მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოცნის აპარატი, რომლის საშუალებითაც საყვარელ ადამიანს მაშინაც აკოცებთ, თუ ის შორ მანძილზეა - რა არის ცნობილი ახალ გამოგონებაზე
კოცნის აპარატი, რომლის საშუალებითაც საყვარელ ადამიანს მაშინაც აკოცებთ, თუ ის შორ მანძილზეა - რა არის ცნობილი ახალ გამოგონებაზე

ახლა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია აკო­ცოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს მა­ში­ნაც კი, თუ ის თქვენ­გან შორ მან­ძილ­ზეა. ჩი­ნურ­მა სტარ­ტაპ კომ­პა­ნი­ამ შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტი გა­მო­ი­გო­ნა, რო­მელ­საც სი­ლი­კო­ნის ტუ­ჩებ­ში სენ­სო­რე­ბი აქვს და მათი სა­შუ­ა­ლე­ბით შეგ­რძნე­ბე­ბის შორ მან­ძილ­ზე გა­და­ცე­მაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მო­წყო­ბი­ლო­ბას "მუა" ჰქვია, რო­მე­ლიც შემ­ქმნე­ლებ­მა კოც­ნის დროს გა­მო­ცე­მუ­ლი ხმის გამო და­არ­ქვეს.

"აპა­რა­ტი კოც­ნი­სას ხმებ­საც იმე­ო­რებს და ოდ­ნავ თბე­ბა", - აცხა­დე­ბენ სტარ­ტაპ კომ­პა­ნია Siweifushe-ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გა­მო­გო­ნე­ბა პან­დე­მი­ის დროს და­წე­სე­ბუ­ლი "ლოკ­და­უ­ნით" და იზო­ლა­ცი­ი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი."მა­შინ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და და ლოკ­და­უ­ნის გამო ვერ ვხვდე­ბო­დით ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს",- ამ­ბობს "მუას" გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ძაო ჯი­ან­ბო.

"მუა" რამ­დე­ნი­მე ფერ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი და მისი ფასი 260 იუ­ა­ნია (38 აშშ დო­ლა­რი). გა­მოს­ვლი­დან ორ კვი­რა­ში ფირ­მამ 3 000-ზე მეტი კოც­ნის აპა­რა­ტი გა­ყი­და და და­ახ­ლო­ე­ბით, 20 000 შეკ­ვე­თა მი­ი­ღო.

"მუა" და­სად­გა­მი მო­წყო­ბი­ლო­ბაა, მის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად შეყ­ვა­რე­ბულ­მა წყვილ­მა სმარ­ტფონ­ზე აპ­ლი­კა­ცია უნდა გად­მო­წე­როს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კოც­ნის მო­წყო­ბი­ლო­ბებს ერ­თმა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­რე­ბენ, ხოლო კოც­ნი­სას შეგ­რძნე­ბებს დის­ტან­ცი­უ­რად გა­დას­ცე­მენ.

კოც­ნის აპა­რატ­მა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღო: ზო­გის აზ­რით, ის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­გო­ნე­ბაა, ზოგი კი თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და მისი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ერთ-ერთ ძი­რი­თად პრობ­ლე­მად იმას თვლის, რომ მო­წყო­ბი­ლო­ბას ენა არ აქვს. "ძა­ლი­ან უსი­ა­მოვ­ნოა, ნამ­დვილ კოც­ნას არ ჰგავს", - და­წე­რა ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა. კი­დევ ერ­თის აზ­რით, ის სა­ხა­ლი­სო პრო­დუქ­ტია იმის მი­უ­ხე­და­ვად, ხარ თუ არა ვინ­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

ამას­თან, ჩი­ნურ სოცქსელ­ში, Weibo-ში ბევ­რმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა იმის შე­სა­ხებ, რომ შე­საძ­ლოა მო­წყო­ბი­ლო­ბა ონ­ლა­ინ ერო­ტი­კუ­ლი კონ­ტენ­ტის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

"Kissinger"

MUA არ არის დის­ტან­ცი­უ­რი კოც­ნის პირ­ვე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა. ტო­კი­ოს ელექტრო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა 2011 წელს "კოც­ნის გა­დამ­ცე­მი მან­ქა­ნა“ გა­მო­ი­გო­ნეს, ხოლო მა­ლა­ი­ზი­ის Imagineering ინ­სტი­ტუტ­მა 2016 წელს შექ­მნა მსგავ­სი გა­ჯე­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით Kissinger.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
eeeraaaaaaaaaaa
0

არ წაუმინეტებს რო რამე ?

 

ss
11

პირმწლაკუნას აპარატად გადააკეთებენ აქ და მიდიი:) :) :) ვაიი რა დღეშია ქვეყნიერება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

კოცნის აპარატი, რომლის საშუალებითაც საყვარელ ადამიანს მაშინაც აკოცებთ, თუ ის შორ მანძილზეა - რა არის ცნობილი ახალ გამოგონებაზე

კოცნის აპარატი, რომლის საშუალებითაც საყვარელ ადამიანს მაშინაც აკოცებთ, თუ ის შორ მანძილზეა - რა არის ცნობილი ახალ გამოგონებაზე

ახლა უკვე შესაძლებელია აკოცოთ საყვარელ ადამიანს მაშინაც კი, თუ ის თქვენგან შორ მანძილზეა. ჩინურმა სტარტაპ კომპანიამ შესაბამისი აპარატი გამოიგონა, რომელსაც სილიკონის ტუჩებში სენსორები აქვს და მათი საშუალებით შეგრძნებების შორ მანძილზე გადაცემაა შესაძლებელი.

მოწყობილობას "მუა" ჰქვია, რომელიც შემქმნელებმა კოცნის დროს გამოცემული ხმის გამო დაარქვეს.

"აპარატი კოცნისას ხმებსაც იმეორებს და ოდნავ თბება", - აცხადებენ სტარტაპ კომპანია Siweifushe-ში.

მათივე განმარტებით, გამოგონება პანდემიის დროს დაწესებული "ლოკდაუნით" და იზოლაციითაა შთაგონებული."მაშინ შეყვარებული მყავდა და ლოკდაუნის გამო ვერ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს",- ამბობს "მუას" გამომგონებელი ძაო ჯიანბო.

"მუა" რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი და მისი ფასი 260 იუანია (38 აშშ დოლარი). გამოსვლიდან ორ კვირაში ფირმამ 3 000-ზე მეტი კოცნის აპარატი გაყიდა და დაახლოებით, 20 000 შეკვეთა მიიღო.

"მუა" დასადგამი მოწყობილობაა, მის გამოსაყენებლად შეყვარებულმა წყვილმა სმარტფონზე აპლიკაცია უნდა გადმოწეროს, რომლის საშუალებითაც კოცნის მოწყობილობებს ერთმანეთთან დააკავშირებენ, ხოლო კოცნისას შეგრძნებებს დისტანციურად გადასცემენ.

კოცნის აპარატმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო: ზოგის აზრით, ის საინტერესო გამოგონებაა, ზოგი კი თავს არაკომფორტულად გრძნობდა მისი გამოყენებისას. მომხმარებლების უმეტესობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იმას თვლის, რომ მოწყობილობას ენა არ აქვს. "ძალიან უსიამოვნოა, ნამდვილ კოცნას არ ჰგავს", - დაწერა ერთმა მომხმარებელმა. კიდევ ერთის აზრით, ის სახალისო პროდუქტია იმის მიუხედავად, ხარ თუ არა ვინმესთან ურთიერთობაში.

ამასთან, ჩინურ სოცქსელში, Weibo-ში ბევრმა მომხმარებელმა შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა მოწყობილობა ონლაინ ეროტიკული კონტენტისთვის გამოიყენონ.

"Kissinger"

MUA არ არის დისტანციური კოცნის პირველი მოწყობილობა. ტოკიოს ელექტრო კომუნიკაციების უნივერსიტეტის მკვლევარებმა 2011 წელს "კოცნის გადამცემი მანქანა“ გამოიგონეს, ხოლო მალაიზიის Imagineering ინსტიტუტმა 2016 წელს შექმნა მსგავსი გაჯეტი სახელწოდებით Kissinger.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა