინიკა, რომელიც ყოველთვიურად ასობით პაციენტს მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის.

როგორ ეხმარება „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ მოქალაქეებს კომპლექსური ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში და რა სამომავლო გეგმების აქვს კომპანიას?-ამის შესახებ „ფორსაითის“ პროდუქტებს საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე გვესაუბრება.

- რა შესაძლებლობები შეგიძლიათ შესთავაზოთ „ ფორსაით ინვესტმენტ გრუპმა“ დანაზოგის მქონე მოქალაქეებს და ინვესტორებს იმისათვის, რომ მათ უზრუნველყონ თავიანთი ფინანსური სტაბილურობა ?

პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ჩვენი საქმიანობის დაწყების იდეა წამოვიდა იმ რეალური საჭიროებიდან, რაც ჩვენ დავინახეთ ბაზარზე.

მთავარი საჭიროება, რაც დავინახეთ ეხება ინდივიდებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ყველა ვთანხმდებით მე მგონი, რომ ინდივიდის კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის ფინანსური სტაბილურობა. ფინანსური სტაბილურობა კი ორი სიტყვაა, მაგრამ რეალურად თავის თავში ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხს და კითხვას მოიცავს. მაგალითად კითხვები, როგორიცაა:

  • როგორ უზრუნველვყოთ სათანადო დანაზოგი საპენსიო ასაკისთვის?
  • როგორ უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების განათლებისთვის საჭირო ფულადი სახსრები?
  • როგორ დავგეგმოთ პირადი ფინანსები ისე, რომ ყოველთვის გვქონდეს საკმარისი სახსრები პირადი თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად?
  • როგორ შევქმნათ დანაზოგი უსიამოვნო მოულოდნელობებისთვის?

და უამრავი სხვა კითხვა, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან აქტუალური და რეალურია.

ჩვენი „ფორსაითის“ მისიაა დავეხმაროთ ჩვენ კლიენტებს, ჩვენ ინვესტორებს მიაღწიონ გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობას, ანუ მდგომარეობას, სადაც ამ ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი.

ჩვენი სახით მოქალაქეს/დამზოგველს/ინვესტორს შეუძლია ჰყავდეს პერსონალური ფინანსური მრჩეველი, რომელიც მას ეხმარება მიიღოს გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს საკუთარი გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობა.

- როგორია, ამ მხრივ, დანაზოგის მქონე ადამიანების გამოცდილება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?

საინტერესოა დასავლეთის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ნაწილის გამოცდილება ამ თვალსაზრისით. დასავლეთში, დანაზოგის გაკეთება და მისი ინვესტირება უმეტესობა ოჯახების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის კულტურული ნორმა, ტრადიცია, წესი, რაც გულისხმობს პირადი ფინანსების ფრთხილ დაგეგმვას, ფინანსურ მრჩეველთან რეგულარულ კონსულტაციას და დივერსიფიცირებული ინვესტიციების განხორციელებას ისეთი სტრატეგიით, რაც ითვალისწინებს აი იმ მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე.

ეს ასპექტი ცხოვრების იმდენად ფუნდამენტურია, რომ პატარა ასაკიდანვე მოქალაქეებს ასწავლიან დანაზოგის გაკეთების, ინვესტირების და დივერსიფიკაციის ძირითად პრინციპებს. ანუ, იქ მოქალაქეების აღქმაში პატარაობიდანვე ზის ის აზრი, რომ ფინანსების გონივრული და მეთოდური მართვა პირდაპირ კავშირშია გრძელვადიან კეთილდღეობასთან.

რა თქმა უნდა, იქ ფინანსური სისტემა, თავისი საფონდო ბირჟით, საინვესტიციო ფონდებით და უამრავი სხვადასხვა ტიპის ფინანსური პროდუქტით, ხელს უწყობს ამ ადამიანებს და აწვდის მათ უამრავ საინვესტიციო შესაძლებლობას. იქ არიან კვალიფიციური ფინანსური მრჩევლები, ბროკერები და აქტივების მმართველები, ვინც მოქალაქეებს, დამზოგველებს ეხმარებიან გონივრული ინვესტიციების განხორციელებაში და აი ამ სტაბილური ფინანსური მომავლის უზრუნველყოფაში.

ჩვენ ფორსაითი სწორედ აი ამ საინვესტიციო კულტურის, საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებას ვემსახურებით საქართველოში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ასევე ჩვენი და სხვა ჩვენნაირი სუბიექტების სახით ჰყავდეთ კვალიფიციური ფინანსური მრჩევლები, რომლებთან ერთად ისინი მიიღებენ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, გასცემენ პრაქტიკულ პასუხს აი იმ კითხვებს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და ამ ყველაფრის შედეგად უზრუნველყოფენ საკუთარ სტაბილურ ფინანსურ მომავალს.

- რა სამომავლო გეგმები აქვს „ფორსაითს“, აპირებთ თუ არა ახალი ფონდების შექმნას?

"ფორსაითის" მთავარი მიზანი უახლოეს მომავალში არის, რომ შევქმნათ სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პროდუქტი, ანუ ფონდი. იდეა არის, რომ ყველა ამ ფონდს ჰქონდეს სხვადასხვა საინვესტიციო პოლიტიკა, სხვადასხვა რისკიანობის მაჩვენებელი და შესაბამისად სხვადასხვა ამონაგების მაჩვენებელი. და ამ ყველაფრის მიზანი ორი ნაწილისგან შედგება: პირველი- ჩვენს ინვესტორებს, ჩვენს კლიენტებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი საინვესტიციო შესაძლებლობები. ანუ, ადამიანი, ინვესტორი, რომ ჩვენთან მოვა, რომ ჩვენ შევძლოთ მას შევთავაზოთ კონკრეტულად მის საჭიროებაზე მორგებული საინვესტიციო პროდუქტი ან პროდუქტები.

და მეორე, აი ამ ფონდების მეშვეობით ჩვენ შევძლოთ უზრუნველვყოთ ქართული ბიზნესი ახალი დაფინანსების წყაროებით, რაც შეიძლება იყოს ერთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი სესხი, მეორე შემთხვევაში სუბორდინირებული სესხი, მესამე შემთხვევაში კაპიტალში თანამონაწილეობა, ვთქვათ სტარტაპის შემთხვევაში ვენჩურული დაფინანსება და ა.შ.

დღეს, ამ ეტაპზე, როგორც ვთქვით, არის ერთი საინვესტიციო ფონდი და წელს 2023-ში გვინდა, რომ 5 ახალი ფონდი შევქმნათ და შევთავაზოთ ბაზარს. ეს ფონდები იქნება როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში და ყველა მათგანის მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება ინვესტორების, კლიენტების დაცულობა და მაქსიმალური სარგებლის უზრუნველყოფა.

რომ შევაჯამო, ჩვენ გვინდა, რომ, რაც შეიძლება მალე მივიდეთ იმ რეალობამდე, როცა ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მოვა ჩვენთან ნებისმიერი ზომის დანაზოგით, შევთავაზებთ კონკრეტულად მასზე მორგებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს და დავეხმარებით საკუთარი სტაბილური ფინანსური მომავლის უზრუნველყოფაში.

საქართველოსთვის საინვესტიციო ფონდების გამართულად ფუნქციონირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კაპიტალის ბაზრის განვითარების შედეგად გაიზრდება დასაქმების, ექსპორტის და სავალუტო შემოსავლების მაჩვენებელი, განვითარდება ახალი ტექნოლოგიები და საბოლოო ჯამში, გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა.

NS