საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილის ხნისაა და მახარებს, რომ ასეთი ზრდილი ბიჭია... ბედნიერი ვარ, ასეთი ფეხბურთელი რომ გვყავს. ხვიჩა უნაკლოა" - აჩი არველაძე კვარაცხელიასა და ნაკრების მომავალ მატჩებზე
"ჩემი შვილის ხნისაა და მახარებს, რომ ასეთი ზრდილი ბიჭია... ბედნიერი ვარ, ასეთი ფეხბურთელი რომ გვყავს. ხვიჩა უნაკლოა" - აჩი არველაძე კვარაცხელიასა და ნაკრების მომავალ მატჩებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი 2023 წელს ორ სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რას გა­მარ­თავს. პირ­ველ ამ­ხა­ნა­გურ მატჩს ვილი სა­ნი­ო­ლის გუნ­დი 25 მარტს, მონ­ღო­ლე­თის ნაკ­რებ­თან ითა­მა­შებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი მონ­ღო­ლეთს პირ­ვე­ლად ხვდე­ბა. მატ­ჩი ერ­თგვა­რი მო­თელ­ვაა კი­დევ უფრო დიდი სა­ფეხ­ბურ­თო ზე­ი­მის წინ, რო­მე­ლიც 28 მარტს შედ­გე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მარ­ტის მე­ო­რე მატჩს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის პირ­ველ ტურ­ში ნორ­ვე­გი­ას უმას­პინ­ძლებს. ორი­ვე მატ­ჩი ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი დი­ნა­მო თბი­ლი­სის ბა­ზა­ზე მზა­დე­ბას აგ­რძე­ლებს და ბა­თუმ­ში 24 მარტს გა­ემ­გზავ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია შე­უ­ერ­თდა და 22 მარ­ტი­დან გუნდთან ერ­თად და­ი­წყო ვარ­ჯი­ში.

"ნა­პო­ლის" მარ­ცხე­ნა გა­რე­მარბზე - ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შან­სებ­ზე AMBEBI.GE ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელს აჩი არ­ვე­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

"ბოლო დროს ხვი­ჩა­ზე იმ­დე­ნი კარ­გი და­ი­წე­რა, ძნე­ლია, რამე ორი­გი­ნა­ლუ­რი ვთქვა, უბ­რა­ლოდ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი რომ გვყავს ქარ­თვე­ლებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხვი­ჩა უნაკ­ლოა". - ამ­ბობს და უჭირს მისი, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის ვინ­მეს­თან მარ­ტი­ვად შე­და­რე­ბა.

"მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია, მას წარ­მა­ტე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო, კი­დევ, მი­ნი­მუმ ისე თა­მა­ში, რო­გორც ახლა თა­მა­შობს. თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უფრო და უფრო მაგ­რად ითა­მა­შებს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­საც და სა­დაც იქ­ნე­ბა, მათ გულ­შე­მატ­კივ­რებ­საც მუდ­მი­ვად გა­ა­ხა­რებს. ხვი­ჩა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, სწრა­ფი, ჭკვი­ა­ნი და, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს კომ­პო­ნენ­ტი, რი­თაც ის გა­მორ­ჩე­უ­ლი არ არის. ზო­გა­დად, იშ­ვი­ა­თია ხოლ­მე ფეხ­ბურ­თელს ასე ერ­თად ჰქონ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­მორ­ჩე­ულ ფეხ­ბურ­თე­ლებს ახა­სი­ა­თებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხვი­ჩა უნაკ­ლოა. ცნო­ბი­ლია, რომ ის ბევ­რს მოს­წონს და ბევ­რს უნდა, თა­ვის გუნდში ჰყავ­დეს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით იტა­ლი­ა­შია და, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარგ ად­გი­ლა­საა. მან ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნა მა­რა­დო­ნას სტა­დი­ონს და ქა­ლაქს, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ ფეხ­ბურ­თი და აღ­მერ­თე­ბენ ამ სპორ­ტს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე უყ­ვართ და აფა­სე­ბენ ხვი­ჩას.

ჩემი შვი­ლის ხნი­საა და ისიც მა­ხა­რებს, რომ ასე­თი კარ­გი, ზრდი­ლი და ემო­ცი­უ­რი ბი­ჭია, ასე წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა ყვე­ლა­ფერს, ეს არაა მარ­ტი­ვი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი გვყავს ქარ­თვე­ლებს.

დღეს ხვი­ჩას ბევრ ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელს ადა­რე­ბენ, მაგ­რამ თა­ვი­სი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ით, ვინ­მე ერთ კაცს პირ­და­პირ არ ჰგავს, ვი­ნა­ი­დან ის ისეთ პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობს, რომ ასე­თი გა­რე­მარ­ბე­ბი ძი­რი­თა­დად სხვა­ნა­ი­რი სტი­ლი­სა­ნი არი­ან - უფრო სწრა­ფე­ბი, უფრო მოძ­რა­ვე­ბი. ხვი­ჩას თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად აქვს, რაც მის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას უფრო უს­ვამს ხაზს.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასე მარ­ტი­ვად მას ვე­რა­ვის შე­ვა­და­რებ. ხვი­ჩა გუ­ტის­ნა­ირ გო­ლებს არ იტანს, შე­იძ­ლე­ბა მის­ნა­ი­რი გა­და­ცე­მე­ბი ჰქონ­დეს (მაგ. ქუს­ლით), მაგ­რამ გუ­ტის პო­ზი­ცი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბევ­რი გოლი არ აქვს. გუტი კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი და „რეალ მად­რი­დის“ ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი იყო, დიდ გუნდში დიდ­ხანს თა­მა­შობ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუტი შე­იძ­ლე­ბა მო­გე­წო­ნოს. ახ­ლა­ხან მა­ი­სუ­რი გა­უგ­ზავ­ნია და გა­ა­ხა­რა ხვი­ჩა. მოკ­ლედ, გუტი კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო და ის რომ მო­გე­წო­ნე­ბა, გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ნაკ­რებს, მონ­ღო­ლე­თი სათ­ვა­ლავ­შიც არ არის, მთა­ვა­რია ნორ­ვე­გი­ის თა­მა­ში. სკან­დი­ნა­ვი­ე­ლებ­თან ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იმ იმე­დით ვართ, რომ ეს თა­მა­ში უნდა მო­ვი­გოთ, მით უმე­ტეს მა­შინ, როცა გუნდს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო 2 ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მო­აკ­ლდა. ერთი ჰა­ლან­დია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ნორ­ვე­გი­ის, შე­იძ­ლე­ბა დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმე­ლა­დაც მი­ვიჩ­ნი­ოთ“.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
2

მეჩვენება რომ ხვიჩაზე გადამეტებული წარმოდგენა გაქვთ. მას ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი აქვს მოსამატებელი რომ მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმი გააკეთოს. ის ნაპოლიდან მინიმუმ ორი წელი არ უნდა წავიდეს.

ნანა
3

შენს შვილსაც ვუსურვებთ გამარჯვებებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ჩემი შვილის ხნისაა და მახარებს, რომ ასეთი ზრდილი ბიჭია... ბედნიერი ვარ, ასეთი ფეხბურთელი რომ გვყავს. ხვიჩა უნაკლოა" - აჩი არველაძე კვარაცხელიასა და ნაკრების მომავალ მატჩებზე

"ჩემი შვილის ხნისაა და მახარებს, რომ ასეთი ზრდილი ბიჭია... ბედნიერი ვარ, ასეთი ფეხბურთელი რომ გვყავს. ხვიჩა უნაკლოა" - აჩი არველაძე კვარაცხელიასა და ნაკრების მომავალ მატჩებზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მონღოლეთს პირველად ხვდება. მატჩი ერთგვარი მოთელვაა კიდევ უფრო დიდი საფეხბურთო ზეიმის წინ, რომელიც 28 მარტს შედგება. რაც შეეხება მარტის მეორე მატჩს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დინამო თბილისის ბაზაზე მზადებას აგრძელებს და ბათუმში 24 მარტს გაემგზავრება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდა და 22 მარტიდან გუნდთან ერთად დაიწყო ვარჯიში.

"ნაპოლის" მარცხენა გარემარბზე - ხვიჩა კვარაცხელიაზე და საქართველოს ეროვნული ნაკრების შანსებზე AMBEBI.GE ცნობილ ფეხბურთელს აჩი არველაძეს ესაუბრა:

"ბოლო დროს ხვიჩაზე იმდენი კარგი დაიწერა, ძნელია, რამე ორიგინალური ვთქვა, უბრალოდ, ბედნიერი ვარ, ასეთი ფეხბურთელი რომ გვყავს ქართველებს, ფაქტობრივად, ხვიჩა უნაკლოა". - ამბობს და უჭირს მისი, როგორც ფეხბურთელის ვინმესთან მარტივად შედარება.

"მხოლოდ ის შემიძლია, მას წარმატება და ჯანმრთელობა ვუსურვო, კიდევ, მინიმუმ ისე თამაში, როგორც ახლა თამაშობს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უფრო და უფრო მაგრად ითამაშებს, შესაბამისად, ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც და სადაც იქნება, მათ გულშემატკივრებსაც მუდმივად გაახარებს. ხვიჩა ინდივიდუალურად არის ძალიან ძლიერი, სწრაფი, ჭკვიანი და, ფაქტობრივად, არ არსებობს კომპონენტი, რითაც ის გამორჩეული არ არის. ზოგადად, იშვიათია ხოლმე ფეხბურთელს ასე ერთად ჰქონდეს ყველაფერი, რაც გამორჩეულ ფეხბურთელებს ახასიათებს, ფაქტობრივად, ხვიჩა უნაკლოა. ცნობილია, რომ ის ბევრს მოსწონს და ბევრს უნდა, თავის გუნდში ჰყავდეს, მაგრამ ჯერჯერობით იტალიაშია და, ვფიქრობ, ძალიან კარგ ადგილასაა. მან ახალი სიცოცხლე შესძინა მარადონას სტადიონს და ქალაქს, სადაც განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი და აღმერთებენ ამ სპორტს. ძალიან მიხარია, რომ ასე უყვართ და აფასებენ ხვიჩას.

ჩემი შვილის ხნისაა და ისიც მახარებს, რომ ასეთი კარგი, ზრდილი და ემოციური ბიჭია, ასე წარმატებით უმკლავდება ყველაფერს, ეს არაა მარტივი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს ქართველებს.

დღეს ხვიჩას ბევრ ცნობილ ფეხბურთელს ადარებენ, მაგრამ თავისი კონფიგურაციით, ვინმე ერთ კაცს პირდაპირ არ ჰგავს, ვინაიდან ის ისეთ პოზიციაზე თამაშობს, რომ ასეთი გარემარბები ძირითადად სხვანაირი სტილისანი არიან - უფრო სწრაფები, უფრო მოძრავები. ხვიჩას თითქოს ყველაფერი ერთად აქვს, რაც მის განსხვავებულობას უფრო უსვამს ხაზს.

სიმართლე გითხრათ, ასე მარტივად მას ვერავის შევადარებ. ხვიჩა გუტისნაირ გოლებს არ იტანს, შეიძლება მისნაირი გადაცემები ჰქონდეს (მაგ. ქუსლით), მაგრამ გუტის პოზიციურად განსაკუთრებული ბევრი გოლი არ აქვს. გუტი კარგი ფეხბურთელი და „რეალ მადრიდის“ ყოფილი კაპიტანი იყო, დიდ გუნდში დიდხანს თამაშობდა და აქედან გამომდინარე, გუტი შეიძლება მოგეწონოს. ახლახან მაისური გაუგზავნია და გაახარა ხვიჩა. მოკლედ, გუტი კარგი ფეხბურთელი იყო და ის რომ მოგეწონება, გასაკვირი არაფერია.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, მონღოლეთი სათვალავშიც არ არის, მთავარია ნორვეგიის თამაში. სკანდინავიელებთან ადვილი არ იქნება, მაგრამ იმ იმედით ვართ, რომ ეს თამაში უნდა მოვიგოთ, მით უმეტეს მაშინ, როცა გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საუკეთესო 2 ფეხბურთელი გამოაკლდა. ერთი ჰალანდია, რომელიც არა მხოლოდ ნორვეგიის, შეიძლება დღევანდელი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელადაც მივიჩნიოთ“.